„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
“ონტოლოგიური დასაბუთების სახით ჩვენ გვაქვს იშვიათი მაგალითი აზრთა წყობისა, რომლის უარყოფაშიც ისეთმა ანტიპოდებმა შეუწყვეს ერთმანეთს ხმა, როგორებიც არიან თომა აქვინელი და კანტი. ასეთ პირობებში თითქოს ონტოლოგიური დასაბუთების რეაბილიტაციის მცდელობა საკმაოდ უიმედო წამოწყებაა. და მაინც ჩვენ სწორედ ეს მცდელობა გვსურს აქ ვაქციოთ მკითხველის ყურადღების საგნად.” - ს. ფრანკი.
„შესაძლებელია თუ არა სრულყოფილი ცხოვრება „მიწაზე“ ანუ მიწიერი ცხოვრების არსობრივად არასრულყოფილ პირობებში?“ - ესაა მთავარი კითხვა XIX-XX საუკუნეების რუსი რელიგიური მოაზროვნის ესსეისა. არსებითად, სიმონ ფრანკი უტოპიზმს უწოდებს ყველაფერს, რაც ამქვეყნად სრულყოფილების დამკვიდრების მცდელობას წარმოადგენს, და მას ერთადერთ, ზეციური სამყაროს სრულყოფილებას უპირისპირებს.