iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფილოსოფია

სორტირება:

წინამდებარე ნაშრომში ქართველი ფილოსოფოსი პოპულარული ენით განმარტავს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, ფიზიკის მეცნიერებაში მანამდე არსებულ მდგომაროებასა და აღნიშნული თეორიის მნიშვნელობას ფილოსოფიისთვის.

1879 წელს ჯ.ს. მილმა გამოაქვეყნა თხზულება სახელწოდებით "სოციალიზმი", რომელშიც თავმოყრილია მისი არგუმენტები სოციალური წესრიგის, თავისუფლებისა და პოლიტიკური ეკონომიის შესახებ, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობისა კომუნისტურ წყობილებაში. წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია პოლიტიკურ სისტემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სოციალიზმი
3.44ლარი

სოციალიზმი

ჯონ სთიუარტ მილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს ფილოსოფიური ნაშრომი მაო ძე-დუნმა დაწერა ნაშრომის „პრაქტიკის შესახებ“ შემდეგ და იმავე მიზნით, - სახელდობრ დოგმატური ხასიათის იმ სერიოზული შეცდომების დასაძლევად, რომლებიც მაშინ პარტიაში იყო; ამ თემაზე მან ლექცია წაიკითხა იანანის ანტიიაპონურ სამხედრო-პოლიტიკურ უნივერსიტეტში. 

წინამდებარე თხზულება შესანიშნავი საშუალებაა სოკრატემდელი ბერძნული ფილოსოფიის ავტორიტეტული მიმდინარეობის, ატომიზმისა, და მისი უდიდესი წარმომადგენლის, დემოკრიტეს გაცნობისა. დანართის სახით თხზულებას ახლავს ფრაგმენტები ლუკრეციუსის ნაშრომიდან "საგანთა ბუნებისათვის".

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ლუდვიგ ფოიერბახის რეცენზიას მაქს შტირნერის ნაშრომზე "ერთადერთი და მისი საკუთრება", რომელიც ფოიერბახის მწვავე კრიტიკას შეიცავს, გულისხმობს რა, რომ  რელიგიის ფოიერბახისეული გააზრება კვლავ "ღვთისმოშიშია", რომ მან "ღვთაება გარეგანიდან ჩვენ შინაგანად აქცია". თავად ფოიერბახმა შტირნერის თხზულებას "გენიალური და ბრწყინვალე ნაშრომი" უწოდა.

წინამდებარე ესსეიში ვლადიმირ სოლოვიოვის მიერ გერმანელი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, ლაზარე ფონ ჰელენბახის, ერთ-ერთი ძირითადი ნაწარმოების კრიტიკა უფრო ზოგად ხასიათს იძენს და ფილოსოფიის მიმართულებას განსაზღვრავს - "ადამიანურ გამონაგონთა სფეროდან ღვთიური ჭეშმარიტების სფეროში".

ანარქიზმით გატაცების პერიოდში შექმნილი თხზულება მომავალი საზოგადოების ფორმირების ნაბიჯებს განსაზღვრავს, რაც სრულად უარყოფს რაიმე სახის თანამშრომლობასა და მონაწილეობის მიღებას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და, აქედან გამომდინარე, ძალმომრეობითი რევოლუციის კონცეფციას გვთავაზობს.

"გოთას პროგრამის კრიტიკა" არის დოკუმენტი, დაფუძნებული კარლ მარქსის 1875 წლის წერილზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისათვის, რომელთანაც მარქსი და ენგელსი ახლო ურთიერთობაში იყვნენ. დოკუმენტი გოთაში გასამართ ყრილობაზე განსახილველი საკითხების კრიტიკას წარმოადგენს; მას თან ერთვის მარქსის და ენგელსის წერილები.

ეს მცირე ზომის წიგნი გახლავთ არისტოტელეს ნაწარმოების ქართულად თარგმნის პირველი მცდელობა, შესრულებული თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ XIX საუკუნის პირველ ნახევარში, სადაც არისტოტელეს ეთიკური შეხედულებების მცირე მონახაზია მოცემული.

ფოიერბახს ხშირად უწოდებენ ფილოსოფოსს, რომელმაც ჰეგელი და მარქსი დააკავშირა. დარწმუნებული ათეისტი, ფოიერბახი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობამ არამართლზომიერად "დააპროექტა" და "გადაიტანა" ადამიანის გონების ელემენტები არარსებულ, ზებუნებრივ, რელიგიურ ობიექტებზე. "ქრისტიანობის არსება" აჩვენებს ფოიერბახს მთელი მისი ოდენობით, როგორც გერმანელ ფილოსოფოსთა ახალი თაობის გავლენიან წარმომადგენელს.

წინამდებარე ესსეი პოლიტიკურ-რელიგიური გაგების ფონზე თვლსაჩინო გაკვეთილია მათი პირფერობის შესახებ, ვინც თითქოსდა ღმერთის სახელს ადიდებს, სინამდვილეში კი ღმერთს საკუთარი ინტერესებითვის იყენებს, მაგრამ ესსეი შეიძლება სხვა, მეტად აკადემიურ კონტექსტშიც განვიხილოთ. თუმცა, რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, წინამდებარე ნაშრომი კანტის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაწარმოებია.

"შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ვერც ერთ რუსულ-ქართულ წიგნისაგან ისე კარგათ ვერ გაეცნობით მარქსიზმს, როგორც ნ. რამიშვილის წიგნიდან. აქ შინაარსი და ფორმა ისე კარგათაა შეზავებული, რომ მის გასაგებათ საჭიროა მხოლოთ კითხვის ცოდნა და ჩვეულებრივი მოსაზრება" – ნოე ჟორდანია.

სექსისა და სიყვარულისადმი რასელის დამოკიდებულება უმალ მოთხოვნისა და სურვილის რეალობას ეფუძნება, ვიდრე ძველ ტომობრივ და რელიგიურ ტაბუს. "ქორწინება და მორალი" არის ცხადი და მიუკერძოებელი შეხედულება ზნეობაზე, ზნეობაზე, რომელიც მხოლოდ ერთი ასპექტია რასელის წინააღმდეგობისა შემზღუდავი დოგმებისადმი, და ურყევი რწმენისა ადამიანის ადექვატურობასა და ადამიანური ინტელექტის ძალაში.

„ცნობიერება და ცივილიზაცია“ მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ციკლია, რომელშიც თემატურად არის გადმოცემული ავტორის დამოკიდებულება („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი. წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს.

წიგნის შექმნის ისტორია ამგვარია: 1985 წელის შემოდგომაზე ემიგრაციაში მყოფმა ჩეხმა ჟურნალისტმა, კარლ ჰვიჟდიალამ, ვაცლავ ჰაველი დაითანხმა ინტერვიუზე, რომელსაც თავდაპირველად მიმოწერის ფორმა ჰქონდა: ჰაველმა ჟურნალისტისგან შეკითხვები მიიღო, რომლებსაც წერილობით უპასუხა, თუმცა ვინაიდან ასე საქმე ნელა მიდიოდა, გადაწყდა, ჰაველს მაგნიტოფონის ფირზე ჩაეწერა თავისი პასუხები. ასე შეიქმნა თოთხმეტსაათიანი ჩანაწერი მაგნიტოფონის ფირზე, რომელსაც შემდგომ კიდევ დაემატა შეკითხვები. ასე დაიბადა წიგნი „დაუსწრებელი დაკითხვა“, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ. „დაუსწრებელი დაკითხვა“ ჩეხურ ენაზე თავდაპირველად 1986 წელს, ლონდონში გამოიცა და ვაცლავ ჰაველის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნი ოც ენაზეა ნათარგმნი.

დევიდ ჰიუმი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მოაზროვნე ფილოსოფოსია მათ შორის, ვინც ინგლისურ ენაზე ქმნიდა. მისი "რელიგიის ბუნებრივი ისტორია" რელიგიის წარმოშობას იკვლევს და გასდევს მის განვითარებას პოლითეიზმიდან დოგმატურ მონოთეიზმამდე. ეს ნაშრომი ყველაზე სერიოზული შეტევაა რელიგიურ შეხედულებებზე, რომელიც კი ფილოსოფოსს ოდესმე განუხორციელებია.