მახასიათებლები
- სათაური: ფსიქოდელიური ლოცვები
- ISBN კოდი: 9789941521805
- ავტორი: ტიმოთი ლირი
- გამომცემელი: უნივერსალი
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები: 126
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 65
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ფსიქოდელიური ლოცვები
ტიმოთი ლირი
დაო დე ძინის მიხედვით
თარგმანი: ივა თადიაშვილი
ტიმოთი ლირი
ფსიქოდელიური ლოცვები
მადლობა ლერი ალიმონაკს აღმოსავლურ სიბრძნესთან ფეხმორთხმისათვის.
ძღვნად ჩემს ფსიქოდელიურ თანამგზავრს
ბუდიკო დათის…
ბაბააზიზ!
“..ხანდახან დგება გადამწყვეტი, მოსაწყენი
პატივმოყვარეობის საშინელი მომენტი...
როცა ექსტაზური სევდა გვეუფლება.
ამ დროს მზად უნდა იყო ლოცვისთვის.
ილოცო, შენი პიროვნების მიღმა გასასვლელად.
შენი პიროვნების მიღმა მყოფი ენერგიის
დასაუფლებლად.
ამ დროს მზად უნდა იყო ლოცვისთვის.
თუ ლოცვა აღარ გჭირდება…
ესეიგი მოკვდი. მკვდარი ხარ,
მკვდარი სიმბოლოების სამყაროში.
ილოცე სიცოცხლისთვის.
ილოცე სიცოცხლისთვის.”
— ტიმოთი ლირი
კუმაონის მთები,
ალმორა, ინდოეთი, 1965
მილბრუკი, ნიუ-იორკი, 1966
პირველი ნაწილი
ლოცვები მომზადებისთვის
ლაო ძის პატივსაცემად
I − 1 წინამძღვარი
I − 2 როცა ჰარმონიას ვკარგავთ
I − 3 სიცოცხლე თესლი სიკვდილი
I − 4 იქონიე მარტივი და ბუნებრივი ნივთები
I − 5 ყველაფერი ცვალებადია
I − 6 პოზის გზავნილი
I – 1
წინამძღვარი
უკეთესია
თუ სრულქმნისას, წინამძღვარს
ვერავინ ამჩნევს.
ზოგიერთები
ზოგჯერ სცნობენ
და მერე მისკენ ისწრაფვიან.
გირჩევ
ურჩი იყო,
გსურდეს, არვინ გიწინამძღვროს.
ყველაზე ცუდია,
წინამძღვარს ბარდებოდე
და ამაში ფულსაც უხდიდე.
თუ წინამძღვარს ხალხის არ სწამს,
არც ხალხს არ სწამს მისი.
უტყვი და უქმია
ყოვლადბრძენი წინამძღვარი.
ყველაზე...
ტიმოთი ლირი
ტიმოთი ლირი (Timothy Leary, 1920–1996) იყო ამერიკელი ფსიქოლოგი, მწერალი და სოციალური მოღვაწე, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ფსიქოდელიური კულტურის პოპულარიზაციით.