iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

გამოვიდა ახალი, ძალიან ლამაზი კრებული, წიგნი მოიცავს სიყვარულს: უფლის სიყვარული, მშობლის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ოჯახის სიყვარული და ასე შემდეგ. არის ძალიან საინტერესო.

სახელოვანი ქართველი სუმეროლოგის ეს ადრეული წიგნი ეძღვნება სუმერულ და ქართულ ენებს შორის მსგავსების დადგენას გრამატიკისა და უშუალოდ სიტყვათა შედარების საფუძველზე, რაც არსებითად ერთ-ერთი პირველი ქართული ნაშრომია ამ სფეროში და, შესაბამისად, საფუძველს უყრის ქართული ენის შესწავლას ახალ მიმართულებით.

თხზულებაში აღწერილია წმიდა აბიბოს ნეკრესელის ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელებთან,  მისი ღვაწლი ქრისტიანობის გავრცელებაში და მის ტანჯვა და მოკვდინება, რასაც ადგილი VI საუკუნეში ჰქონდა.

წიგნი "სოციალური მედია და მარკეტინგი" განკუთვნილია ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. წიგნში წარმოდგენილი მასალები აღებულია "ბი-ბისის", "დოიჩე ველე აკადემიის", "მართვის აკადემიის” სასწავლო კურსებიდან და კიდევ, ბევრ საინტერესო წყაროდან და იმედია, მომავალი ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ.

საზოგადოების შემდგომი ჰუმანიზაციის პროცესს ბევრად შეუწყობს ხელს ფილოსოფიისა და ეთიკის პრობლემატიკის გახსენება-შესწავლა, რათა აღადგინოს ერთ დროს თითქმის მიღწეული წონასწორობის, ანუ - გრძნობა-გონების ჰარმონიულობისაკენ სწრაფვის საყოველთაო პრინციპი. ამ რწმენით ვთავაზობთ საზოგადოებას ქართველი ეთიკოსის პროფესორ გელა ბანძელაძის „ეთიკის“ მოკლე შინაარსს და ზოგიერთი თანამედროვე „ჰუმანისტური ფსიქოლოგიის“ წარმომადგენელთა ეთიკურ-ფსიქოლოგიურ თვალსაზრისებს (ალტერნატიულ ეთიკას და ფსიქოლოგიას), რომელთა შორის თანამშრომლობა, მხოლოდ უმნიშვნელო წინააღმდეგობების მიუხედავად, სულაც არ არის ძნელი!

ალტერნატიული ეთიკა და ფსიქოლოგია
6.00ლარი

ალტერნატიული ეთიკა და ფსიქოლოგია

როზა გაფრინდაშვილი ლია მეტრეველი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე ნაშრომი პირველი და მოკრძალებული მცდელობაა ქართულ ენაზე მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის გადმოცემისა. მასში გაეცნობით საინტერესო ისტორიულ მასალას, ასევე ტერმინოლოგიას, რომელიც ძველ დროს გამოიყენებოდა, ადათებს და მათი შესრულების წესებს.

ნაწარმოებში ასახულია ახალგაზრდა წყვილის წინასწარი მომზადება ნაყოფის ჩასახვამდე, ჩასახვის პერიოდის დროს და მის შემდგომაც. სახელდობ: ბავშვის სულიერი, გონებრივი და ფიზიკური თვისებების ჰარმონიული განვითარება ბუნებრივი გზით, ეკოლოგიურად დაცულ გარემოში. მთავარი თემის გაშლა იწყება, როდესაც ტურიზმის საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობის დროს, თავდამტყდარმა შემთხვევამ ახალგაზრდა წყვილი მთისეულის მღვიმეში მოახვედრა. ამ ფათერაკიდან თანდათან ვლინდება მათი გამჭრიახი გონების შესაძლებლობათა მიზანმიმართული გამომჟღავნება, ოჯახის სანიმუშო შექმნის, ზრუნვის, ქვეყნის და საერთაშორისო წესრიგის, სამყაროს უსაფრთხოებისა და განვითარების კვალდაკვალ.  - ვ. პაპიძე. დაწერილია წმინდა მიწაზე.

წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია მერაბ მამარდაშვილის მიერ პრუსტის შესახებ წაკითხულ ლექციათა კურსის შვიდი ლექციის თარგმანი, ისევე, როგორც ფრანგულენოვანი მოხსენებები, ინტერვიუები და სტატიები. წიგნი ეძღვნება მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) დაბედებიდან 80 წლისთავს.

ცნობიერების ტოპოლოგია
3.77ლარი

ცნობიერების ტოპოლოგია

მერაბ მამარდაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კაცობრიობა გაჩენის დღიდან იბრძვის გადარჩენისათვის: სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. კიდევ ერთხელ დავდექით საფრთხის წინაშე პანდემიის გამო. კოვიდ 19-მა შეცვალა მსოფლიო და გვაიძულა განათლების ახალ რელსებზე გადავსულიყავით. საქართველოში დისტანციური განათლების მნიშვნელობაზე, მის დადებით თუ უარყოფით თვისებებზეა საუბარი პროფესორ ლია მეტრეველის წარმოდგენილ ნაშრომში. წიგნში საინტერესოდაა ნაჩვენები ონლაინ სწავლების ფუნქცია, რომელმაც გადაარჩინა განათლება. წიგნი თანამედროვე განათლების აქტუალურ პრობლემებზეა და, ცხადია, მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს საგანმანათლებლო სივრცეში.

„რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკური ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.

„ალბათ არსად, არცერთ ენაზე არ დაწერილა ისეთი წიგნი, როგორიც არის “თერიონის ვარდი”. ეს არის მეტაფიზიკური მძვინვარებით შექმნილი ნაწარმოები, სადაც დაყენებულია საზღვრითი ფილოსოფიური და რელიგიური პრობლემები. ეს წიგნი აცნაურებს ადამიანის უძლიერეს ამბოხს და მის დაჟინებულ სწრაფვას დაიცვას მიწა ზეცის წინაშე. პორფირესთან კონცენტრირებული და ურთიერთგადაჯაჭვულია თემები, რომელთაგან თითოეული იმსახურებს გულმოდგინე და სიღრმისეულ განხილვას. წიგნი ძველი ქართული ენის ინტონაციებით და ფორმებით არის აღბეჭდილი, რაც უჩვეულოა ქართული ფილოსოფიური აზროვნებისათვის და რაც, თუმც აძნელებს ნაწერის აღქმას, მაგრამ განსაკუთრებულ ტონალობას ანიჭებს და ახალ შუქზე წარმოგვიდგენს ფრაზობრივ კონსტრუქციებს. გავიმეორებ: ეს წიგნი უთუოდ უნდა გახდეს ღრმა და გულმოდგინე განსჯის საგანი“. თამაზ ჩხენკელი

პატარა მათხოვარ გოგონას, რომელსაც საზოგადოების საშიშ ფენასთან უწევს ცხოვრება, სრულიად წართმეული აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, რის გამოც ის უბრალოდ მიყვება ცხოვრებას იმედით, რომ მომავალში აღარ დაიტანჯება ისე როგორც ბავშვობაში. ერთ დღეს ხვდება ერთ, ძალზედ უცნაურ თანატოლ ბიჭს, რომელიც არაა წინააღმდეგი მათხოვარ გოგონასთან დროის გატარების... მაგრამ ასეთი დროის ტარება, სახიფათო ხდება როგორც ბიჭისათვის, ისევე გოგონასთვის.

წიგნი იმდენად პოპულარულ ენაზეა დაწერილი, რომ არატექნიკური ადამიანისთვისაც კი სრულებით გასაგებია, როგორ მივაღწიეთ დღევანდელ ტექნოლოგიურ პროგრესამდე... წიგნში შესულია, არა მარტო უცხოელი ფიზიკოსები, წარმოდგენილნი არიან ქართველი ფიზიკოსებიც. წიგნში საპატიო ადგილს იკავებენ ასევე ქალი ფიზიკოსებიც...

ამ ნაშრომის მკითხველი გაეცნობა სოციალური გავლენის მნიშვნელობას და ფსიქოლოგიური გავლენის სფეროებს; შეიტყობს თუ რატომ არის ადამიანი მგრძნობიარე გავლენისადმი; რა კანონზომიერებით ხორციელდება გავლენა, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ოჯახის, კომუნიკაციის, ტრადიციის, ფოლკლორის, მასმედიის ზემოქმედებას; თუ როგორ დაიცვა თავი სხვისი ნეგატიური ზეგავლენისგან და რა ფაქტორები განაპირობებენ პოზიტიურ გავლენას; თუ რა მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, ცხოვრების საზრისის არსებობას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში.

 

გავლენის ფსიქოლოგია
6.00ლარი

გავლენის ფსიქოლოგია

ლია მეტრეველი, ირმა ხურცია-ანდრიაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნი ეხება საქართველოს ისტორიის საინტერესო სფეროს, როგორიცაა პოლიტიკური შეუღლებები. მეფეთა, დედოფალთა და ა.შ. წიგნში იხილავთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების მეფეთა და დიდგვაროვანთა შეუღლებებით სრულდებოდა.