iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

დაუსწრებელი დაკითხვა: საუბრები კარლ ჰვიჟდიალასთან

ავტორი: ვაცლავ ჰაველი

2019 წელი | გამომცემელი: TerraLibri

მთარგმნელი: მაია ნაჭყებია

თარგმანი, ისტორია, ფილოსოფია

ფორმატები: pdf
846
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

წიგნის შექმნის ისტორია ამგვარია: 1985 წელის შემოდგომაზე ემიგრაციაში მყოფმა ჩეხმა ჟურნალისტმა, კარლ ჰვიჟდიალამ, ვაცლავ ჰაველი დაითანხმა ინტერვიუზე, რომელსაც თავდაპირველად მიმოწერის ფორმა ჰქონდა: ჰაველმა ჟურნალისტისგან შეკითხვები მიიღო, რომლებსაც წერილობით უპასუხა, თუმცა ვინაიდან ასე საქმე ნელა მიდიოდა, გადაწყდა, ჰაველს მაგნიტოფონის ფირზე ჩაეწერა თავისი პასუხები. ასე შეიქმნა თოთხმეტსაათიანი ჩანაწერი მაგნიტოფონის ფირზე, რომელსაც შემდგომ კიდევ დაემატა შეკითხვები. ასე დაიბადა წიგნი „დაუსწრებელი დაკითხვა“, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ. „დაუსწრებელი დაკითხვა“ ჩეხურ ენაზე თავდაპირველად 1986 წელს, ლონდონში გამოიცა და ვაცლავ ჰაველის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნი ოც ენაზეა ნათარგმნი.

მახასიათებლები
გადაფურცვლა
ვაცლავ ჰაველი
ვაცლავ ჰაველი

ვაცლავ ჰაველი (5.10.1936–18.12.2011) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, დრამატურგი და ესსეისტია. მან გაიარა გზა დისიდენტობიდან პრეზიდენტობამდე და იყო ჩეხოსლოვაკიის ბოლო (1989-1992) და ჩეხეთის პირველი (1993-2003) პრეზიდენტი.