iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

ტრილოგიის პირველი პიესა აღწერს მოვლენებს, რომლებიც ტროას ომიდან აგამემნონის დაბრუნებას მოჰყვება, კერძოდ კი მისი კონკუბინა კასანდრასა და ათავად მეფის მკვლელობას კლიტემნესტრას მიერ. პიესა აგამემნონის ვაჟის, ორესტეს დაბრუნების წინასწარმეტყველებით სრულდება.

ართურ შნიცლერის პიესა "ფერხული" ათი ეროტიული დიალოგისგან შედგება, რომლებშიც ვნება, ძალაუფლება, იმედგაცრუება და სიყვარულის ჟინია აღწერილი. პიესის მონაწილეები არიან ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები, პროლეტარიატიდან არისტოკრატიამდე. 

"ფერხულის" პრემიერა 1920 წლის 23 დეკემბერს შედგა ბერლინის თეატრში Kleines Schauspielhaus და მყისვე უდიდეს სკანდალად მოინათლა. ქართულად ქვეყნდება პირველად.

ფერხული
2.99ლარი

ფერხული

ართურ შნიცლერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„კრიტონი“ - ესაა დიალოგი სამართლიანობა-უსამართლობისა და ბოროტებისადმი წინაღუდგომლობის შესახებ, სადაც სოკრატე აყალიბებს თვალსაზრისს, რომელიც შემდგომში პირწმინდადაა გადაღებული ქრისტიანობის მიერ.

"ხელოვნების ფილოსოფია" იპოლიტ ტენის ფუნდამენტურ შეხედულებას აყალიბებს ზოგადად ხელოვნების წარმომავლობის მიზეზების შესახებ. კერძოდ, ავტორი აღნიშნულის საფუძვლად თანადროულ ეპოქასა და მიმდინარე გლობალურ მოვლენებს ასახელებს. თხზულებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია XIX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაზე.

ღატაკივით ჩაცმული მამაკაცი, ვინც საკუთარ თავს წმინდა ანტუანს უწოდებს, გარდაცვლილი ქალბატონის გაცოცხლებას ითხოვს. პიესა, რომელიც სატირული ფორმით სიკვდილის გარდუვალობის დემონსტრირებას ახდენს, 1904 წელს შეიქმნა, თუმცა პირველი წარმოდგენა არა ორიგინალის (ფრანგულ), არამედ გერმანულ ენაზე შედგა.

"ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ" 46-ე თავია შოპენჰაუერის მთავარი ნაშრომისა "სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა", სადაც ავტორი ყოფნასთან, არსებობასთან შედარებით არყოფნის უპირატესობის შეხედულებას აყალიბებს. ნიშანდობლივი ციტატა: "დევიდ იუმის თითოეული გვერდი იმაზე მეტს გვეუბნება, რასაც ჰეგელის, ჰერბარტისა და შლაიერმახერის ერთად აღებულ ფილოსოფიურ თხზულებათა სრული კრებულები".

ვერონის ორი დაპირისპირებული ოჯახის ქალ-ვაჟი ფარულად იქროწინებს, თუმცა ისე მოხდება, რომ ვაჟს მკვლელობისთვის ქალაქიდან გააძევებენ. სავარაუდოდ რეალურ სიუჟეტზე დაფუძნებული დრამა ავტორის სიცოცხლეშივე უაღრესად პოპულარულ ნაწარმოებად იქცა და "ჰამლეტთან" ერთად დღემდე ყველაზე ხშირად იდგმება სცენაზე. შექმნილია 1595 წელს.

რომეო და ჯულიეტა
2.44ლარი

რომეო და ჯულიეტა

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ ისტორიულ-ფილოსოფიურ ექსკურსში პოლ ვალერი მისი თანამედროვე ევროპისა და ზოგადად სამყაროს ხედვას აყალიბებს შექმნილი კავშირურთიერთობებისა და ისეთი მოვლენებისა და წარმონაქმნების განხილვა-ანალიზის ფონზე, როგორიცაა ერი, დიქტატურა და ისტორია. ავტორი ასევე იძლევა ევროპის მომავლის უაღრესად საინტერესო ხედვას.

ცნობილი ანთროპოსოფისტის ეს მცირე ლექცია აყალიბებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით ჩვენ მიქელ მთავარანგელოზის მეორედ გამოვლინების დროში ვიმყოფებით, რაც ქრისტეს განახლებულ ცნობიერებასთან დაახლოვების საშუალებაა.

"მცირე ჰიპია" პლატონის ერთ-ერთი ადრეული დიალოგია, რომელშიც სოკრატე კიდევ ერთხელ ხვდება ერუდიტ ჰიპიას და მასთან სიცრუის შესახებ გააბამს დიალოგს. სპორტიდან და მეცნიერებიდან მოტანილი ანალოგიების მიხედვით მსჯელობის შედეგად მოსაუბრენი ჩიხში აღმონდებიან.

"მეთორმეტე ღამე" - ესაა მხიარული პიესა უპასუხო, ცალმხრივი სიყვარულის შესახებ. ტყუპები საზღვაო კატასტროფის განცდის შემდეგ უცხო მიწაზე აღმოჩნდებიან. პირველ მათგანს, ვიოლას, ორსინო შეუყვარდება, ვინც ოლივიაშია შეყვარებული, რომელსაც, თავის მხრივ, ვიოლა შეუყვარდება, ამ უკანასკნელს კი მალვოლიო აღმერთებს. გამოჩნდება სებასტიანო... ფერიცვალებათა სერიის შემდეგ ყველაფერი კეთილად სრულდება. პიესა თარიღდება 1601-02 წლებით.

მეთორმეტე ღამე
2.44ლარი

მეთორმეტე ღამე

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ჰერმან ჰესეს მიერ საკუთარი ცხოვრების ფრიად მოკლე, გულწრფელი და, იმავდროულად, მისტიური აღწერა არა მხოლოდ გერმანელი ნობელიანტის მოყვარულებს, არამედ მისი შემოქმედებისადმი გულგრილად განწყობილ მკითხველსაც დააინტერესებს.

"წერილები უცნობ ქალს" ანდრე მორუას გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებია, რომელშიც ავტორი მცირე ეპისტოლეების სახით გვაცნობს მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას - შეხედულებებს ქორწინებაზე, ქალისა და კაცის ურთიერთობაზე, აღზრდაზე, ლიტერატურაზე და სხვა.

"მარტინ იდენი" - 1909 წელს გამოქვეყნებული თხზულებაა. კიუნსტელრომანის ტრადიციის მიხედვით შექმნილი ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა პროლეტარის მძიმე და დაბრკოლებებით სავსე გზაზე, რომელიც მწერლობის, დიდი აღიარებისკენ მიდის. იმავდროულად, ნაწარმოები იმდროინდელი ბურჟუაზიული საზოგადოების შაბლონურ მორალსა და შეხედულებებს აკრიტიკებს.

Martin Eden
1.44ლარი

Martin Eden

ჯეკ ლონდონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ჭირვეულის მორჯულება" უილიამ შექსპირის კომედიაა, რომელიც, მკვლევართა აზრით, 1590 და 1592 წლებს შორის უნდა იყოს დაწერილი. ესაა პიესა პიესაში, სადაც მთავარი პერსონაჟი პეტრუჩიო  ფსიქოლოგიური წნეხის გზით ცდილობს ჭირვეული და ქედმაღალი კატარინას მორჯულებას. ზოგი კრიტიკოსის აზრით პიესა მიზოგინიის ელემენტებს შიცავს.

სენტენციები და ზნეობრივი გამონათქვამები, საზოგადოდ ცნობილი, როგორც "მაქსიმები", ლაროშფუკოს შრომაა, რომელიც 1651 წლით თარიღდება. ამ ნაწარმოებმა (მისი შემდგომი, განვრცობილი გამოცემების ჩათვლით) დიდი გავლენა იქონია ევროპული ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაზე. ფრიდრიხ ნიცშეა ერთ-ერთია, ვინც ლაროშფუკოს შრომას მაღალ შეფასებას აძლევდა.

მაქსიმები
1.99ლარი

მაქსიმები

ფრანსუა დე ლაროშფუკო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star