iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

"გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის" მე-7 ნომერში შესულია გალაკტიონის, გობრონ აგარელის, ირაკლი ყანჩელის და სხვათა ლექსები, გოეთეს "ჰერმან და დოროთეს" თარგმანი ვარლამ დონდუასი, ვახტანგ გარრიკის ეტიუდი, თაგორის თარგმანი, განცხადებები. გამოვიდა 1923 წლის 14 იანვარს.

კანტი, აინშტაინი, გოეთე, ბოშები, როსკიპები, კეთროვნები და კიდევ მრავალი სხვა პერსონაჟი შეგხვდებათ ამ სიყვარულისა და ბედისწერის თემებით გამსჭვალულ ფანტასმაგორიულ პიესაში მისტიური სახელწოდებით "მალშტრემ".

მალშტრემ
2.55ლარი

მალშტრემ

გრიგოლ რობაქიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

არჩევანი სულიერ და ფიზიკურ სიყვარულს შორის, ხსნის ძიება ხელოვნებაში, ფემინიზმი - ამ თემებს ეხება ავტორი მის საუკეთესო ქმნილებაში "ლიანა ლორდია", რამაც საფო მგელაძეს "ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის" სახელი მოუხვეჭა. რომანი თითქმის სრულად მეორე პირშია დაწერილი (რაც იმ დოირსთვის თამამ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა) და ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ტრაგიკულ სიყვარულს აღწერს.

ლიანა ლორდია
1.55ლარი

ლიანა ლორდია

საფო მგელაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გალაკტიონის, საფო მგელაძის, გერცელ ბააზოვის პოეზია, გოეთეს თარგმანი ვარლამ დონდუასი, სტატიები მხატვრობის შესახებ, ესკიზები, ლადო გუდიაშვილის და კ. ზდანევიჩის ნახატები. გამოშვების თარიღი: 07.01.1923.

"საქართველოს საზღვრები" არის 1919 წლის კონსტანტინეპოლის კონფერენციისთვის მომზადებული კვლევა, რომელიც ისტორიულ ჭრილში განიხილავს საქართველოს საზღვრებს, მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს და სამომავლო პერსპექტივას. ხაზგასმულია კონკრეტული ჯგუფების მიერ საზღვრის და, შესაბამისად, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის გამჟღავნებული სურვილი და მათი დამადასტურებელი ფაქტები.

"ოსთა ჩამოსახლება" მცირე ისტორიული ექსკურსია მე-14-მე-16 სს. საქართველოში და წარმოადგენს საქართველოში ოსთა ჩამოსახლება-დამკვიდრების ხელშემწყობ მიზეზთა განსაზღვრის მცდელობას.

ოსთა ჩამოსახლება
0.44ლარი

ოსთა ჩამოსახლება

ზაქარია ჭიჭინაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება" ვიქტორ ნოზაძის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მრავალასპექტოვანი კვლევის შედეგად შექმნილი ექვსი მონუმენტური ტომის მეხუთე ნაწილია, რომელიც 1963 წელს საფრანგეთში გამოიცა. იგი "ვეფხისტყაოსნის" რელიგიურ-სარწმუნოებრივ საკითხებს იკვლევს.

წინამდებარე კრებულში შესულია ილიას მოსაზრებები საბანკო ბიზნესის მოწყობასა და ბანკის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მისი შეხედულებები სხვადასხვა სახის საბანკო-შემნახველი საზოგადოებების შესახებ, საგლეხო ბანკის საკითხი და ამასთან დაკავშირებული კამათი ისეთ საზოგადო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი. ბონუსის სასხით გთავაზობთ ილიას პოლემიკას ნოე ჟორდანიასთან საბანკო და სხვა საზოგადოებრივ საკითხებზე.

ძველი ნაცნობების შეხვედრა, ერთ სივრცეში განვითარებული მოვლენები, რომლებიც უამრავ კითხვას წარმოშობს, წარსულის გახსენება, და მთავარი კითხვა, რომელიც თანამედროვე სამყაროში პრაქტიკულად ყველა ადამიანს ეხება - ასეთია მოკლე მონახაზი დიმიტრი უჩანეიშვილის ახალი პიესისა "ოთახში."

ოთახში
1.55ლარი

ოთახში

დიმიტრი უჩანეიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, გობრონ აგარელის პოეზია, ვ, დონდუას მიერ გოეთს თარგმანის გაგრძელება, წერილები საქართველოს მხატვრობისა და თეატრის შესახებ. გამოშვების თარიღი: 01.01.1923.

გალაკტიონის, ირაკლი ყანჩელის, ს. ერთაწმინდელის პოეზია, გოეთეს თარგმანი, წერილები, მოთხრობები, სიახლეები გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის მეოთხე ნომერში. გამოცემულია 1922 წლის 24 დეკემბერს.

მოთხრობაში აღწერილია სამყაროს პირველი ქრისტიანი იმპერატორის - კონსტანტინე დიდის ცხოვრება, მისი მოქცევა ქრისტეს რჯულზე, ამ მოვლენის მიზეზები და აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიური შედეგი გარშემომყოფთათვის.

გალაკტიონის, გ. აგარელის, ბაბილინას, ს. ერთაწმინდელის, ნარკანის პოეზია, გოეთეს თარგმანი, წერილები, სიახლეები გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის მესამე ნომერში. გამოცემულია 1922 წლის 17 დეკემბერს.

კრებულში შესულია ტიციანის ანტისაბჭოთა პათოსით გამსჭვალული ლექსები, პატრიოტულ მოტივზე შექმნილი პოეტური ნაწარმოებები და ლირიკული თხზულებები.

ლექსები
0.99ლარი

ლექსები

ტიციან ტაბიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1922 წლის 3 დეკემბერს. მასში იხილავთ არაერთ მიძღვნას გალაკტიონისადმი, თავად გალაკტიონის ლექსებს, ი. ვართაგავას, ვ. წილოსანის, ნ. ზედგინიძის სტატიებსა და წერილებს და კიდევ მრავალ საინტერესო მასალას.