iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

„მატეო ფალკონე“ - მამის მიერ სულმდაბლობისთვის შვილის მოკვდინების სულისშემძვრელი ისტორია - 1829 წელს Revue de Paris-ს მაისის ნომერში გამოქვეყნდა და მყისიერად იქნა შერაცხული ორიგინალურ ფრანგულ ნაწარმოებად. მოთხრობა ლუციუს იუნიუს ბრუტუსის ლეგენდას ეფუძნება.

მატეო ფალკონე
1.00ლარი

მატეო ფალკონე

პროსპერ მერიმე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ორი თვის განმავლობაში დაწერილი და 1956 წელს გამოქვეყნებული რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას (დომინიკ) ვნების შესახებ მასზე უფროსი მამაკაცისადმი (ლუკ). ისინი საყვარლებად იქცევიან, თუმცა გრძნობა მხოლოდ დომინიკს აქვს. ორკვირიანი თავგადასავლის შემდეგ დომინიკი აცნობიერებს მათი ურთიერთობის წარმავალობას.

უცნაური ღიმი
1.77ლარი

უცნაური ღიმი

ფრანსუაზ საგან

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის“ გახლავთ პირველი ნაწილი ფროიდის ყველა დროის ბესთსელერისა „სამი ესსეი სექსუალურობის თეორიის შესახებ“ (1905), რომელშიც იგი სხვადასხვა სახის სექსუალურ გადახრებსა და სექსუალურ ლტოლვას აანალიზებს და სადაც იგი ამ გადახრების ფორმირებაში ხაზგასმით ანიჭებს მნიშვნელოვან როლს ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს. მკითხველი მრავალ საინტერესო მაგალითსა და იდეას გაეცნობა. ამასთან, წიგნი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ ფსიქოლოგიაში ღრმად განსწავლულობას არც კი მოითხოვს.

1955 წელს გამოქვეყნებული რომანი ინგლისურად მხოლოდ ათი წლის შემდეგ ითარგმნა და „ნიუ იორქ თაიმს“-ში კურტ ვონეგუტის არცთუ კეთილგანწყობილი და არცთუ სამართლიანი რეცენზია დაიმსახურა. „ბერძენი ეძებს ბერძენს“ არის შესანიშნავი აბსურდული სატირა ადამიანზე, რომელსაც არ სურს სინამდვილეს გაუსწოროს თვალი, მის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრობს და, როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს პოზიტიურად აღიქვამს, მაგრამ... ერთ დღეს მასაც უწევს სათვალის მოხსნა და რეალობის დანახვა ისეთის, როგორიც ის არის. ამ პიროვნული ტრაგედიიდან გამოსავალი, ავტორის აზრით, მხოლოდ სიყვარულშია, რაც ერთადერთია, რასაც ფასი აქვს.

ბერძენი ეძებს ბერძენს
2.99ლარი

ბერძენი ეძებს ბერძენს

ფრიდრიხ დიურენმატი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ჰოულების ერთ დროს არისტოკრატული ოჯახის მემკვიდრე ითენ ალენ ჰოული ოჯახისა და გარემოს გავლენით გამდიდრების, ფულის შოვნის გზას ადგება, გზას, რომელიც უშუალოდ დანაშაულებრივი არ არის, მაგრამ ღრმად არაეთიკურია. მისი „ცთუნებისა“ და „დაცემის“ ფონზე რომანი 1950-60-იანი წლების აშშ-ის მატერიალისტურ, სულიერებადაკარგულ ყოფას გვიჩვენებს. ამ რომანმა, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტეინბეკისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას.

1961 წელს ფრანგულ ენაზე შექმნილი რადიოპიესა ბეკეტისათვის ნიშანდობლივ თემებს - ადამიანის მიერ იდენტობის ძიებას, მისი ვერპოვნის შიშს, პიროვნულ დისჰარმონიას ეხება. პიესა პირველად გადაცემულ იქნა 1963 წლის 13 ოქტომბერს არხით France Culture.

Cascando
1.55ლარი

Cascando

სემუელ ბეკეტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე ნაშრომით (1906 წ.) პიოტრ კროპოტკინი ანარქიზმისა და მეცნიერების გაერთიანებას, ანარქიზმისადმი მეცნიერული მიდგომის გამოყენებას ცდილობს, რის საფუძველზეც უსახელმწიფო სისტემის ეფექტურობის ჩვენებას ისახავს მიზნად, რის აპოლოგეტადაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობისას გვევლინებოდა.

ხრანტოქსი 26 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდება მშობლიურ ქალაქში. მებარგულთან საუბრის გამოისობით მას მოგონებები მოეძალება, სასაფლაოს მიაშურებს და საბოლოოდ ყოფილ შეყვარებულსაც დაელაპარაკება ტელეფონით, მაგრამ ხრანტოქსი უკვე „აღარაა ცოცხლებს შორის“, რადგან მაშინ, 26 წლის წინ, ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება. პასუხისმგებლობა, გათიშულობა და, როგორც ყოველთვის, ომი, თუმცა ომი, რომელიც უშუალოდ არ ფიგურირებს ნაწარმოებში - ესაა მთავარი თემები ამ ბრწყინვალე პიესისა.

ცნობილია, რომ კარლ გუსტავ იუნგს ადამიანის აქტივობის სხვადასხვა სფეროებზე ჰქონდა ჩამოყალიბებული ფსიქოლოგის ორიგინალური შეხედულება. წინამდებარე თხზულება იუნგის მიერ შემოქმედისა და მისი ქმნილების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს იკვლევს. მკითხველი შემოქმედების პროცესის სიღრმეებში ავტორთან ერთად ეშვება და მრავალ საინტერესო აღმოჩენას აკეთებს.

„ტოროლა“ ჟანა დ’არკის სამსჯავროს გარშემოა აგებული, სადაც იგი საბოლოო განაჩენს ელის, რაც, ისტორიულად კოცონზე დაწვით უნდა დასრულდეს, მაგრამ ანუის ხელის ჯადოსნური მოძრაობით კოცონზე დაწვა გადადებულია და ჟანა შარლის მეფედ კურთხევას ესწრება ტრიუმფალურად. ღრმად პატრიოტული პიესა პირველად თეატრ მონპარნასში დაიდგა 1953 წლის 16 ოქტომბერს.

ტოროლა
2.00ლარი

ტოროლა

ჟან ანუი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მკითხველთა მცირე ნაწილი თუ იცნობს ჰაინრიხ ბიოლის დრამატურგიას, კერძოდ რადიოპიესებს, რომელთა ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია "საუბარი მიკროფონით", სადაც ავტორი მარტოობის, კომუნიკაციის სირთულის მისთვის მტკივნეულ თემას მიმართავს.

ეს ფანტასტიკური მოთხრობა, რომელშიც პროფესორი პრეობრაჟენსკი ძაღლს ადამიანის ორგანოებს გადაუნერგავს, ერთის მხრივ, ფილოსოფიური წაკითხვის საფუძველს ქმნის (ადამიანს არ ძალუძს ხელოვნურად ადამიანის შექმნა ან სიმახინჯეს ქმნის), მეორეს მხრივ კი მწვავე პოლიტიკურ სატირას წარმოადგენს, მოწოდებულს ბულგაკოვისეული ორიგინალური და უბადლო იუმორით. „ძაღლის გული“ შექმნილია 1925 წელს, თუმცა საბჭოთა ცენზურის გამოისობით 1987 წლამდე სრული სახით არ გამოქვეყნებულა.

ძაღლის გული
2.55ლარი

ძაღლის გული

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ახალგაზრდა ლეიტენანტი ანტონ ჰოფმილერი მდიდარ ლაიოშ კეკეშფალვას ციხე-სიმაგრეშია მიწვეული, სადაც მის პარალიზებულ ქალიშვილს, ედითს, გაიცნობს. ლეიტენანტი თანაგრძნობით იმსჭვალება ედითის მიმართ, ამ უკანასკნელს კი ჰოფმილერი შეუყვარდება. შემდეგ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს წრფელმა, თუმცა უპასუხისმგებლო თანაგრძნობის განცდამ. ეს გახლვათ ცვაიგის ყველაზე სქელტანიანი ნაწარმოები, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა.

1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას შექმნილი პიესა „ბუზები“ ფილოსოფიურ და პოლიტიკურ თემებს ეხმიანება. ორესტეს მიერ დედის, კლიტემნესტრას, მოკვდინების ძველებრძნული მითის საფუძველზე აგებული პიესა ადამიანის პასუხისმგებლობის, თავისუფლების, დანაშაულისა და მონანიების თემებს ეხება. მასში ასევე შესაძლოა ვიშის ხელისუფლების სახეც დავინახოთ. აქედანვეა სარტრის ცნობილი ფრაზა: „ადამიანური ცხოვრება სასოწარკვეთილების მიღმა იწყება“.

ბუზები
3.44ლარი

ბუზები

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წარმოსახულ სოფელ ვალვერდე დე ლუსერნას კათოლიკე მღვდელს, ყველა რომ პატივს სცემს და აღმერთებს, დონ მანუელს, უკვდავების რწმენა დაუკარგავს, მაგრამ დუმს, ვერაფერს ეუბნება ეჭვების შესახებ მრევლს, თვლის რა, რომ ამის აღიარება მათთვის აუცილებელი დასაყრდენის გამოცლა იქნებოდა. „რიმანი“, როგორც თავად უნამუნო უწოდებდა ამ ჟანრის ნაწარმოებს, 1930 წელს გამოქვეყნდა და მყისვე რომის კათოლიკური ეკლესიის „აკრძალულ წიგნთა ნუსხაში“ აღმოჩნდა.

„ესთეტიკოსის აფორიზმები“ მესამე ნაწილია კირკეგორის 1843 წელს გამოქვეყნებული ფილოსოფიური ნაშრომისა „ან-ან“ (Aut-Aut), რომელშიც ცხოვრების ესთეტიკურ და ეთიკურ წესს, ცხოვრებით ტკბობასა, რაც მხოლოდ ტრამპლინის როლს უნდა ასრულებდეს, და მოვალეობის შეგნებას შორის არჩევანს ეხება.