iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

მაცოცხლებელი წვიმები

ავტორი: საი ბაბა

2013 წელი | გამომცემელი: აქტი

მთარგმნელი: ვაჟა ნარიმანიძე

ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ესსეისტიკა

ფორმატები: pdf
864
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

ეს წიგნი დაუფასებელი საჩუქარია მკითხველებისთვის, რადგან ცოცხალ ღვთაებრივ სიტყვას წარმოაჩენს. 1972 წელს სატია საი ბაბამ აშრამა „ბრინდავანში“ ყოველწლიური საზაფხულო სკოლა წამოიწყო, რომლის დროსაც ბაბა საუბრების ციკლს ატარებს ინდოეთის კულტურისა და სულიერების შესახებ, და გამოცდილი მასწავლებლები, ფილოსოფოსები და ღვთისმეტყველები ლექციებს უკითხავენ სტუდენტებსა და მასწავლებლებს. ამ წიგნში შესულია საი ბაბას საუბრები 1979 წლის საზაფხულო სკოლაში. იგი იმ საკითხთა უდიდეს არეს მოიცავს, რომლებიც სულიერებასთან და ყოველდღიურ ცხოვრებაში მის ასახვასთანაა დაკავშირებული. მასში უბრალო და მშვენიერი ენითაა განმარტებული ბჰაგავად გიტას და ვედანტის ჭეშმარიტებები თანამედროვე მსოფლიოს აქტუალური პრობლემების შუქზე.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
საი ბაბა
საი ბაბა

საი ბაბა - (დაიბადა 1926 წლის 23 ნოემბერს ინდოეთში. გარდაიცვალა 2011 წლის 24 აპრილს იქვე).  ინდოელი სულიერი მოძღვარი. "განავითარეთ საკუთარ თავში სამართლიანობის გრძნობა, სიმშვიდე, სიყვარული, არაძალადობის პრინციპი" - ეს საერთო ადამიანური ფასეულობები წარმოადგენს მისი მოძღვრების საფუძველს.