iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

Man Booker 2015
29 ოქტ, 2015

Man Booker 2015

მარლონ ჯეიმსის "შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია" ბუქერის 2015 წლის პრემიის გამარჯვებული გახდა.

44 წლის მარლონ ჯეიმსი პირველი იამაიკელი ავტორია, რომელმაც ბუქერის პრემია მიიღო.

"შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია" - ეს არის 686-გვერდიანი რომანი 75 პერსონაჟით. მოქმედება ჯეიმსის მშობლიურ ქალაქ კინგსთონში ვითარდება და აღწერს 1976 წელს მომღერალ ბობ მარლის წარმოსახვით ნაცადი მკვლელობის ამბავს. წიგნის შესახებ ნიუ იორკ თაიმსი ამბობს: "...ეპიკური ამ სიტყვის ყველა გაგებით: მრავალწახნაგოვანი, მითიური, მოულოდნელი, კოლოსალური და თავბრუსხვევამდე რთული."

ეს ბუქერის პირველი პრემიაა დამოუკიდებელი გამომცემლისთვის (Oneworld Publications).

გარდა ზემოაღნიშნულისა, მარლონ ჯეიმსს გამოქვეყნებული აქვს ორი რომანი: "ჯონ ქროუს ეშმაკი" და "ღამის ქალების წიგნი".

ნახვების რაოდენობა: 531