iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ესსეისტიკა

სორტირება:

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

ქცევისა და მის თანამდევ ფსიქოლოგიურ ატრიბუტთა განხილვა-დახასიათებას ეძღვნება დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი საინტერესო ნაშრომი - "ქცევის ფსიქოლოგია".

ემოციის როლი ადამიანის ქმედების ფორმირებაში დიდია, თუმცა სრულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი მასზე სხვადასხვა ფაქტორთა, როგორიც არის გრძნობა, განწყობა და ა.შ., გავლენის ეფექტი. წინამდებარე ნაშრომს დიმიტრი უზნაძე სწორედ ამ საკითხის დეტალურ განხილვას უთმობს.

წინამდებარე კვლევა ეხება აღმოსავლეთის ხალხთა, პირველ რიგში კი ქართველთა და სომეხთა, ისტორიაში არსებულ ხარვეზებსა და შესწავლის მეთოდოლოგიას.

ვარგას ლოსა ლიბერალია, მტკიცე რწმენის ლიბერალი. წინამდებარე ესსეიში იგი ლიბერალიზმის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ საუბრობს - საუბრობს ობიექტურად, მიუკერძოებლად, და ბრძნულად!

1951 წელს ჩატარებულ კვლევაში დიდი ფილოსოფოსი სამყაროს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების სამ გზას აყალიბებს. მიუხედავად არაერთმნიშვნელოვანი პროგნოზისა, მკითხველი მრავალ ანალოგიას აღმოაჩენს დღეს არსებულ სინამდვილესთან.

წინამდებარე ესსეი ადამიანის არჩევანის შესახებაა, შესახებ იმისა, თუ რა შემთხვევაში  შეუძლია და უნდა აირჩიოს ადამიანმა სისასტიკე და ტკივილი, როგორც ისტორიული პროცესის აუცილებელი თანამდევი, კეთილდღეობის, როგორც პასიურობის საპირისპიროდ, ადამიანმა, რომელიც, ავტორისავე სიტყვებით "გარყვნილია ბურჟუაზიული კეთილდღეობითა და სიმშვიდით".

ცოდვით დაცემის პრობლემის ახსნა ერთის მხრივ, ჰეგელის "სულის ფილოსოფიისა" და, მეორეს მხრივ, კირკეგორისა და დოსტოევსკის რელიგიური ეგზისტენციალიზმის, ცოდნისა და გაცხადების შედარებით ბრწყინვალე ესსეიში, რომელიც ავტორის მიერ ლექციის სახით იქნა წაკითხული 1935 წელს.

ბერტრან რასელის ყველაზე ცნობილი, ყველაზე პესიმისტური, ყველაზე პოეტური და, იმავდროულად, სიცოცხლის მამკვიდრებელი ესსეი, რომელიც ობიექტური აზრის არარსებობის პირობებში ჭეშმარიტებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოწოდებას წარმოადგენს.

არის თუ არა ომი ბოროტება? შედეგია ის თუ მიზეზი? როგორ უნდა მივუდგეთ მას ფილოსოფიურად? რა პასუხი გავცეთ? ამ უაღრესად რთულ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს დიდი რუსი ფილოსოფოსი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობით ესსეიში "ომის ბუნების შესახებ".

ომის ბუნების შესახებ
0.77ლარი

ომის ბუნების შესახებ

ნიკოლაი ბერდიაევი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ნიკოლაი ბერდიაევი დემოკრატიის უპირობო ავტორიტეტს არასოდეს ცნობდა, ამხელდა მის სიღრმეში დაფარულ საფრთხეებს და ადამიანის სულიერ სამყაროსთან მის მორიგებას ცდილობდა. წინამდებარე შესანიშნავი ესსეი სწორედ ამის შესახებ გახლავთ.

რა საზღვრებამდე უნდა ეხმარებოდეს ფსიქოლოგია აღზრდის საქმეს? როდის იწყებს იგი პედაგოგიკაში უხეშ ჩარევას? აუცილებელია თუ არა საერთოდ ასეთი დახმარება? რა სარგებელი ან ზიანი შეიძლება მოიტანოს ხსენებულმა კავშირმა? პასუხები ამ კითხვებზე დიმიტრი უზნაძის ესსეიში "ფსიქოლოგია და პედაგოგიკა".

"ქრისტიანობა არაა დამნაშავე იმაში, რომ ადამიანებმა ამ სოფლად მისი ტრიუმფით გამოწვეულ სიხარულს ვერ გაუძლეს და ეს ზეიმი ქრისტიანობის სახის დამახინჯებად აქციეს" - ეს გახლავთ მთავარი აზრი ამ ესსეისა, რომლითაც დიდი რელიგიური ფილოსოფოსი ცდილობს ქრისტიანობა იხსნას, თუნდაც ქრისტიანთა ისტორიული უმსგავსობის მხილების გზით. 

დიდი ესპანელი ფილოსოფოსი კიდევ ერთი მათგანია, ვინც ვერ შეგუებია ყოფის არსებულ წესს და ცდილობს მთავარს - უკვდავებას მიაგნოს, უკვდავებას, რაც ყველაზე სანუკვარი მიზანი და იდეაა ადამიანის. უნამუნო პრობლემის გადაჭრას 1911 წელს შექმნილი ესსეით რელიგიურ ჭრილში ცდილობს.

დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი თავისუფალ აზროვნებაზე განათლების, პროპაგანდისა და ეკონომიკის გავლენის შედეგებს განიხილავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწერილი ლექცია დღესაც აქტუალურია თავისი მნიშვნელობით.

"ბიბლიის აბსურდულობანი" ქლარენს დაროუს მცირე ესსეია, რომელშიც იგი დამახასიათებელ ექსპრესიულ სტილში გვთავაზობს ბიბლიისა და ქრისტიანობის პოსტულატების კრიტიკას.