iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

"ევთიფრონი" პლატონის ერთ-ერთი ადრეული დიალოგია, რომელშიც მოქმედება სოკრატეს სასამართლო პროცესამდე (399 ჩვ. წ.ა.) რამდენიმე კვირით ადრე ხდება და რომელშიც სოკრატე და ევთიფრონი სიწმინდის მნიშვნელობის განსაზღვრას ცდილობენ.

ათენის ლეგენდარული კანონმდებლის, ლიკურგესა, და რომის ასევე ლეგენდარული მეფის, ნუმა პომპილიუსის, ცხოვრებათა აღწერასა და მათი ნამოღვაწარის ურთიერთშედარებას ეძღვნება წინამდებარე წიგნი.

საზოგადოდ მიჩენული შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად, "აურზაური არაფრის გამო" დაწერილი უნდა იყოს 1598 ან 1599 წელს. ტყუილებისა და გაცურებებათა სერიების გამოყენებით ავტორი ქმნის გარემოებათა კომიკურ ერთობლიობას, სანამ საბოლოოდ ჭეშმარიტება არ იქნება გარკვეული, რაც წყვილი ქორწინებით სრულდება.

ახდენს რა ყველას პაროდირებას, კლასიკური ავტორებიდან თანამედროვეებამდე, ფრანსუა რაბლეს მომნუსხველი და მრავალფეროვანი ისტორიები ადამიანთა უგნურებას ხალისითა და ხშირად მოურიდებელი იუმორით გვიჩვენებს. "გარგანტუასა და პანტაგრუელის" პირველი წიგნი 1534 წელს გამოქვეყნდა.

თუმცა არც იმდენად მძიმეა, როგორც დოსტოევსკის სხვა ნაწარმოებები, "მოთამაშე" ფატალური აზარტული თამაშების პირქუშ და დაუნდობელ სურათს გვთავაზობს. ნაწარმოების ძლიერ მხარეებს შორისაა შესანიშნავად დახატული პერსონაჟები, განსაკუთრებით კი ბებია, ანტონიდა ვასილევნა, ისევე, როგორც ფეშენებელური გერმანული კურორტების სათამაშო სამყარო.

მოთამაშე
2.33ლარი

მოთამაშე

ფიოდორ დოსტოევსკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

როდრიგოს უყვარს ხიმენა, ხიმენას კი როდრიგო, მაგრამ კონფლიქტი უშლის ხელს მათი გულების შეერთებას. სიყვარული თუ ვალდებულება? ამ მარადიული დილემიდან კორნელმა შედევრი შექმნა. "სიდი" ხუთაქტიანი პიესაა, რომელიც 1636 წელს გამოქვეყნდა, ხოლო პრემიერა მომდევნო წლის იანვარში შედგა.

სიდი
1.99ლარი

სიდი

პიერ კორნელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ჯენი გერჰარდტი" ესაა ისტორია ქალისა, რომელსაც სიყვარული სურს. უანგარო და მიმნდობი, ის მუშათა ღარიბი ოჯახიდანაა, თუმცა ამა ქვეყნის ძლიერის ყურადღებას იპყრობს, ვინც მასთან ქორწინებას გეგმავს, თუმცა ხდება ტრაგედია, საქმრო იღუპება, ჯენი კი ფეხმძიმედ რჩება მარტო – სამყაროს წინაშე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, მას მრავალი გამოცდის ჩაბარება მოუწევს...

ჯენი გერჰარდტი
2.55ლარი

ჯენი გერჰარდტი

თეოდორ დრაიზერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პლუტარქე ორი მითური პერსონაჟის - ათენის ლეგენდარული დამფუძნებლის, თეზევსისა, და რომის ასევე ლეგენდარული დამფუძნებლის, რომულუსის, ბიოგრაფიებს აღწერს, და მათ ღვაწლსა თუ დანაშაულებებს ადარებს ერთმანეთს.

შექსპირის ისტორიული დრამა, რომელიც ხანდახან ტრაგედიადაც მოიხსენიება, როგორც ვარაუდობენ, 1591 წელსაა შექმნილი. შექსპირი „ჰენრი VI“-ის მესამე ნაწილიდან განაგრძობს თხრობას და გვიხატავს პორტრეტს ტახტზე ასვლის სურვილით შეპყრობილი ადამიანისა, რომელიც საკუთარი თავის სრული კონტროლისა და სხვათა დომინირების გზით ახერხებს ამას, თუმცა მეფობა დღემოკლე აღმოჩნდება.

რიჩარდ მესამე
2.44ლარი

რიჩარდ მესამე

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ფრანგი რომანტიკოსის კრებულში შესულია მისი ხუთი გამორჩეული მოთხრობა: "სანგრის აღება", "ილელი ვენერა", "ლურჯი ოთახი", "არსენ გიიო" და "მატეო ფალკონე".

მოთხრობები
1.99ლარი

მოთხრობები

პროსპერ მერიმე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ფროიდის კლასიკური ნაშრომი, "სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან" (1905) სექსუალობის სამ სფეროს იკვლევს: სქესობრივ პერვერსიებს, ინფანტილურ სექსუალობასა და სქესობრივი სიმწიფის სექსუალობას. გარდა ამისა, თხზულება განიხილავს კასტრაციის შიშსა და ოიდიპოსის კომპლექსს. ნაშრომს ერთვის მომდევნო წლებში გამოქვეყნებული რამდენიმე ესსეი.

ლუციუს აპულეუსის "ოქროს ვირი" ანუ "მეტამორფოზები" ლათინურ ენაზე შექმნილი და ჩვენამდე სრულად მოღწეული ერთადერთი რომანია, რომელშიც ჯადოქრობის წყალობით ადამიანის ვირად გადაქცევის ამბავია მოთხრობილი, რის შემდეგ ის სხვადასხვა სოციალური ფენების ადამიანთა ტანჯულ ცხოვრებას ეცნობა, სანამ ღმერთების შემწეობით კვლავ ადამიანად არ იქცევა. შექმნილი უნდა იყოს ჩვენი წელთაღრიცხვის 170-180 წწ.

"მეორე ალკიბიადე" პლატონის ადრეული დიალოგია, რომელშიც სოკრატე ცდილობს დაარწმუნოს ალკიბიადე, რომ ღმერთებისთვის რაიმეს თხოვა, თუკი არ იცი, რას ითხოვ, საფრთხის შემცველია. არსებობს ეჭვი დიალოგის ავთენტურობასთან დაკავშირებით, თუმცა კრიტიკოსთა უმრავლესობა მას პლატონს მიაწერს.

ეს წიგნი ნაბეჭდი ფორმით პირველად 1669 წელს გამოჩნდა და ეწოდებოდა „ბ-ნ პასკალის აზრები რელიგიასა და რამდენიმე სხვა საკითხზე“. ერთ-ერთი მიზანი ამ თხზულებისა, რომელიც ფრანგული პროზის შედევრადაა მიჩნეული, სკეპტიციზმისა და სტოიციზმის ურთიერთდაპირისპირებული ფილოსოფიების (განსახიერებულის მონტენისა და ეპიქტეტეს მიერ) გამოყენება იყო ურწმუნოსთვის იმგვარი სასოწარკვეთისა და შეცბუნების მოსაგვრელად, რომ მას ღმერთი ერწმუნა. „აზრები“ დღემდე ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად თეოლოგიის სფეროში.

აზრები
3.22ლარი

აზრები

ბლეზ პასკალი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„უპანიშადები“ სანსკრიტზე შექმნილი ტექსტებია, რომლებიც ინდუიზმის ცენტრალურ ფილოსოფიურ იდეებსა და კონცეფციებს შეიცავს. ისინი ვედების ნაწილია და ოთხი ვედის ცალკეულ თავებს აჯამებენ. ზოგი უპანიშადა ჩვენს დრომდეა შემორჩენილი. წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია სხვადასხვა უპანიშადების ფრაგმენტები.

ვარაუდობენ, რომ ეს პიესა 1596 და 1599 წლებს შორის უნდა იყოს დაწერილი. მართალია "ვენეციელი ვაჭარი" კომედიად კლასიფიცირდება და მრავალი აქვს საერთო შექსპირის სხვა რომანტიულ კომედიებთან, პიესა მეტად გვამახსოვრებს თავს დრამატული სცენებით.

ვენეციელი ვაჭარი
2.44ლარი

ვენეციელი ვაჭარი

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star