„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
ვერონის ორი დაპირისპირებული ოჯახის ქალ-ვაჟი ფარულად იქროწინებს, თუმცა ისე მოხდება, რომ ვაჟს მკვლელობისთვის ქალაქიდან გააძევებენ. სავარაუდოდ რეალურ სიუჟეტზე დაფუძნებული დრამა ავტორის სიცოცხლეშივე უაღრესად პოპულარულ ნაწარმოებად იქცა და "ჰამლეტთან" ერთად დღემდე ყველაზე ხშირად იდგმება სცენაზე. შექმნილია 1595 წელს.
"მეთორმეტე ღამე" - ესაა მხიარული პიესა უპასუხო, ცალმხრივი სიყვარულის შესახებ. ტყუპები საზღვაო კატასტროფის განცდის შემდეგ უცხო მიწაზე აღმოჩნდებიან. პირველ მათგანს, ვიოლას, ორსინო შეუყვარდება, ვინც ოლივიაშია შეყვარებული, რომელსაც, თავის მხრივ, ვიოლა შეუყვარდება, ამ უკანასკნელს კი მალვოლიო აღმერთებს. გამოჩნდება სებასტიანო... ფერიცვალებათა სერიის შემდეგ ყველაფერი კეთილად სრულდება. პიესა თარიღდება 1601-02 წლებით.
"ჭირვეულის მორჯულება" უილიამ შექსპირის კომედიაა, რომელიც, მკვლევართა აზრით, 1590 და 1592 წლებს შორის უნდა იყოს დაწერილი. ესაა პიესა პიესაში, სადაც მთავარი პერსონაჟი პეტრუჩიო ფსიქოლოგიური წნეხის გზით ცდილობს ჭირვეული და ქედმაღალი კატარინას მორჯულებას. ზოგი კრიტიკოსის აზრით პიესა მიზოგინიის ელემენტებს შიცავს.
„ჰენრი მეოთხე, ნაწილი I” გახლავთ უილიამ შექსპირის ისტორიული თხზულება, რომელიც დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1597 წლისა. იგი მოიცავს ჰენრი ბოლინგბროკოის, იგივე ჰენრი IV-ის მეფობის პერიოდს, დაწყებულს 1402 წლიდან, როდესაც მის წინააღმდეგ აჯანყებას ეყრება საფუძველი, ხოლო სრულდება შრიუსბერიში აჯანყებულთა დამარცხებით 1403 წელს. პიესა უაღრესად პოპულარული იყო, როგორც მაყურებლებს შორის, ასევე კრიტიკოსთა წრეში.
ვარაუდობენ, რომ შექსპირის ადრეული კომედია „ამაო გარჯა სიყვარულისა“ 1590-იან წლებში უნდა იყოს შექმნილი. პიესა ნავარის მეფისა და მისი დიდებულების მიერ სწავლისა და მარხვის სანაცვლოდ ქალთა საზოგადოებაზე უარის თქმის ფიცის გატეხვის პროცესს აღწერს, რასაც მრავალი კომიკური ეპიზოდი ახლავს თან. თუმცა მყისიერად სიყვარული იმარჯვებს, პირობის მომავალში ასრულების პერსპექტივა ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს.
"ჰამლეტი" ანუ სრული სახელწოდებით "ტრაგედია დანიის უფლისწულ ჰამლეტისა" არის უილიამ შექსპირის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი პიესა, დაწერილი 1599 და 1602 წლებს შორის, რომელშიც დრამატიზებულად არის გადმოცემული დანიის უფლისწულის შურისძიება მისი ბიძის - კლაუდიუსის წინააღმდეგ, რომელმაც საკუთარი ძმა, ჰამლეტის მამა - მეფე ჰამლეტი მოაკვდინა ტახტზე ასასვლელად და ძმის ქვრივი, ჰამლეტის დედა - გერტრუდა შეირთო ცოლად. შემოთავაზებულია ინგლისური ტექსტი.
უილიამ შექსპირის ტრაგედია „იულიუს კეისარი“ სავარაუდოდ 1598 წელს უნდა იყოს დაწერილი. იგი ერთ-ერთია სამი დრამიდან, რომელიც რომის ისტორიის რეალურ ფაქტებს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ პიესას „იულიუს კეისარი“ ეწოდება, მისი მთავარი პერსონაჟია მარკუს ბრუტუსი და ფსიქოლოგიური დრამაც სწორედ მისი არჩევანის გარშემო ფორმირდება.
შექსპირმა ეს ტრაგედია სავარაუდოდ 1603 წელს შექმნა. იგი ეფუძნება ჯოვანი ბოკაჩოს მოწაფე სინტიოს მოთხრობას "მავრი სარდალი". პიესის მთავარი გმირები არიან: ვენეციელთა ჯარის მავრი სარდალი ოტელო; მისი საყვარელი მეუღლე დეზდემონა; ოტელოს ერთგული თანაშემწე კასიო; და მისივე მოღალატე ასისთავი იაგო. პიესის თემათა მრავალფეროვნების (რასიზმი, სიყვარული, ეჭვიანობა, ღალატი, შურისძიება) გამოისობით "ოტელო" დღემდე ხშირად სრულდება პროფესიონალურ და სამოყვარულო სცენებზე.
"ჰამლეტი" ანუ სრული სახელწოდებით "ტრაგედია დანიის უფლისწულ ჰამლეტისა" არის უილიამ შექსპირის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი პიესა, დაწერილი 1599 და 1602 წლებს შორის, რომელშიც დრამატიზებულად არის გადმოცემული დანიის უფლისწულის შურისძიება მისი ბიძის - კლაუდიუსის წინააღმდეგ, რომელმაც საკუთარი ძმა, ჰამლეტის მამა - მეფე ჰამლეტი მოაკვდინა ტახტზე ასასვლელად და ძმის ქვრივი, ჰამლეტის დედა - გერტრუდა შეირთო ცოლად.