iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

მზეს ველოდები

ავტორი: ოლიკო ცისკარიშვილი

2021 წელი | გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა

პოეზია, ქართული, თანამედროვე

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
884
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
4.5
(4 შეფასება)
ანოტაცია

"ამ უფაქიზესი წიგნის ავტორი, ოლიკო ცისკარიშვილი, ჩემი, თითქმის ბავშვობის მეგობარია და პირველი შეხვედრიდანვე მახსოვს... იცით, როგორი იყო?!. რაღაცნაირი... საინტერესო... ხშირად მიფიქრია, რა იყო მაინც ის, რითიც ასე მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან... ეს „საიდუმლო“ მაშინ ამოვხსენი, როცა ჩვენმა ლექტორმა, პირველი თავისუფალი ესეს დაწერა და ჯგუფში, ხმამაღლა წაკითხვა დაგვავალა  ...  მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა... და ახლა, როცა ოლიკო ცისკარიშვილის ფიქრებს, ტკივილებს, იმედებს, ყოველდღიურ განცდებსა თუ წვიმიან და თოვლიან დღეებს, უფაქიზეს ლექსებადქცეულს ვხედავ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ეს წიგნი, მკითხველისთვის ისეთივე ახლობელი, დამამშვიდებელი და საყვარელი გახდება, როგორც წლების წინათ, მეგობრისაგან კარში დატოვებული პატარა ბარათი... რომელიც მხოლოდ შენ მოგწერეს..." – ია მაჭავარიანი.

 

მახასიათებლები
გადაფურცვლა
ოლიკო ცისკარიშვილი
ოლიკო ცისკარიშვილი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედია ორგანიზაციაში, არის მრავალი პრიზისა და დიპლომის მფლობელი, ასწავლის საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკას, თარგმნილი აქვს ოშო რაჯნიშის რამოდენიმე წიგნი, არის ავტორი პოეტური კრებულისა "კესანები მარტოობის ქალაქში".