iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

„მენონი“ პლატონის სოკრატესეული დიალოგია, რომელშიც მოსაუბრეები ცდილობენ სიქველის განსაზღვრება გამოძებნონ, სიქველისა ზოგადად და არა ცალკეული სიქველეებისა. როგორიც არის სამართლიანობა და თავშეკავებულობა. დიალოგში ასევე სულის უკვდავებისა და ცოდნის, როგორც გახსენების თეორიაა გადმოცემული.

წინამებარე კრებულში წარმოდგენილ ესსეებში მიხეილ ბაკუნინი უმოწყალოდ ესხმის თავს მისი თვალსაზრისით ადამიანის თავისუფლების ორ ყველაზე დიდ მტერს - ეკლესიასა და სახელმწიფოს, და პოსტულატებსაც კი აყალიბებს მომავლის სამართლიანი სახელმწიფოს შესაქმნელად.

„ჰენრი მეოთხე, ნაწილი I” გახლავთ უილიამ შექსპირის ისტორიული თხზულება, რომელიც დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1597 წლისა. იგი მოიცავს ჰენრი ბოლინგბროკოის, იგივე ჰენრი IV-ის მეფობის პერიოდს, დაწყებულს 1402 წლიდან, როდესაც მის წინააღმდეგ აჯანყებას ეყრება საფუძველი, ხოლო სრულდება შრიუსბერიში აჯანყებულთა დამარცხებით 1403 წელს. პიესა უაღრესად პოპულარული იყო, როგორც მაყურებლებს შორის, ასევე კრიტიკოსთა წრეში.

ჰენრი მეოთხე
2.44ლარი

ჰენრი მეოთხე

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ესსეთა კრებულში ემა გოლდმანი ანარქისტული თვალსაზრისით მიმოიხილავს და ხშირ შემთხვევაში თავს ესხმის საზოგადოებისათვის ისეთ აღიარებულ ცნებებსა და ინსტიტუტებს, როგორიცაა სახელმწიფო, პატრიოტიზმი, ქორწინება, რელიგია და სხვა.

„მამა“ სტრინდბერგის მიერ 1887 წელს შექმნილი დრამაა, რომელშიც კონფლიქტის საფუძველი დედასა და მამას შორის ქალიშვილის მომავალი ბედის შესახებ განსხვავებული აზრია, თუმცა კონფლიქტი სწრაფად სცდება ერთი ოჯახის ფარგლებს და საყოველთაო ხასიათს იღებს. აქ იკითხება სქესთა შორის ბრძოლა, ქალის ადგილი საზოგადოებაში და ასევე, მამაკაცის დანიშნულება ცხოვრებაში.

მამა
2.00ლარი

მამა

ავგუსტ სტრინდბერგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

დიდი იტალიელი ფილოსოფოსის ჯაკომო ლეოპარდის "დღიურებიდან" მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომელიც მის ფილოფსოფიურ-ესთეტურ შეხედულებებს აყალიბებს, რასაც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდნენ ისეთი მოაზროვნეები, როგორიც არტურ შოპენჰაუერი იყო.

დღიურებიდან
2.33ლარი

დღიურებიდან

ჯაკომო ლეოპარდი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"სმოკ ბელიუ" 1912 წელს გამოქვეყნებული კრებულია მოთხრობებისა, რომლებიც შემდგომში რომანად იქნა გაერთიანებული. იგი ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი სმოკ ბელიუსა და მისი მეგობარ შორტის თავგადასავლებს მოგვითხრობს.

სმოკ ბელიუ
1.99ლარი

სმოკ ბელიუ

ჯეკ ლონდონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„დიდი ჰიპია“ პლატონის ერთ-ერთი ადრეული დიალოგია, რომლის მოქმედი პირები, სოკრატე და სოფისტი ჰიპია ცდილობენ „მშვენიერის“ დეფინიცია იპოვონ, მაგრამ ვერ აღწევენ მიზანს, რადგან ვერ ახერხებენ ჩამოაყალიბონ პასუხი, რომელიც მთელს კონცეფციას მოიცავდა. შექმნილი უნდა იყოს ჩვ. წ.ა. დაახლოებით 390 წელს.

ვარაუდობენ, რომ შექსპირის ადრეული კომედია „ამაო გარჯა სიყვარულისა“ 1590-იან წლებში უნდა იყოს შექმნილი. პიესა ნავარის მეფისა და მისი დიდებულების მიერ სწავლისა და მარხვის სანაცვლოდ ქალთა საზოგადოებაზე უარის თქმის ფიცის გატეხვის პროცესს აღწერს, რასაც მრავალი კომიკური ეპიზოდი ახლავს თან. თუმცა მყისიერად სიყვარული იმარჯვებს, პირობის მომავალში ასრულების პერსპექტივა ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს.

"ტრანზაქციული ანალიზი" გახლავთ ძირითადი ნაწილი ერიკ ბერნის წიგნისა "ადამიანები, რომლებიც თამაშობენ თამაშებს", რომელშიც იგი ადამიანის სასცენარო გზას აღწერს "დროიდან, რომელიც მის დაბადებას უსწრებს, მოვლენებამდე, რომლებსაც ადგილი მისი სიკვდილს შემდეგ ექნებათ".

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" გახლავთ ერიხ მარია რემარკის 1928 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც გერმანელი ჯარისკაცების ფიზიკურ და მენტალურ სტრესს აღწერს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. წიგნი აკრძალული იყო ფაშისტურ გერმანიაში, მის ეგზემპლარებს ეძებდნენ და წვავდნენ. რომანი ორჯერ არის ეკრანიზებული.

„სარდაფი“ 1910 წლის პარიზის ატმოსფეროს ასახავს გრაფის სახლის მაგალითზე, სადაც სარდაფი შინამოსამსახურეთა სამყოფელია, ხოლო ზედა სართულები - ბატონების. ესაა უსამართლობის, უბედურებისა და უიმედობის სამყარო, საიდანაც ხსნასა და გამოსავალს ავტორიც კი ვერ პოულობს. გამოქვეყნებულია 1958 წელს.

რეი ბრედბერის დისტოპიური რომანი "ფარენჰეიტი 451" 1953 წელს გამოქვეყნდა და მყისვე ამ ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად იქცა. ნაწარმოები აღწერს ამერიკული საზოგადოების მომავალს, სადაც მეხანძრეები ეძებენ და ცეცხლს უკიდებენ ყველა წიგნს, რომელსაც კი იპოვიან. ესაა მნიშვნელოვანწილად წინასწარმეტყველური ნაწარმოები (კედლის კინოთეატრი, საყურისები, ბანკომატები), თუმცა თავად ავტორი მას გამაფრთხილებელს უწოდებდა, ტოტალიტარიზმისგან გამაფრთხილებელ წიგნს. "ფარენჰეიტი 451" არაერთხელაა ადაპტირებული თეატრისა და კინოსთვის.

ფარენჰეიტი 451
4.51ლარი

ფარენჰეიტი 451

რეი ბრედბერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გოგოლის მიერ 1830-40-იან წლებში შექმნილი მოთხრობების ციკლი აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მოქმედების ადგილი სანქტ-პეტერბურგია, და ყველა მათგანი პატარა ადამიანის პრობლემას განიხილავს. წინამდებარე კრებულში შესულია სამი მოთხრობა: „ნევის პროსპექტი“, „შინელი“ და „შეშლილის წერილები“.

სავაჭრო ფირმის თანამშრომელი სინიორ ბანკი ხშირადაა სახლიდან წასული და პატარა ქალიშვილს ყოველ საღამოს ზღაპრებს უყვება ტელეფონით. სწორედ ეს სატელეფონო მონათხრობები შეადგენს ჯანი როდარის მცირე ზომის ზღაპრების კრებულს, რომელიც 1962 წელს გამოქვეყნდა.

ხანშიშესული ქალბატონი და, იმავდროულად, დეტექტივი ჯეინ მარფლი ბავშვობის მეგობარ ქერი ლუიზ სეროქოლდთან მიემგზავრება მის მამულ სტოუნიგეიტში, თითქოს დასასვენებლად, სინამდვილეში კი საეჭვო ვითარებაზე დასაკვირვებლად. ეჭვები მალევე დასტურდება, რადგან აქ იგი მახვილგონივრულად დაგეგმილ მკვლელობათა სერიის მოწმე გახდება... ვინ? რატომ? რა მიზნით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მკითხველს საკმაოდ გაუჭირდება, სანამ ნაწარმოების კვანძი არ გაიხსნება. ეს საინტერესო დეტექტივი 1952 წელს გამოქვეყნდა.