iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

ლევ შესტოვი

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

2.22ლარი

კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

1.99ლარი

დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო

ლევ შესტოვი

რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.

2.55ლარი

უკანასკნელის წინა სიტყვები

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.

1.99ლარი

უსაფუძვლობის აპოთეოზი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვის მთავარი ნაწარმოები, შერაცხული მის მანიფესტად, რომელიც აფორიზმული ფორმით აკრიტიკებს და სატირულ ჭრილში ხატავს ადამიანთა ფუნდამენტურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. წარმოადგენს ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

მოთხრობათა ამ კრებულში, რომელიც მნიშვნლოვანწილად ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება, ბულგაკოვი აღწერს სამედიცინო სასწავლებლის კურსდმთავრებულის მღელვარებით აღსავსე და ხშირად სასტიკ ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკას რუსეთის ერთ მივარდნილ სოფელ მურიევოში.

მოლიერის რომანიზებული ბიოგრაფია ბულგაკოვმა 1933 წელს შექმნა, თუმცა „მარქსისტული სულის“ უქონლობის გამო ტექსტი დაწუნებულ იქნა. ორიგინალი პირველად გამოქვეყნდა 1962 წელს გამომცემლობა „Молодая гвардия“-ს მიერ.

გაზაფხულის ერთ საღამოს მოსკოვში სატანა გამოჩნდება თავისი ამალით - მოლაპარაკე კატით, მკვლელითა და მშვენიერი შიშველი მოახლით. საბჭოთა სინამდვილის ბულგაკოვისეული ფანტასტიური, მხიარული და განამადგურებელი სატირა ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებულ ამბავს აერთიანებს, რომელთაგან ერთს თანამედროვე მოსკოვში აქვს ადგილი, მეორეს კი ანტიკურ იერუსალიმში. სტალინის ეპოქაში დაწერილი წიგნი მხოლოდ 1966 წელს გამოქვეყნდა და მყისვე გამორჩეულ ლიტერატურულ მოვლენად იქცა.

ოსტატი და მარგარიტა
3.55ლარი

ოსტატი და მარგარიტა

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ტრაგიკული ბუფონადა, რომელშიც ნიღბების ფორმითაა ნაჩვენები ჩვენი დროის მოსკოვის ნეპმენთა მთელი რიგი" - ასე დაახასიათა ავტორმა საკუთარი პიესა, რომელიც 1920-იანი წლების საბჭოთა რეალობის ერთ-ერთ გამოვლინებას ასახავს. პიესის პრემიერა 1926 წლის 28 ოქტომბერს შედგა ვახტანგოვის სახელობის თეატრში.

ზოიკას ბინა
1.99ლარი

ზოიკას ბინა

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ფარისეველთა კაბალა“, რომელიც ასევე „მოლიერის“ სახელითაა ცნობილი, ბულგაკოვმა 1929 წელს დაწერა მოსკოვის მხატვრული თეატრისთვის. პიესა ხელოვანის ბედს გვიჩვენებს ტირანიის პირობებში, ამასთან, მნიშვნელობა არ ენიჭება, რომელი ძალაუფლებიდან მოდის ეს ტირანია, სეკულარული თუ კლერიკალური - ტირანია ულმობელია და ხშირად შემოქმედის სიკვდილს იწვევს. საბჭოთა პერიოდში პიესა აკრძალული იყო.

ფარისეველთა კაბალა
1.88ლარი

ფარისეველთა კაბალა

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

1925 წელს გამოქვეყნებულ ფანტასტიკურ მოთხრობაში, ერთის მხრი, ბუნების პროცესებში ადამიანის ჩარევისა და, ავტორის შეხედულებით, ამ ჩარევის სავალალო შედეგებია ნაჩვენები, თუმცა აშკარად იკთხება იმდროინდელი საბჭოთა სახელმწიფოს სატირა, და იმედი იმისა, რომ ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, გადაივლის. ბულგაკოვისეული ნატიფი იუმორიც ადგილზეა.

ეს ფანტასტიკური მოთხრობა, რომელშიც პროფესორი პრეობრაჟენსკი ძაღლს ადამიანის ორგანოებს გადაუნერგავს, ერთის მხრივ, ფილოსოფიური წაკითხვის საფუძველს ქმნის (ადამიანს არ ძალუძს ხელოვნურად ადამიანის შექმნა ან სიმახინჯეს ქმნის), მეორეს მხრივ კი მწვავე პოლიტიკურ სატირას წარმოადგენს, მოწოდებულს ბულგაკოვისეული ორიგინალური და უბადლო იუმორით. „ძაღლის გული“ შექმნილია 1925 წელს, თუმცა საბჭოთა ცენზურის გამოისობით 1987 წლამდე სრული სახით არ გამოქვეყნებულა.

ძაღლის გული
2.55ლარი

ძაღლის გული

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

თეატრი თეატრში, ბრწყინვალე სატირა, უბადლო იუმორი. 1927 წელს შექმნილი ეს პიესა, რომელიც დადგმიდან ექვსი თვის შემდეგ აიკრძალა, ერთის მხრივ, რევოლუციის პაროდიაა მისი ცრუ ბელადებითა და ლოზუნგებით, მეორეს მხრივ კი საბჭოთა ცენზურის უცერემონიობისა და თავხედობის დემონსტრირება.

მეწამული კუნძული
1.88ლარი

მეწამული კუნძული

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

რომანში აღწერილია 1918 წლის ომი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რომელშიც რამდენიმე მხარე იყო ჩართული - თეთრები, წითლები, გერმანიის იმპერიალისტური ჯარი და უკრაინელი ნაციონალისტები. რომანის პერსონაჟები ინტელექტუალთა წრეს ეკუთვნიან, რომლებიც სამოქალაქო ომის სოციალურ კატაკლიზმს განიცდიან. ნაწარმოები პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს.

თეთრი გვარდია
2.99ლარი

თეთრი გვარდია

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შედის ბულგაკოვის სამი მოთხრობა: "მამლიანი პირსახოცი", "მორფი" და "მფრინავი ჰოლანდიელი".