ერთის მხრივ, შპს „აიბუქს“, ახლა და შემდგომ წოდებული „გამომცემლობა“ (ს/კ 405044508.), ხოლო მეორეს მხრივ "რეგისტრანტი", ახლა და შემდგომ წოდებული „გამომცემელი“, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
„გამომცემელი“ განათავსებს „გამომცემლობის“ კუთვნილ ვებ-გვერდზე მის კუთვნილ ლიტერატურულ ტექსტს შემდგომში მკითხველთათვის გაცნობის მიზნით.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
2.1. „გამომცემლობა“ ვალდებულია გონივრულ ვადებში გაეცნოს „გამომცემლის“ მიერ ატვირთულ ტექსტს და მისი მოწონების შემთხვევაში გამოაქვეყნოს იგი კუთვნილ ელექტრონულ გამომცემლობაში მისამართზე www.ibooks.ge.
2.2. „გამომცემლობა“ ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში განახორციელოს ანგარიშსწორება „გამომცემელთან“.
2.2. „გამომცემლობა“ ვალდებულია უზრუნველყოს „გამომცემლის“ წვდომა სტატისტიკურ ინფორმაციაზე, როგორიც არის გაყიდვების რაოდენობა, გაყიდული ტექსტების სახელწოდებები, აკუმულირებული თანხა და ა.შ.
2.2. „გამომცემლობა“ ვალდებულია „გამომცემელთან“ დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ (ტექსტის გამოქვეყნება, ტექსტის გაყიდვა) ელ. ფოსტის საშუალებით აცნობოს „გამომცემელს“.
2.2. „გამომცემლობა“ შეძლებისდაგვარად დააკონვერტირებს ატვირთულ ტექსტს .pdf, .html, .epub და .mobi ფორმატებში მკითხველთა ფართო წრის წვდომის მიზნით.
2.3. „გამომცემლობა“ უფლებამოსილია „გამომცემლის“ შეტყობინების გარეშე განაცხადოს უარი ტექსტის გამოქვეყნებაზე მასში კანონით აკრძალული თემების, ცილისწამების, მესამე პირების უფლების შემლახავი და სხვა ინფორმაციის აღმოჩენისას, როგორც ტექსტის გამოქვეყნებამდე, ისე მისი გამოქვეყნების შემდეგ.
2.6. „გამომცემელს“ ვალდებულია გააჩნდეს სარეალიზაციოდ გამოსაქვეყნებელი ტექსტის საავტორო და/ან ქონებრივი უფლება.
2.6. „გამომცემელი“ კისრულობს ვალდებულებას ტექსტის შინაარსზე და ადასტურებს, რომ ის არ შეიცავს კანონით აკრძალულ თემებს, ცილისწამებას, მესამე პირების უფლების შელახვას, და არ შეიძლება წარმოადგენდეს საფუძველს დასაბუთებული სასამართლო საჩივრისათვის.
2.6. ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერ დავაზე და, აქედან გამომდინარე, შპს „აიბუქს“-ის მიმართ დამდგარ თუ სამომავლოდ შესაძლო დასადგომ ზიანზე, „გამომცემელი“ კისრულობს სრულ და უპირობო პასუხისმგებლობას მის მიერ ატვირთულ ტექსტებთან მიმართებით.
2.4. „გამომცემელი“ ვალდებულია იქონიოს მიმდინარე ანგარიში ბანკში. (ფიზიკური პირის შემთხვევაში - „ლიბერთი ბანკში“).
2.5. „გამომცემელი“ ვალდებულია ატვირთოს გამოსაქვეყნებელი ტექსტი Word-ის ფორმატში. ატვირთული ტექსტი არ უნდა შეიცავდეს ფოტოებსა და სხვა ობიექტებს, გარდა საკუთრივ ტექსტისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექსტი შესაძლოა არ გამოქვეყნდეს.
2.6. "გამომცემელს" არ აქვს უფლება წაშალოს ან მოითხოვოს მის მიერ გამოქვეყნებული წიგნის წაშლა, თუკი იგი ერთხელ მაინც გაიყიდა.
3. ღირებულება და შემოსავლის განაწილების წესი
3.1. „გამომცემელი“ თავად ადგენს ღირებულებას მის მიერ ატვირთულ ტექსტზე, რომელზეც ვრცელდება მისი საავტორო უფლება.
3.2. ატვირთული ტექსტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ელექტრონული წიგნების სხვა მსგავს მაღაზიაში იმავე ტექსტის მინიმალური ღირებულების 90%-ს. ასეთი გარემოების დადგომის შემთხვევაში „გამომცემლობა“ იტოვებს უფლებას თავად მოახდინოს ღირებულების კორექტირება ზეამოაღნიშნული პრინციპის შესაბამისად.
3.3. „გამომცემელს“ არ აქვს უფლება ატვირთოს საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული ტექსტები (ტექსტები, რომლებსაც კანონის შესაბამისად გაუვიდათ საავტორო უფლების ვადა).
3.4. მხარეთა შორის შემოსავლის განაწილება ხორციელდება პრინციპით: 70/30-ზე ანუ გაყიდული ტექსტის ღირებულების 70% ერგება „გამომცემელს“ (ავტორს/საავტორო უფლების მფლობელს), ხოლო 30% - „გამომცემლობას“.
4. ანგარიშსწორება
4.1. ანგარიშსწორება „გამომცემლობასა“ და „გამომცემელს“ შორის მიმდინარე კალენდარულ თვეში განხორციელებული გაყიდვებისთვის ხორციელდება მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვამდე თანხის გადარიცხვით „გამომცემლის“ ბანკში მითითებულ ანგარიშზე (ფიზიკური პირის შემთხვევაში - მითითებულ ანგარიშზე მხოლოდ „ლიბერთი ბანკში“).
4.2. გადახდა ხორციელდება იმ თვის მომდევნო თვეს, რომელშიც "გამომცემლის" მიერ მისაღები ანაზღაურება მიაღწევს 50 (ორმოცდაათი) ლარს.
5. ფორს-მაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა, ან ნაწილი ვალდებულების შესრულებისაგან იმ შემთხვევაში თუ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით, ისეთი როგორიც არის სტიქიური უბედურება და საომარი მოქმედებები, ეკონომიკური კატაკლიზმები და სხვა. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულება გადაივადებს აღნიშნული გარემოებების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
5.2. ზემოაღნიშნული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან წერილობით აუწყონ მეორე მხარეს 5 დღის ვადაში.
6. დასკვნითი დებულებები
6.1. „გამომცემლობა“ ყველა ღონეს იხმარს გამოქვეყნებული ტექსტის მკითხველთა ფართო წრისათვის გასაცნობად.