iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

ლევ შესტოვი

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

2.22ლარი

კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

1.99ლარი

დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო

ლევ შესტოვი

რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.

2.55ლარი

უკანასკნელის წინა სიტყვები

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.

1.99ლარი

უსაფუძვლობის აპოთეოზი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვის მთავარი ნაწარმოები, შერაცხული მის მანიფესტად, რომელიც აფორიზმული ფორმით აკრიტიკებს და სატირულ ჭრილში ხატავს ადამიანთა ფუნდამენტურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. წარმოადგენს ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ფრანგი მოაზროვნის კრებულში შესულია სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სატირა "კანდიდი", ფილოსოფიური ნოველა "ზადიგი" და რომანტიული მოთხრობა "ბაბილონის პრინცესა". ამ სამივე მოთხრობას ადამიანის უსასოო ყოფით მოგვრილი ღრმა პესიმიზმის შეგრძნება აერთიანებს.

ვოლტერი (ფრანსუა მარი არუე; 21.11.1694-30.05.1778) - განმანათლებლობის ეპოქის ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, ცნობილი, როგორც სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების დამცველი.

მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.

"ზადიგი, ანუ ბედისწერა" 1747 წელს შექმნილი ფილოსოფიური ნოველაა, რომელიც ანტიკური ბაბილონის ფილოსოფოს ზადიგის ცხოვრება აღწერს. წიგნი არ აცხადებს ისტორიული აკურატულობის პრეტენზიას. ნაწარმოებში წამოჭრილი ზოგი პრობლემა ვოლტერის თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხს ეხება, თუმცა მთავარი ადამიანის ამქვეყნიური უძლურებაა ბედისწერის წინაშე.