ნაშრომში დეტალურადაა განხილული ფსიქოლოგიური მიმართულებანი სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ერთად, გაშუქებულია პერსონოლოგიური პრობლემები ქართულ მწერლობაში – შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ივანე ჯავახიშვილის შემოქმედების მაგალითზე. მასალები განხილულია ევოლუციურ-დინამიკურ, ისტორიულ ასპექტში. განხილულია აგრეთვე საკითხები ადამიანის სულიერი ყოფიერების აზრის, მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. ავტორი აგრეთვე ჩერდება კაცთმცოდნეობისა და მორალური სიფაქიზის პრობლემებზე.
თეონა შარიქაძის მონოგრაფიული ნაშრომის, „ინკლუზიური განათლების ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპი“, მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს ინკლუზიური სწავლების პოზიტიური ეფექტი მასში ჩართულ მოსწავლეებზე. ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ტიპური განვითარების მქონე მოზარდებზე, რომელთაც აქვთ განათლების ამგვარი მოდელის გამოცდილება.
„ჟურნალისტიკის შესავალი” –არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღვანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით.
სახელმძღვანელოს მიზანია სტუდენტებს საფუძვლიანად მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებიც საინტერესოდ და თავისებურად გაშლილია ისეთ თემატიკაში, როგორიცაა ადამიანი და სოციუმი, პიროვნების სოციალიზაცია, „მე“-კონცეფცია, კომუნიკაცია და კარიერა, კონფლიქტი, ქცევითი ბარიერები, ოჯახი და აღზრდის სტილები, აგრესია, კულტურა და ქცევა, ჯგუფი და ჯგუფური ეფექტები, ლიდერობა და ა.შ. სახელმძღვანელოში გამოკვეთილია სტუდენტის აქტიური სწავლის როლი და გამომდინარე აქედან, ნაშრომი გაჯერებულია პრაქტიკული სამუშაოებით, სავარჯიშოებითა და კვლევაზე აგებული მაგალითებით.
ბუნება პერიოდულად აფრთხილებს კაცობრიობას, წყალდიდობებზე, მიწისძვრებით, ვულკანის ამოფრქვევებით, ტაიფუნით. ამ მოვლენებს მიაქვს ბევრი ადამიანის სიცოცხლე. კატასტროფა ეს არის მოვლენა, რომელსაც მოჰყვება ტრაგიკული შედეგი. წიგნში მოცემული ბუნებრივი კატასტროფები და ტექნიკური კატასტროფების დიდი ალბათობით ადამიანთა მიზეზით მოხდა. წიგნში, ბუნებრივია, ყველა კატასტროფა არ არის შესული.
ნატო ონიანის მონოგრაფია „დემნა შენგელაია მოდერნისტული რომანის საწყისებთან“ ავტორის სადისერტაციო ნაშრომის შევსებული ვარიანტია. მასში განხილულია XX საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, მწერლისა და ფოლკლორისტის, დემნა შენგელაიას შემოქმედების ის პერიოდი, რომელიც მოდერნიზმის ეპოქას დაემთხვა.
სახელოვანი ქართველი სუმეროლოგის ეს ადრეული წიგნი ეძღვნება სუმერულ და ქართულ ენებს შორის მსგავსების დადგენას გრამატიკისა და უშუალოდ სიტყვათა შედარების საფუძველზე, რაც არსებითად ერთ-ერთი პირველი ქართული ნაშრომია ამ სფეროში და, შესაბამისად, საფუძველს უყრის ქართული ენის შესწავლას ახალ მიმართულებით.
წიგნში სამეცნიერო-პოპულარული ენით მოთხრობილია ისლამური ახლო აღმოსავლეთის დასავლეთთან ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობის თოთხმეტსაუკუნოვანი ისტორიის საკვანძო მომენტებზე. ავტორი ცდილობს მკითხველთან ერთად ობიექტურად მიადევნოს თვალი იმ ისტორიულ მიზეზებს, რამაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჭიდილში აღმოსავლეთი და ისლამური ცივილიზაცია უპირატესი პოზიციიდან დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებამდე და საყოველთაო მარცხისა და გატეხილი მორალური სულისკვეთების განცდამდე მიიყვანა.
მეცნიერების, მაგიისა და რელიგიის დამუშავებისას, მალინოვსკიმ არსებითად მიიღო ტრადიციული დასავლური კონცეფცია ორმაგი რეალობის შესახებ, მაგრამ, მაგალითად, ფრეზერისგან განსხვავებით, მალინოვსკის მეცნიერება გამოაქვს არა მაგიიდან, არამედ ადამიანის ცოდნის ორგანიზების უნარიდან, რაც დემონსტრირებულია ტრობრიანის მკვიდრთა ტექნიკური უნარებით მებაღეობაში, გემთმშენებლობაში და ა.შ. საპირისპიროდ ამისა, ის განიხილავდა მაგიას, რომელიც ამ უნარებთან ერთად არსებობდა, როგორც ორგანიზებულ პასუხს შეზღუდულობისა და უძლურების განცდაზე საფრთხის, სირთულისა და იმედგაცრუების წინაშე.
კაცობრიობა გაჩენის დღიდან იბრძვის გადარჩენისათვის: სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. კიდევ ერთხელ დავდექით საფრთხის წინაშე პანდემიის გამო. კოვიდ 19-მა შეცვალა მსოფლიო და გვაიძულა განათლების ახალ რელსებზე გადავსულიყავით. საქართველოში დისტანციური განათლების მნიშვნელობაზე, მის დადებით თუ უარყოფით თვისებებზეა საუბარი პროფესორ ლია მეტრეველის წარმოდგენილ ნაშრომში. წიგნში საინტერესოდაა ნაჩვენები ონლაინ სწავლების ფუნქცია, რომელმაც გადაარჩინა განათლება. წიგნი თანამედროვე განათლების აქტუალურ პრობლემებზეა და, ცხადია, მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს საგანმანათლებლო სივრცეში.
წიგნი იმდენად პოპულარულ ენაზეა დაწერილი, რომ არატექნიკური ადამიანისთვისაც კი სრულებით გასაგებია, როგორ მივაღწიეთ დღევანდელ ტექნოლოგიურ პროგრესამდე... წიგნში შესულია, არა მარტო უცხოელი ფიზიკოსები, წარმოდგენილნი არიან ქართველი ფიზიკოსებიც. წიგნში საპატიო ადგილს იკავებენ ასევე ქალი ფიზიკოსებიც...
ევაგრე პონტოელის ასკეტურ შემოქმედებას დიდი ინტერესით იკვლევენ პატრისტიკული ლიტერატურის მკვლევრები საზღარგარეთის მრავალ ქვეყანაში. ძველი ქართული თარგმნითი ლიტერატურის კვლევა ამ მხრივ მეცნიერებას საინტერესო სიახლეებს პირდება. ამის დასტურია წინამდებარე პუბლიკაცია, რომლითაც მკითხველი პირველად გაეცნობა ევაგრე პონტოელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი თხზულების - Antirrhtikos-ის აქამდე უცნობ ქართულ თარგმანს.