iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

რომანი "ბატონი და ქალბატონი რივები" მწვავე ირონიით მოგვითხრობს თანამედროვე ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს როგორც საკუთარი ცხოვრების აზრს, ასევე იმას, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. ავტორი ხან სატირული, ხან ფილოსოფიური კუთხით ეხება არაერთ სოციალურ საკითხს, რომლებსაც კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან: სამყაროს არასრულყოფილებას, მედიცინას, რელიგიას, ახალი ტიპის ადამიანებს, ტურიზმს, ოჯახს, სიბერეს და ა.შ.

ოშოს ბევრი მიმდევარი ჰყავს, ზოგი რას ლაპარაკობს მასზე და ზოგი რას... მე კი ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ან მართლა არა ამქვეყნიური იყო, ან არადა წინასწარმეტყველი. ის, რასაც ამ წიგნში ლაპარაკობს, თავადაც გადამხდენია და მიგრძვნია: სხეულიდან გამოსვლა, ის შეგრძენები რასაც სულის სხეულიდან გამოყოფას მოსდევს და ა.შ. ის, რაზეც “სიცოცხლესა და სიკვდილში” ლაპარაკობს, გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა, სინჯარის ბავშვები, “ტრიდე” ფილმები და ა.შ. თუ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი რეალობა გახდა, სულ რაღაც ერთ საუკუნეზე მცირე დროში, მაშინ სავარაუდოდ, მასში მოყვანლი სხვა ვარაუდებიც ახდება. 

ამ წიგნში შესული ამბები მოთხრობილია ავტორის მიერ პირველ პირში და, როგორც წესი, ის პარიზელ მკითხველს მიმართავს. პარიზიდან პროვანსში გადაბარგებული ავტორი თავისი ახალი ცხოვრების შესახებ მოუთხრობს უცნობ მკითხველს, ისევე, როგორც თავის მოგზაურაზე კორისიკასა და ალჟირში.

თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლური ტექსტი, "წმინდა გონების კრიტიკა", ისტორიაში შევიდა, როგორც გამაერთიანებელი ორი დაპირისპირებული ფილოსოფიური სკოლისა: რაციონალიზმის, რომელიც მთელს ცოდნას გონებაზე აფუძნებს, და ემპირიზმისა, რომელიც ჩვენს ცოდნას გამოცდილებას უკავშირებს. "წმინდა გონების კრიტიკა" არის წიგნი, რომელიც ადამიანის გონების ღრმა და ყოველმხრივ კვლევას წარმოადგენს.

ამ მოკლე ნარკვევში ივანე ჯავახიშვილი შეკუმშული ფორმით განიხილავს ჩვენი მეზობელი ქვეყნის უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებს საქართველოს ძირძველ მიწებზე, რაც ჩვენი მეორე მეზობლის ხელდასხმით ხდებოდა საუკუნეების მანძილზე.

1957 წელს გამოქვეყნებული რომანი თანაგრძნობით აღსავსე ამბავია უბრალო ადამიანებისა, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან ომის პერიოდში. მთავარი გმირები არიან: ჩეზირა, დაქვრივებული მედუქნე რომიდან, და როზეტა, მისი გულუბრყვილო ქალიშვილი, რომელიც რელიგიისადმია ერთგული. როდესაც რომში გერმანელები შევლენ, ჩეზირა დანაზოგსა და მცირეოდენ საკვებს იღებს და ქალიშვილთან ერთად მიდის მშობლიურ პროვინცია ჩოჩარაში, სადაც მათი საბედისწერო თავგადასავალი იწყება.

ჩოჩარა
4.33ლარი

ჩოჩარა

ალბერტო მორავია

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

იბსენის ადრეული პოეტური დრამა მისი მთავარი გმირის, პერ გუნტის, მეშვეობით იკვლევს მთელი კაცობრიობის დამახასიათებელ ღირსებებსა და ბიწიერებას. პიესა ნორვეგიულ ფოლკორსა და იბსენის პირად გამოცდილებას ეყრდნობა. დრამა მოგვითხრობს ყარიბის თაღლითური ცხოვრების შესახებ, რომელიც სახელსა და დიდებას მოიხვეჭს, მაგრამ არა ბედნიერებას, თუმცა საბოლოოდ სიყვარულით გამოსყიდვას აღწევს.

პერ გუნტი
4.66ლარი

პერ გუნტი

ჰენრიკ იბსენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე ნაშრომში სარტრი ადამიანის ემოციურ გამოცდილებას სწავლობს და ცდილობს გააცნობიეროს როლი, რომელსაც ემოცია ადამიანის ფსიქიკაში თამაშობს.

ქართველი პედაგოგის სახელმძღვანელოში სახალისო და შეკუმშული ფორმით არის გადმოცემული რომის ისტორია მისი შექმნის დღიდან იმპერიის დაცემამდე, და განხილულია ყველა საკვანძო ფიგურა და მოვლენა.

რომი
2.55ლარი

რომი

დიმიტრი უზნაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"სიამოვნების პრინციპს მიღმა" იკვლევს ადამიანის ფსიქიკაზე სიკვდილისკენ ლტოლვის გავლენას, რაც მთელი ორგანული ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. ფროიდს კვლავაც სწამს, რომ სიამოვნების პრინციპი დომინირებადი ძალაა, მაგრამ იმავდროულად ამტკიცებს, რომ უსიამოვნო განცდები დიდ გავლენას ახდენენ ფსიქიკაზე და ხშირად აკვიატებული გამეორების წყარო არიან.

"შიში და თრთოლვა" 1843 წელს გამოქვეყნდა იოჰანეს დე სილენციოს ფსევდონიმით. ამ ფილოსოფიურ თხზულებაში გადმოცემულია ავტორის პირადი შეხედულება რელიგიაზე, რისთვისაც კირკეგორი იყენებს ამბავს "დაბადებიდან", რომელშიც აბრაამი მსხვერპლად სწირავს თავის ძეს, ისააკს, რასაც ღმერთის ბრძანებით აკეთებს.

შიში და თრთოლვა
3.77ლარი

შიში და თრთოლვა

სორენ კირკეგორი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია რუსი კლასიკოსის ოთხი მოთხრობა, რომელთა მოქმედება სხვადასხვა ადგილასა და დროს ვითარდება, თუმცა ყველა მათგანს სიყვარულის თემა აერთიანებს.

მოთხრობები
2.55ლარი

მოთხრობები

ივანე ბუნინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დაუპატიჟებელი" არის მორის მეტერლინკის რიგით მეორე პიესა, რომელიც ზებუნებრივ ძალებთან ადამიანის კონფლიქტის გარშემოა აგებული, ძალებთან, რომელთა წინააშე ის უძლურია. პიესის პრემიერა პარიზში შედგა 1891 წლის 20 მაისს.

დაუპატიჟებელი
0.99ლარი

დაუპატიჟებელი

მორის მეტერლინკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"რუსთაველის ლექსის ენამზეობა" - ეს არის ქართველი ფილოსოფოსის ორიგინალური მოსაზრებებით შემკული ბრწყინვალე ესსეი, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" მუსიკალურობას, ფერსა და მხატვრობას უმშვენიერესი მაგალითების მოხმობით განიხილავს.

1925 წელს შექმნილი მოთხრობით მიხეილ ჯავახიშვილმა მეფის რუსეთის პერიფერიაზე მიკარგული პატარა ქვეყნის მიმართ დამპყრობლის იმპერიალისტურ ზრახვებს ასახა ფარდა ერთობ კოლორიტული და შთამბეჭდავი პერსონაჟების მეშვეობით.

ლამბალო და ყაშა
1.99ლარი

ლამბალო და ყაშა

მიხეილ ჯავახიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გივი მერაბიშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფსიქოთერაპევტი; ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრის "არსი"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

გივი მერაბიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star