„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
„ჯუჯა“ (1944) ბრწყინვალე იგავია, რომელშიც ზოგადი სახით არის მოხაზული კაცობრიობის უმთავრესი მანკიერებები, ამბავს კი თვითონაც ბოროტი ჯუჯა გადმოგვცემს. ამ რომანში ყოველი პერსონაჟი სხვადასხვა მანკიერებასა და სისუსტეს უჩვენებს, ამასთან, ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ ჩვენ ცხადად დავინახოთ საკუთარი მიდრეკილება ამ მანკიერებებისადმი.
"ჯალათი" უკიდურესად ინტენსიური მოთხრობაა, რომელშიც ავტორი ადამიანის ბუნებას კიცხავს, მარადიულად რომაა ბოროტებას გადაწნული; ღმერთი გულგრილია ადამიათა ხვედრისადმი; მესიას არ ძალუძს ადამიანთა ხსნა. ჯალათია ერთადერთი, ვისაც ეს ძალუძს, სპობს რა მათი ბიწიერი ქმედებების შედეგს დედმიწაზე.
დიდი შვედი მწერლის მცირე პროზის კრებულში შესულია სამი გამორჩეული მოთხრობა: მათ შორის ყველაზე ცნობილი ("ბარაბა"), რომელიც რწმენა-ურწმუნობის პრობლემას ეხება; ღმერთის გააზრების მცდელობა ქურუმი ქალის ცხოვრების ფონზე ("სიბილა"); და პირადი ტრაგედიის გამოძახილად შექმნილი უკიდურესად რომანტიული "მარიამნა".
ეს მოთხრობა ლაგერკვისტის პირადი ტრაგედიის გამოძახილია, რომელმაც 1967 წელს საყვარელი მეუღლე დაკარგა, ვისთანაც ორმოცი წელიწადი თანაცხოვრობდა. სიუჟეტი ორი მოქმედი პირის, სიყვარულისა და სიწმინდის განსახიერების - მარიამნასა და, სასტიკი და ამაყი ჰეროდე დიდის გარშემო ვითარდება. მიუხედავად ძლიერი გრძნობისა, სიამაყე და ბოროტება დიდ მეფეს ჯალათად აქცევს.
ღმერთი. სამართლიანია? თუ შურისმაძიებელი? კეთილია? უნდა გვიყვარდეს? ვენდობოდეთ თუ არა? არის ადამიანების გულშემატკივარი? საერთოდ არის? ეს მოთხრობა ამ კითხვებზე პასუხს არ იძლევა, მაგრამ მოგნუსხავთ პერსონაჟთა სახეებით, საოცარი გარემოთი და ამ კითხვებზე პასუხთა ძიების უაღრესად ექსპრესიული გზით.