„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
მრავალის აზრით ვიტგენშტაინის „ფილოსოფიური ძიებანი“ (1953) დღემდე წარმოადგენს მეოცე საუკუნის ფილოსოფიის ფუძემდებლურ ნაწარმოებს.
წიგნი თავად ფილოსოფიის სრულიად ახალ კონცეფციას გვთავაზობს და დახვეწილი ანალიტიკური აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ნაშრომი ინტერპრეტირების უნარის საუკეთესო მაგალითია. ფილოსოფიური პრობლემები ხშირად ენის გამოყენებასთან დაკავშირებული გაუგებრობიდან მომდინარეობს, ამ პრობლემათა გადაჭრა კი, ავტორის აზრით, ენის განმარტებაში მდგომარეობს, რასაც თავად ცდილობს და რისკენაც მოუწოდებს კიდეც სხვა ფილოსოფოსებს ვიტგენშტაინი.