iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ბერკლის ქუჩა

ავტორი: რონ რიპლი

2017 წელი | გამომცემელი: Scare Street

მთარგმნელი: ანა მიქატაძე

თანამედროვე, სათავგადასავლო, დეტექტივი

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
1234
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
0
(0 შეფასება)
ანოტაცია

შეინ რაიანი ნაშუას უბრუნდება და, მასთან ერთად, იმ მოგონებებს, რომლებმაც საზღვაო არმიაში გაწევრიანებისკენ უბიძგა. დიდხნიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, რომელიც მას, ბიძამისსა და ბიცოლამისს შორის მიმდინარეობდა, შეინმა თავისი საოჯახო სახლი დაიბრუნა, სადაც მისი მშობლები გაუჩინარდნენ ოცი წლის წინ. ეს სახლი, საშინელი სასახლე, რომელიც მოჩვენებებითა და საიდუმლოებებითაა სავსე, უფრო ცოცხალია, ვიდრე მისი მაცხოვრებლები. როდესაც შეინის ბიძა და ბიცოლა ჩამოდიან და შემდეგ უჩინარდებიან, შეინის ცხოვრება უარესობისკენ იცვლება. გამომძიებელ მერი ლაფონტეინს ეჭვი შეინზე აქვს. დროსთან ჭიდილში, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი რაიანი ცდილობს, მშობლების კვალს მიაგნოს. მაგრამ სახლის კედლებსა და იატაკში რაღაც საშინელი დაძრწის. რაღაც ავბედითი, რომლის სახეც შეინს იმ დღიდან არ შორდება, როდესაც პირველად ნახა იგი სახლის უკანა ეზოში მდებარე ტბაში. და მას შეინის დაბრუნება არ უხარია. ნამდვილად არ უხარია.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
რონ რიპლი
რონ რიპლი

რონ რიპლი მოსიყვარულე ქმარი და მამაა, ადამიანი, რომელიც ცდილობს გაუძლოს ახალ ინგლისს, ადგილს, რომელიც თითქოს ყოველ დღე უფრო და უფრო ცივი ხდება. იგი საკმაოდ დიდი სასაფლაოს მოპირდაპირე ქუჩაზე გაიზარდა, რის გამოც ყოველ ღამე შეშინებული იძინებდა. ძირითადად წითელი განათებების ეშინოდა, რომლებსაც ხალხი საფლავის ქვასთან დგამდნენ ხოლმე. ისინი ხომ ბავშვისთვის საოცრად საშიში ნივთებია. რონს სიამოვნებას ანიჭებს საშინელებებისა და სამხედრო ისტორიების წერა, ახალი ინგლისის პატარა ქალაქებში მანქანით სიარული თავის ოჯახთან ერთად, წიგნების შეგროვება და ექსპრომტი ლექციების ჩატარება სამხედრო ისტორიაზე თავისი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ამ საშინელ წუთებში მას ყოველთვის უგულისყუროდ უსმენენ ხოლმე.