iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფილოსოფია

სორტირება:

გაცხოველებული საუბრის განმავლობისას ათენელ ინტელექტუალთა ჯგუფი ღვინის თანხლებით  აყალიბებს შეხედულებებს ეროსის შესახებ. მათი საუბრებიდან ნატიფი თვალსაზრისი გამომდინარეობს გენდერული როლის, სექსის და ძირითად ადამიანურ ინსტინქტთა სუბლიმაციის შესახებ. დისკუსია სრულდება სოკრატეს რადიკალური გამოწვევით საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებისადმი.

"ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია" პირველად გამოიცა საფრანგეთში 1946 წელს და მას შემდეგ  რამდენიმე გამოცემა გაიარა. იგი მკითხველს პოპულარული ფორმით აცნობს ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი თვით სარტრის მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი პოსტულატი შეგვიძლია მისივე სიტყვებით ასე ჩამოვაყალიბოთ: "მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავისა და ყველასთვის და ვქმნი ადამიანის  განსაზღვრულ ხატს, რომელსაც ვირჩევ, ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს ზოგადად".

"სატანჯველის სახარება" პირველი და ერთადერთი ქართული თარგმანია დიდი დანიელი ფილოსოფოსის ნაშრომისა, რომელიც აერთიანებს მის შეხედულებებს, როგორც თეოლოგისა და მისტიკოსის, და ასევე ეგზისტენციალიზმის წინამორბედისა.

"ბენედიქტუს სპინოზა" გახლავთ მოსე გოგიბერიძის მცირე ესსეი, რომელშიც მტერიალისტური პოზიციიდანაა განხილული დიდი ფილოსოფოსის შემოქმედება და შეხედულებები.

"ფილოსოფიის სიღატაკე" მთავარი წყაროა კარლ მარქსის კომუნიზმის თეორიის გასაგებად. წიგნი 1847 წელს გამოქვეყნდა პარიზსა და ბრიუსელში. იგი დაიწერა, როგორც პასუხი ფრანგი ანარქისტის, პიერ-ჟოზეფ პრუდონის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ არგუმენტებზე, რომლებიც მან 1846 წელს გამოცემულ წიგნში, "ეკონომიკურ წინააღმდეგობათა სისტემა", ჩამოაყალიბა.

სივრცის აქამდე უცნობი ბუნება,საიდან მოდის სამყარო? რა არის მატერია?

წინამდებარე ნაშრომში ავტორი გვთავაზობს XX საუკუნის ფილოსოფიის ანალიზს, მის ძირითად ტენდენციებსა და ძირითად თავისებურებებს. მეორე ნაწილი მოიცავს მიმდინარეობებს "ფენომენოლოგიიდან" "პოსტმოდერნის" ჩათვლით.

წინამდებარე კვლევის ფოკუსშია ნიცშეს კამათი პოზიტივისტებთან და ისტორიის აღქმის პრობლემა მატერიალიზმისა და იდეალიზმის პოზიციებიდან. წარმოადგენს რა სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ნიცშე ემპირიულ გამოცდილებას საკუთარ შეედულებებს უპირისპირებს, და ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება, რომ ისტორია მორალური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მეცნიერებად იწოდებოდეს.

წინამდებარე ნაშრომში ავტორი გვთავაზობს XX საუკუნის ფილოსოფიის ანალიზს, მის ძირითად ტენდენციებსა და ძირითად თავისებურებებს. პირველი ნაწილი მოიცავს მიმდინარეობებს "სიცოცხლის ფილოსოფიიდან" "ფიქციონალიზმის" ჩათვლით.

"იყო და ფლობდე" - ესაა 1928 და 1933 წლებს შორის გაკეთებული შენიშვნები, რასაც ავტორმა მეტაფიზიკური ჟურნალის სახე მისცა, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მიყვეს მსჯელობას, რომელიც ონტოლოგიური საიდუმლოსადმი კონკრეტულ მიდგომას აყალიბებს. ბერგსონიანობისა და კარტეზიანული cogito-ს კრიტიკის გაფართოებით "იყო და ფლობდე" მეტაფიზიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად წარმოდგება.

იყო და ფლობდე
3.44ლარი

იყო და ფლობდე

გაბრიელ მარსელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ქართველი ფილოსოფოსი ვაჟა-ფშაველას ფილოსოფიურ-რელიგიურ საწყისებსა და მსოფლმხედველობას იკვლევს არატრადიციულ და უაღღესად საინტერესი ჭრილში, თუმცა ამით არ შემოიფარგლება და ზოგადად ქართველი ერის სულიერ პორტრეტსაც გვთავაზობს.

ძიებაში მყოფი გმირი ნაწარმოებისა თავადპირველად რწმენისა და რელიგიის გზას შეუდგება, შემდეგ - ფილოსოფოსთა გზას, ხვავრიელს დებატებითა და იდეებით, საბოლოოდ კი მიწიერი საქმიანობისა და სიამის გზას. გზად მიმავალი ის თავს არიდებს ინკვიზიტორებს, მგზნებარე ფანატებს, შეშლილ ფილოსოფოსებსა და მოღალატე საყვარლებს. ფილოსოფიის ჭეშმარიტი კლასიკა.

„მდოგვის მარცვალი“ - ეს არის თომას სახარების ოშოსეული განმარტება და ამავე დროს შეიძლება ითქვას საუკეთესო წიგნის ქრისტეზე. „მდოგვის მარცვალი“ - ეს არის წიგნი, რომლის ფურცლებზეც მიმოფანტულია შეუქცევადი რევოლუციის მარცვლები, რომლებსაც მხოლოდ შემჩნევა და დანახვა უნდა, რათა დაიწყოს ზრდა და განვითარება.

"ოშო რაჯნიშის „მდოგვის მარცვალი“ გასული საუკუნის 90-იან წლებში მეგობრის რჩევით წავიკითხე. მერე იყო „ცარიელი ნავი“... ვისხედით გაყინულ ოთახში პლედშემოხვეულები, ვისმენდით ჩვენთვის უცხო, საინტერესო და თავისუფალ აზრებს და უცნაურად გვეჩვენებოდა, რომ ო

"ლიბერალური ინსტიტუტები წყვეტენ ლიბერალობას მაშინვე, როცა ისინი ამას აღწევენ: მოგვიანებით, აღმოჩნდება, რომ არ არსებობს თავისუფლებასთან მებრძოლი უფრო მავნე მტერი, ვიდრე ლიბერალური ინსტიტუტებია

"ნებისმიერი სახის ინსტიტუტის შექმნისთვის უნდა არსებობდეს ნება, რომელიც აღვიძებს ინსტინქტს, სიბრაზემდე ანტილიბერალურს, - ნება ტრადიციისა და ავტორიტეტის, ასწლეულების პასუხისმგებლობის მიმართ