iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

რაულ ჩილაჩავამ აღადგინა, შეკრიბა და თარგმნა ტერენტი გრანელის ლექსები უკრაინულად და მეგრულად.

სიკვდილის შემდეგ
4.00ლარი

სიკვდილის შემდეგ

ტერენტი გრანელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ოშო რაჯნიშის "ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი" ფრიდრიხ ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრასთან" დაკავშირებული საუბრებია, როგორც წინა ორი წიგნი "ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ" და "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი"

კრებულში შესულია, როგორც თვითონ უწოდებდა, „მესხი“ კოტე გვარამაძის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში შეგროვილი 600-მეტი ანდაზა.

მესხური ანდაზები
1.55ლარი

მესხური ანდაზები

კონსტანტინე გვარამაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„პაჩინკო კოლექტიური და თან ინდივიდუალური თამაშია, ჩამწკრივებული სათამაშო ავტომატებით. ყველა დაფასთან დგას და თავისთვის თამაშობს, მეზობლისკენ არც იხედება, თუმცა გვერდით ჰყავს.“ როლან ბარტი, „ნიშნების იმპერია“.

პაჩინკოს ბურთულები
5.00ლარი

პაჩინკოს ბურთულები

ელიზა შუა დიუსაპენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მოგონებების პირველ ნაწილში ნიკო ბაგრატიონმა თავისი ოჯახის თავგადასავალი და XIX საუკუნის საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები აღწერა, ხოლო მეორე ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს, თავის მონაწილეობას ამ ომში, გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას.

ბურებთან
2.77ლარი

ბურებთან

ნიკო ბაგრატიონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ფრენკ კაუპერვუდი, ამბიციური ბიზნესმენი, წარმოადგენს სიხარბის განსახიერებას, რომელიც კმაყოფილებას სიმდიდრეში, ქალებსა და ძალაუფლებაში ეძებს. ის აფორმებს საეჭვო გარიგებებს, ღალატობს და მასაც ღალატობენ, ხოლო მისი აღზევება და დაცემა წარმოაჩენს სასტიკ რეალობამდე მიყვანილ ამერიკული წარმატების ისტორიას – ბრძოლას ნადავლისთვის სინდისისა და სინანულის გარეშე. დრაიზერის 1912 წლის კლასიკად ქცეული რომანი რჩება დაუზოგავ სოციალურ კრიტიკად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამერიკელი ბიზნესმენის ამსახველ სურათად.

ფრენკ კაუპერვუდი, ამბიციური ბიზნესმენი, წარმოადგენს სიხარბის განსახიერებას, რომელიც კმაყოფილებას სიმდიდრეში, ქალებსა და ძალაუფლებაში ეძებს. ის აფორმებს საეჭვო გარიგებებს, ღალატობს და მასაც ღალატობენ, ხოლო მისი აღზევება და დაცემა წარმოაჩენს სასტიკ რეალობამდე მიყვანილ ამერიკული წარმატების ისტორიას – ბრძოლას ნადავლისთვის სინდისისა და სინანულის გარეშე. დრაიზერის 1912 წლის კლასიკად ქცეული რომანი რჩება დაუზოგავ სოციალურ კრიტიკად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამერიკელი ბიზნესმენის ამსახველ სურათად.

ოლაუგ ნილსენის (დაბ. 1977 წ.) ყველაზე გახმაურებული წიგნი, „წამომაყენე, ეშმაკმა დალახვროს“, რომელმაც ავტორს პირველი წარმატება მოუტანა, 2005 წელს გამოიცა. რომანმა მოსარდბის სქესობრივ ცხოვრებაზე დადებული ტაბუ დაარღვია. იმის შემდეგ მწერალმა სხვადასხვა ჟანრის არაერთი საინტერესო ნაწარმოები შექმნა და სახელი დაიმკვიდრა, როგორც განსხვავებულმა და მნიშვნელოვანმა ავტორმა ნორვეგიულ ლიტერატურაში.

პირველად 1928 წელს გამოქვეყნებული „პროპაგანდა“ გადმოსცემს ბერნეისის დამაფრთხობელ ხედვას პროპაგანდის გამოყენებისა კოლექტიური ცნობიერების მართვისთვის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მმართველობა, პოლიტიკა, ხელოვნება, მეცნიერება და განათლება. ამ წიგნის დღეს წაკითხვა ნიშნავს თავზარდამცემ გაგებას იმისა, თუ რად იქცა სამთავრობო და თანამედროვე ბიზნეს ინსტიტუტები მასობრივი მანიპულაციის პირობებში.

პროპაგანდა
3.88ლარი

პროპაგანდა

ედუარდ ბერნეისი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

Keith Edward Yandell (16.07.1938-28.04.2020) - American philosopher of religion, professor of philosophy, who is notable by his teaching and writings.

ბერტრან რასელის "დასავლური ფილოსოფიის ისტორიის" მეორე წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი "კათოლიკურ ფილოსოფიას" უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.

დეტექტივის მთავარი გმირი, ინსპექტორი დანტე ბლემორი, გაზეთში ცნობილი ბიზნესმენის, რეინარდ მენსენეტის, გარდაცვალების შესახებ კითხულობს. რეინარდის ძმების თქმით, მათი ძმა მოწამლეს. ახალგაზრდა გამომძიებელი თავის დამხმარე და საუკეთესო მეგობარ დილან ბარეტთან ერთად მალევე იწყებს მკვლელობის გამოძიებას. მკვლელი მსხვერპლს პიჯაკის ჯიბეში წერილს უტოვებს, რომელშიც ნათლად მიანიშნებს, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ბლეფი იყოს. ინსპექტორი თანდათან ხვდება, რომ ეს საქმე მისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოედგინა…

თუ წერის სტილთან და ტექნიკასთან ერთად ავტორი გაგრძნობინებს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი სიმართლეა... რომ ეს ამბავი შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, ისევე როგორც სხვების ცხოვრებაში, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე. მკითხველმაც უნდა იგრძნოს, რომ მასავით სხვებსაც სტკენია, სხვების ცხოვრებაშიც იყო უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული. ეს პროცესი, მკითხველისთვის შვების მომგვრელია - ის იღებს გამოცდილებას და ასევე, შვებისმომგვრელია - ავტორისთვისაც, ის ხომ უშურველად გასცემს ამ გამოცდილებას...

დამხმარე სახელმძღვანელო შედგება იმ აუცილებელი ნაწილებისგან, რომლებიც მნიშვნელოვანია მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის და შეძლებისდაგვარად გათვა­ლისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რომელებიც ახალგაზრდებს დაეხმარებათ თავიანთი ნაშრომის აგებასა და მოსაზრების ეფექტურად ჩამოყალიბებაში.

ქართული ენა და ლიტერატურა 2022
10.00ლარი

ქართული ენა და ლიტერატურა 2022

რუსუდან გონაშვილი, ეკატერინე შარაშიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მოთხრობა ბალტების ერთ-ერთი უძველესი ტომის, კურშების, უკანასკნელი ქურუმის სიცოცხლის ბოლო დღეებზე გვიამბობს. უფრო სწორად, ესაა სამ ნაწილად დაყოფილი მონოლოგი უკვე ღრმად მოხუცი ქურუმისა, რომელიც ხედავს რა, როგორი მრისხანებით ავრცელებენ უცხოტომელები ქრისტიანობას მის მამულში, სიცოცხლის დასასრულს ლამის ეჭვიც კი შეაქვს თავის რწმენაში. წიგნის მეორე ნაწილია ნოველათა კრებული „წმინდანთა ცხოვრება“. ის თერთმეტ ნოველას მოიცავს და გვიამბობს ერთი სოფლის მცხოვრებთა თავგადასავალს, რომელშიც იკვეთება მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება თავისუფალ და დამოუკიდებლობანაგემებ ლიეტუვაში. ნაწარმოების გმირებს წმინდანთა სახელები ჰქვიათ, მათი ისტორია არ იმეორებს ნამდვილ წმინდანთა ისტორიებს, მაგრამ თავიანთი საქციელით, ცხოვრების წესით, მრწამსით ისინი სეხნია წმინდანებს ემსგავსებიან.

რომანის მთავარი გმირი, დიპლომირებული კოსტიუმერი ნატალი, აკრობატული ტრიოს რეჟისორმა ვლადივოსტოკის ცირკში სამუშაოდ მიიწვია

ვლადივოსტოკის ცირკი
5.00ლარი

ვლადივოსტოკის ცირკი

ელიზა შუა დიუსაპენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star