iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდმა "მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი" 1921 წელს გამოაქვეყნა. ამ ნაშრომის დასაწყისში იგი გუსტავ ლე ბონის შეხედულებებს აჯამებს, შემდეგ კი მასაში მოქმედ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს აღწერს, რისთვისაც ინსტინქტთა თეორიას იშველიებს, მასების ერთობის საფუძვლად კი ლიბიდოიზურ კავშირებს ასახელებს.

2.33ლარი

ილუზიის მომავალი

ზიგმუნდ ფროიდი

რელიგია - ილუზიაა. ამაში ფროიდი ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს. მაგრამ მაინც...

2.77ლარი

ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია

ზიგმუნდ ფროიდი

მე-20 საუკუნის სამეცნიერო კლასიკად აღიარებული წიგნი, „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია“, 1901 წელს ჟურნალში გამოქვეყნდა, ხოლო წიგნის სახე 1904 წელს მიიღო. ამ ფუნდამენტურ ნაშრომში ფროიდი სიზმრების, დავიწყებებისა და შემთხვევითობა-შეცდომების ანალიზის საფუძველზე არაცნობიერის მოქმედებასა და გავლენას იკვლევს ჩვენს ყოველდღიურ, რუტინულ ცხოვრებაზე. წიგნი იმდენად პოპულარული ენით არის დაწერილი, რომ ყველა კატეგორიის მკითხველისთვისაა მისაწვდომი.

3.99ლარი

სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდის კლასიკური ნაშრომი, "სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან" (1905) სექსუალობის სამ სფეროს იკვლევს: სქესობრივ პერვერსიებს, ინფანტილურ სექსუალობასა და სქესობრივი სიმწიფის სექსუალობას. გარდა ამისა, თხზულება განიხილავს კასტრაციის შიშსა და ოიდიპოსის კომპლექსს. ნაშრომს ერთვის მომდევნო წლებში გამოქვეყნებული რამდენიმე ესსეი.

5.44ლარი

სიზმართხილვის შესახებ

ზიგმუნდ ფროიდი

სიზმრის წარმოქმნის ფსიქიური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება დიდი ფსიქოლოგის წინამდებარე წიგნი, რაც ფუნდამენტურ ნაშრომად უნდა იქნას განხილული სიზმრის განმარტების საქმეში.

2.55ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ხუთმოქმედებიანი დრამის საფუძვლად, რომელიც 1886 წელს შეიქმნა, ტულის გუბერნიის გლეხის, ეფრემ კოლოსკოვის საქმე დევს, რომელიც ტოლსტოიმ ციხეში მოინახულა. ფაბულა სიყვარულის, ღალატის, მრუშობისა და ჩვილის მკვლელობის გარშემოა აგებული. პიესის დადგმა დიდხანს იყო აკრძალული მეფის რუსეთში.

„აღდგომა“ ლევ ტოლსტოის უკანასკნელი რომანია, რომელიც შესვენებებით იწერებოდა 1889-90, 1895-96 და 1898-99 წლებში. ნაწარმოებში აღწერილია ცდუნებული და მიტოვებული გოგონას ბედი, რომლის წინაშე დანაშაულის გრძნობა შემდგომში ორივე მათგანის ცხოვრების ცვლილების საბაბი ხდება. თაგრმნილია ყველა ძირითად ევროპულ ენაზე და არაერთხელაა ეკრანიზებული.

აღდგომა
4.99ლარი

აღდგომა

ლევ ტოლსტოი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს მცირე ზომის რომანი 1896-1904 წლებში იქმნებოდა, თუმცა მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა (1912 წ.). იგი მოგვითხრობს რეალური ისტორიული პიროვნების, შამილის ნაიბის, ჰაჯი მურატის რუსეთ-კავკასიის ომის დროს, 1851 წელს, რუსების მხარეზე გადასვლისა და მომდევნო წელს მათგან გაქცევის მცდელობის ამბავს.

ჰაჯი მურატი
1.33ლარი

ჰაჯი მურატი

ლევ ტოლსტოი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"იჩქითი (ცხენის ამბავი)" რუსული ლიტერატურის კლასიკოსის, ლევ ტოლსტოის მცირე პროზის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია, რომელშიც მეტაფორული ფორმით არის გადმოცემული ბებერი ჯაგლაგის ხანგრძლივი და რთული ცხოვრება.

„აღსარება“ ლევ ტოლსტოის ავტობიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც 1880-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა. მასში მოთხრობილია ავტორის რთულ სულიერ ძიებათა შესახებ, რომელმაც ნიჰილისტურ-ეგზისტენციალური მიდრეკილებებისა და თვითმკვლელობის სურვილის გადალახვა უბრალო ხალხის რწმენისკენ მოქცევით შეძლო, რითიც, ერთის მხრივ, აშკარად და ღიად დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას, მეორეს მხრივ კი სხვა, ნამდვილი ქრისტიანობის დამკვიდრება სცადა. პირველად გამოქვეყნდა ჟენევაში 1884 წელს.

აღსარება
2.99ლარი

აღსარება

ლევ ტოლსტოი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს სქელტანიანი მოთხრობა 1890 წელს გამოქვეყნდა და მყისვე მეფის ხელისუფლების ცენზურას დაექვემდებარა. იგი, ერთის მხრივ, თავშეკავების იდეალს ქადაგებს, მეორეს მხრივ კი ეჭვიანობით გამოწვეულ რისხვას აღწერს. თანამედროვე კრიტიკოსთა შეფასება არაერთგვაროვანი იყო, უკიდურესად უარყოფითიდან უაღრესად პოზიტიურამდე.

"ივან ილიჩის სიკვდილი" 1882-86 წლებში იქმნებოდა. ნაწარმოებში მოთხრობილია სასამართლო მოხელის ტანჯვით აღსავსე სიკვდილის შესახებ. მოთხრობა საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრი და ლევ ტოლსტოის უდიდესი ნაწარმოები მცირე პროზის ჟანრში.