iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ქართული

სორტირება:

წინამდებარე თხზულება შესანიშნავი საშუალებაა სოკრატემდელი ბერძნული ფილოსოფიის ავტორიტეტული მიმდინარეობის, ატომიზმისა, და მისი უდიდესი წარმომადგენლის, დემოკრიტეს გაცნობისა. დანართის სახით თხზულებას ახლავს ფრაგმენტები ლუკრეციუსის ნაშრომიდან "საგანთა ბუნებისათვის".

ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი მეფის გადაწყვეტილების პირველ პლანზე წამოწევით ილია იმ ეპოქის უკუღმართობას გვიჩვენებს და აყალიბებს მონარქის იდეალს, რომელიც შეგნებულად სწირავს თავს სამშობლოს.

ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი პიონერის, კიტა აბაშიძის კრიტიკულ ესსეთა კრებული მოიცავს XIX საუკუნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილის შემოქმედების ანალიზს, როგორც თვითონ უწოდებს მას, "ევოლუციის მეთოდის" საფუძველზე. პირველ ნაწილში განხილულია შემოქმედება რომანტიკოსებიდან აკაკი წერეთლამდე, მისი ჩათვლით.

ანარქიზმით გატაცების პერიოდში შექმნილი თხზულება მომავალი საზოგადოების ფორმირების ნაბიჯებს განსაზღვრავს, რაც სრულად უარყოფს რაიმე სახის თანამშრომლობასა და მონაწილეობის მიღებას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და, აქედან გამომდინარე, ძალმომრეობითი რევოლუციის კონცეფციას გვთავაზობს.

დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი ისტორია ქართული ეკლესიისა მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, განვითარების გააზრებისთვის, და მნიშვნელოვანია დღესაც.

წიგნში შესწავლილია აგიოგრაფიის სპეციფიკა, მისი როლი და ადგილი ქართულ სულიერ კულტურაში; IV-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები გაანალიზებულია რელიგიურ-დოგმატური და მხატვრულ-ესთეტიკური ასპექტებით. ეს წიგნი გამიზნულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების, სასულიერო სემინარია-აკადემიების სტუდენტების, მასწავლებლების, მკვლევ- რებისა და ქართული საეკლესიო მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

აგიოგრაფია
9.00ლარი

აგიოგრაფია

საბა მეტრეველი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე კრებულში იოანე ბატონიშვილი შეკუმშული ფორმით გადმოგვცემს კახეთის, ქართლის, იმერეთისა და ოდიშის თავად-აზნაურთა წარმომადგენლების გვარებს და მათ მოკლე ისტორიას.

"შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ვერც ერთ რუსულ-ქართულ წიგნისაგან ისე კარგათ ვერ გაეცნობით მარქსიზმს, როგორც ნ. რამიშვილის წიგნიდან. აქ შინაარსი და ფორმა ისე კარგათაა შეზავებული, რომ მის გასაგებათ საჭიროა მხოლოთ კითხვის ცოდნა და ჩვეულებრივი მოსაზრება" – ნოე ჟორდანია.

ზურაბ ავალიშვილი წინამდებარე თხზულებაში საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილ მოვლენებს ეხება, კერძოდ კი საქართველოს სამეფოს დამოკიდებულებას ჯვაროსნებთან დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაში.

ჯვაროსანთა დროიდან
2.44ლარი

ჯვაროსანთა დროიდან

ზურაბ ავალიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ქართველი კლასიკოსის დოკუმენტური პროზის წინამდებარე ნიმუში სრულად საქართველოს ეძღვნება, მის წარსულს, აწმყოსა და ბუნდოვან მომავალს, ისევე, როგორც ქართულ ენას და ზოგ შემოქმედებით საკითხს.

ეს წიგნი, რომელიც 1935 წელს გამოქვეყნდა,  სპარსეთში იძულებით გადასახლებული ქართველების შესახებაა, მათი ყოფა-ცხოვრებისა და ადათების, მათი არსებული მდგომარეობის, გამუსულმანების, სიდუხჭირის, უპერსპექტივობის და კიდევ იმის, რომ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათმა უმრავლესობამ მაინც შეინარჩუნა მშობლიური ენა.

ნეტარ არს
4.00ლარი

ნეტარ არს

ნიკოლოზ ნორიელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ადამიანის სულიერ სამყაროში ფსიქოლოგიური წვდომის ნიუანსები, მაძიებლობის ვნება და თავგადასავალი, ზღაპრული ატმოსფეროსთვის დამახასიათებელი მგრძნობელობა - ეს ყველაფერი „სალსავას“ საინტერესო შრეებია, რაც თხრობის მშვიდი და ფაქიზი ტემპორიტმითაა გადმოცემული. ყოველდღიური ქაოსით და რუტინით დაღლილი მკითხველისთვის ის ნამდვილად აღმოჩნდება უცხო კუნძული, სადაც შეძლებს მარადიულ თემებზე ჩაფიქრდეს და საკუთარი სულის სიღრმეებშიც იმოგზაუროს.

იცით თუ არა რა არის #ბლოკჩეინი, #კრიპტოვალუტა, #კრიპტოაქტივები #ტოკენიზაცია, #ალტკოინები? გასაგებად და საინტერესოდ ახსნილი ციფრულ ვალუტის სამყარო ალექსანდრე ციხილოვის წიგნში „ბლოკჩეინი - პრინციპები და საფუძვლები“ (Alexander Tsikhilov. Blockchain - principles and fundamentals)

Resurgam-ი 2019 წლის ზაფხულში დაიწერა,ზუსტად სამ თვეში,შემდეგ რა თქმა უნდა,მომიწია რედაქტირება. თავად დავუკავშირდი მწერალ, საზოგადო მოღვაწეს, ბატონ რომან ზუკაკიშვილს, რომელმაც არაერთი რჩევა მომცა, რაც ძალიან დამეხმარა. ვეცადე საინტერესო გამოსულიყო მკითველისთვის. ვფიქრობ, ჩემი პატარაობის ოცნება ნელ-ნელა ხდება, რაც ძალიან მახარებს. Resurgam - კვლავ აღვდგები შეესაბამება წიგნის დასასრულს,რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს...

Resurgam
5.00ლარი

Resurgam

ელენე სიჭინავა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მიხეილ ჯავახიშვილი ამ მცირე ზომის მოთხრობითაც კენწლავს საბჭოთა ხელისუფლებას, თუმცა მხოლოდ სოციალური შემადგენელი არ არის მნიშვნელოვანი, საინტერესოა ადამიანთა დამოკიდებულებაც ამ მოვლენისადმი.

დამპატიჟე
0.99ლარი

დამპატიჟე

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star