iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

ცხოვრება მეცნიერებაა

ავტორი: ალფრედ ადლერი

2013 წელი | გამომცემელი: Pega

მთარგმნელი: ნინა თურმანიძე

ფსიქოლოგია, თარგმანი, მეცნიერული

ფორმატები: html, epub, mobi
383
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ეს შესანიშნავი წიგნი ეძღვნება მის მიერ შექმნილი „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის“ აქტუალური საკითხების განხილვას. ადლერმა გააკრიტიკა ფროიდის სწავლება ადამიანთა ქცევის დეტერმინაციაში სექსუალობისა და არაცნობიერის გაზვიადებული როლის გამო. მან აქცენტი გააკეთა სოციალური ფაქტორების როლზე, კერძოდ, ხაზს უსვამდა ლტოლვების სოციალურ მიმართულებას, როგორც ადამიანის ხასიათის საფუძველს. ადლერის მიხედვით, ადამიანის ხასიათი ყალიბდება მისი „ცხოვრების სტილის“ საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ბავშვობაში ჩამოყალიბებულ მიზანმიმართული მისწრაფებების სისტემას, რომელშიც რეალიზდება მოთხოვნილება უპირატესობაზე, თვითდამკვიდრებაზე და რომელიც წარმოადგენს არასრულფასოვნების გრძნობის კომპენსაციას.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
ალფრედ ადლერი
ალფრედ ადლერი

ალფრედ ადლერი (07.02.1870-28.05.1937) - ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის სკოლის ფუძემდებელი.