iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

ლევ შესტოვი

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

2.22ლარი

კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

1.99ლარი

დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო

ლევ შესტოვი

რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.

2.55ლარი

უკანასკნელის წინა სიტყვები

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.

1.99ლარი

უსაფუძვლობის აპოთეოზი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვის მთავარი ნაწარმოები, შერაცხული მის მანიფესტად, რომელიც აფორიზმული ფორმით აკრიტიკებს და სატირულ ჭრილში ხატავს ადამიანთა ფუნდამენტურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. წარმოადგენს ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

1884 წელს დასრულებული რომანი, "ნადირობისას მომხდარი დრამა", ზოგი მკვლევარის აზრით, "ეპოქალური ნაწარმოები კრიმინალური რომანის ისტორიაში", კაშკაშა და დინამიური თხზულებაა დეტექტიური სიუჟეტით, რომელიც ტრაგიკული დასასრულის მქონე დრამატულ მოვლენათა მორევში გვითრევს.

„ივანოვი“ ჩეხოვის პირველი პიესაა, რომელიც სცენაზე დაიდგა. იგი გადმოგვცემს უნივერსიტეტში განათლებამიღებული თავადის, ნიკოლაი ივანოვის სულიერ დრამას, ადამიანისა, რომელიც ვერ პოულობს რა დაღლილობისა და მოწყენილობის მიზეზს, ვერ პოულობს რა პასუხს კითხვებზე, მათი სიმძიმის ქვეშ ისრისება. პიესის პირველი ვერსიის პრემიერა შედგა 1887 წლის 19 ნოემბერს მოსკოვში, კორშის თეატრში.

ივანოვი
2.99ლარი

ივანოვი

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ძია ვანია“, აღიარებული ჩეხოვის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, 1896 წელს კომედიიდან („ოჩოპინტრე“) გადაკეთებული სოფლის დრამაა, რომელშიც ავტორი სხვა თემებთან ერთად ეგზისტენციალურ პრობლემას - მოჩვენებითი კერპისადმი მსახურებას, განიხილავს. მთავარი გმირი აცნობიერებს საკუთარ არარაობას, მაშინ, როდესაც აღარაფრის შეცვლა აღარ არის შესაძლებელი და... ემორჩილება მას. პიესა ასევე ეხება თავად-აზნაურთა სულიერი სიღატაკის საკითხს.

ძია ვანია
2.00ლარი

ძია ვანია

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ალუბლის ბაღი“ - ესაა ჩეხოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი რუსული პიესა. მის მთავარ გმირს არა პერსონაჟი, არამედ ალუბლის ბაღის სახე წარმოადგენს, რაც რუსეთის მაშინდელი თავადაზნაურობის სიმბოლოა. პიესაში ბაღი იჩეხება ანუ თავადაზნაურობის რუსეთი წარსულს ბარდება, მის ნაცვლად კი ახალი, ვაჭრებისა და მარად სტუდენტთა რუსეთი მოდის. შექმნილია 1903 წელს, პრემიერა შედგა 1904 წლის 17 იანვარს.

ალუბლის ბაღი
2.00ლარი

ალუბლის ბაღი

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„თოლია“ ჩეხოვის ერთადერთი პიესაა, რომელშიც ის სხვა თემებთან ერთად შემოქმედების საკითხსა და ერთის მხრივ, შემოქმედის ხასიათსა და თავისებურებებს, მეორეს მხრივ კი, მის ბედს განიხილავს, რაც ნაწილობრივ პირად გამოცდილებასაც ეფუძნება. სუსტი ტრეპლევი, რომელსაც საყრდენი წერტილი ვერ უპოვნია, ნებდება და მარცხდება, საშუალო ნიჭის ნინა ზარეჩნაიას კი სჯერა და ამიტომ „აღარაფრის ეშინია“. „თოლია“ 1896 წელს გამოქვეყნდა, პრემიერა კი შედგა იმავე წლის 17 ოქტომბერს.

თოლია
2.55ლარი

თოლია

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„სამი და“ - 1900 წელს გამოქვეყნებული და 1901 წელს დადგმული პიესაა, რომელიც ჩეხოვის შედევრებს ეკუთვნის „ძია ვანიას“, „თოლიასა“ და „ალუბლის ბაღთან“ ერთად. ესაა პიესა ბედნიერების მოლოდინის, მიუწვდომლის, უნაყოფო იმედებისა და ილუზიების შესახებ, რომელშიც გადის მთელი ცხოვრება, მომავალი კი არ დგება, რომლის ნაცვლად კვლავ აწმყო გრძელდება, უსიხარულო და უიმედო.

სამი და
2.77ლარი

სამი და

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულშია შესულია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი თორმეტი მოთხრობა, ერთის მხრივ, მიამიტი და უბრალო, ყოველდღიური ცხოვრებისეული სიტუაციების აღწერით, მეორეს მხრივ კი დახვეწილი იუმორითა და ფსიქოლოგიზმით გამსჭვალული.

მოთხრობები
1.00ლარი

მოთხრობები

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star