iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ნობელის ლაურეატები 2018 და 2019
11 ოქტ, 2019

ნობელის ლაურეატები 2018 და 2019

უკრაინული წარმოშობის პოლონელი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი და ავსტრიელი პიტერ ჰანდკე გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში.

დასახელებული იქნა ორი გამარჯვებული - ერთი 2019 და ერთიც 2018 წლისთვის, იმ მიზეზით, რომ შარშან აგორებული სკანდალის გამო პრემიის მინიჭება ერთი წლით გადაიდო.

ტოკარჩუკს, რომელიც შარშან ასევე Man Booker-ის გამარჯვებული გახდა, მიენიჭა 2018 წლის ნობელის პრემია, ხოლო ჰანდკეს - 2019 წლისა.

76 წლის ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი და პოეტი აღიარებულ იქნა "გავლენიანი შემოქმედებისთვის, რომელიც ლინგვისტური გამომგონებლობით იკვლევს ადამიანის გამოცდილების პერიფერიასა და სპეციფიკას", ნათქვამია აკადემიის ოფიციალურ განცხადებაში.

ის საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა, ვინც სერბებს უჭერდა მხარს 1990 წლების იუგოსლავიის ომის დროს და სიტყვით გამოვიდა სერბთა ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის დაკრძალვაზე 2006 წელს. 

57 წლის ტოკარჩუკი, ვინც თავისი თაობის წამყვან რომანისტად ითვლება, დაჯილდოვებულ იქნა "წარმოსახვისთვის, რომელიც ენციკლოპედიური ვნებით აღწერს საზღვართ გადალახვას, როგორც ცხოვრების ფორმას".

შარშან ტოკარჩუკი Man Booker-ის გამარჯვებული გახდა, ათი წლის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც მისი წიგნი პირველად იქნა გამოქვეყნებული პოლონეთში.

თითოეული ავტორი მიიღებს ნობელის მედალს, ნობელის დიპლომსა და ცხრა მილიონ შვედურ კრონას (£740,000).

ნახვების რაოდენობა: 1326