iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

უხმო ქვითინი

ავტორი: ილჰან აკინი

2020 წელი | გამომცემელი: საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

მთარგმნელი: ნანა კაჭარავა

რომანი, თანამედროვე, თარგმანი

ფორმატები: pdf
748
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

თურქეთის დუზჯეს პროვინციაში ცხოვრობს მუჰაჯირი ქართველების შთამომავალი მწერალი, ილჰან აკინი, გენეტიკური სიდარბაისლით, თავმდაბლობითა და საოცარი სითბოთი გამორჩეული კაცი, 20-მდე რომანის ავტორი. ჩვენმა გამომცემლობამ დასტამბა თარგმანი მისი რომანისა „უხმო ქვითინი“ (ქართველთა გადასახლება), რომელიც მუჰაჯირობის მძიმე წლებს ეხება. ეს არის ერთ-ერთი პირველი მხატვრული ნაწარმოები, დაწერილი ქართველი მუჰაჯირების ცხოვრების შესახებ. შესაბამისად პირველია ამ თემაზე გამოქვეყნებული ნაწარმოების ქართული თარგმანიც.

მახასიათებლები
გადაფურცვლა
ილჰან აკინი
ილჰან აკინი

ვაგრძელებთ ტრადიციას და ქართულ საზოგადოებას ვაცნობთ ეთნიკურად ქართველ მწერალს ილჰან აკინს, რომელიც 20-მდე რომანის ავტორია. ილჰან აკინი (წინაპართა ქართული გვარი ბერიძე) დაიბადა თურქეთის დუზჯეს პროვინციის სოფელ მუნჯურლუში. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, ქართულ და ჰინდის ენებზე. მწერლის რომანებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „უხმო ქვითინი - ქართველთა გადასახლება“, „წმინდა ბარბარე & ნიკომედია,“ „ოქროს საწმისი“ და სხვ.