ავტორმა წინამდებარე გამოცემა მშობლიურ სოფელს - წინანდალს და აქ მოსახლე წინაპრების ცხოვრებას და მოღვაწეობას მიუძღვნა, ისევე როგორც მისი პირველი წიგნი - „წინანდალი - საქართველოს მკერდის მძივი“ წინანდალს, როგორც ტურიზმისა და კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს, არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც გამორჩეული ადგილი უკავია. სოფელს ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს. დღითიდღე იზრდება მისი მნიშვნელობა, როგორც კულტურული ღონისძიებების, საერთაშორისო საქმიანი შეხვედრებისა თუ უცხოეთის სამთავრობო დელეგაციების მიღების ადგილი.
წიგნი ეძღვნება დიდგორის ომს, რომელიც XII საუკ. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი მოვლენაა. დიდგორის ომში თურქ-სელჯუკთა ჯარის სასტიკი განადგურებით ქართველი ხალხი განთავისუფლდა თურქთა საუკუნოვანი მოძალეობისაგან და დასაბამი მიეცა საქართველოს პოლიტიკურ და სამეურნეო აღორძინებას. ნაშრომში ფართოდაა გაშუქებული საქართველოს მაშინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ქართველი ხალხის ბრძოლა გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა, მისი ბრძოლა გარეშე მტრებისაგან საქართველოს განთავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის.
დავით აღმაშენებლის ეპოქაზე ყველას ბევრი გვიფიქრია. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ძნელად წარმოსადგენია, თუნდაც როგორ მოიგო გენიოსმა მეფემ დიდგორის ბრძოლა. „მსტოვარის“ ავტორმა, ალექსანდრე პაიკიძემ, ის ეპოქა გააცოცხლა და წარმოუდგენელი ემოციებით ავსებს მკითხველს. თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის ცოტა თუ მოიძებნება, ვინც გაბედა და ქართული ისტორია გააცოცხლა. ავტორმა კი ეს გენიალურად შეძლო. წიგნში გადმოცემული ამბები მოგიყვებათ, რატომ და როგორ უყვარდათ სამშობლო, რისი გაღება უწევდათ ჩვენს წინაპრებს, რომ საქართველოს დღემდე მოეღწია... ეს რომანი იმ ნაპერწკალს აგინთებთ, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ენთო ბევრი ქართველის გულში და რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა... ამ წიგნზე ასე ვიტყოდი: „წიგნი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს“.
საბჭოეთმა დაუკითხავად ისესხა უამრავი ელემენტი მასონობისგან, რადგან მისი საწყისი პოლიტიკური „ელიტის“ ნაწილი მიეკუთვნებოდა (ან პირად წარსულში წვდომა გააჩნდა) სხვადასხვა მასონურ, ეზოთერულ, კაბალისტურ, მისტიკურ, როზენკროიცერულ, მათ შორის, ფსევდო-ორგანიზაციებს, საზოგადოებებს და საძმოს. ამ წიგნში, ასევე, განვიხილავ საკმაოდ სინტერესო ფენომენს. მასონობის დევნის და ლიკვიდაციის პერიოდში შექმნილი „გულაგების“ პირველ სპეციალურ დაწესებულებებში მასონობის ზეგავლენაზე „კანონიერი ქურდების“ გარკვეული ტრადიციების ჩამოყალიბებაზე. სწორედ 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა ეს ფენომენი საბჭოეთში, რომელსაც ახასიათებდა საკუთარი კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ვფიქრობ საინტერესო გამოცემა გამოვიდა, რომელსაც დიდი ინტერესით გაეცნობით და რომელიც მისცემს თქვენს გონებას დამატებით ფიქრის საზრდოს.
„ქართული სამართლის ისტორიის“ მეორე ნაწილის მეორე ნაკვეთში ფუნდამენტურად არის განხილული დანაშაულისა და სამართლის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, დანაშაულებანი სახელმწიფოს, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ; სამართლის მხრივ, საკორპორაციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი ისევე, როგორც სასამართლოს წარმოება საქართველოში.
ქალები უკვე მე-18 საუკუნიდან აცხადებდნენ სურვილს მასონურ ორდენში გაწევრიანებაზე, მაგრამ მათი „მასონად აღიარებას“ საფრანგეთში რამდენიმე ათეული წელი, ხოლო ინგლისში 200 წელზე მეტი დრო დასჭირდა. დღეს ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას ტრადიციულ მასონურ წრეებში, ამასთან, ცალკე მდგომი [მხოლოდ ქალებისთვის] ქალთა ლოჟები, აღიარა ფაქტობრივად უკვე ყველა იურისდიქციამ, როგორც „მასონური“, აკრძალვა ვრცელდება ე.წ. „შერეულ“ მუშაობებზე, სადაც მამაკაცები და ქალები ერთად რიტუალურად იმუშავებდნენ. წიგნის ავტორი არ ამტკიცებს თუ რა არის მართებული, წარმოგიდგენთ მხოლოდ ფაქტებს და ისტორიას, ამასთან, გარკვეულ მსჯელობას, თუ რატომ სურთ ქალებს მასონური ორდენის წევრობა, რას „აძლევს“ მათ ასეთი წევრობა, რა როლს ასრულებს ქალი როგორც მასონი, საზოგადოებაში და ა.შ..
რომანი დაფუძნებულია ისლანდიელი პროტესტანტი პასტორის, იოუნ სტეინგრიმსონის ლეგენდარულ წერილებზე, რომლებსაც ფეხმძიმე ცოლს, ტორუნს სწერდა. ქალის პირველი ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პასტორი ვულკანის საშინელი ამოფრქვევების შედეგად განადგურებულ ისლანდიის ველებზე დაეხეტება და მღვიმეს აფარებს თავს; გაუკაცრიელებული პეიზაჟის ფონზე, ფერფლის ნაცრისფერი ღრუბლებისა და ლაპილების გარდა, ის აღმოაჩენს ბუნების გაღვიძების არაჩვეულებრივ სილამაზეს და გადაეყრება უცნაურ მგზავრებს, რომლებიც, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ახალი ცხოვრების იმედს უღვიძებენ და იმ დროზე დააფიქრებენ, როდესაც ტორუნს ჩაეხუტება და ახალშობილ პირმშოს ხელში აიყვანს. პასტორი იოუნი რეალური პიროვნება იყო და მისი ეპიკური ისტორია ისლანდიაში ყველამ იცის, წერილების შინაარსი თაობიდან თაობას გადაეცემა, ჰყვებიან, განიცდიან, თანაუგრძნობენ. მწერალმა ამ ისტორიის თავისებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.
ეს შემოკლებული და ელექტრონულად ადაპტირებული მეორე გამოცემაა. წიგნი მივუძღვენი იმ ქართველ ძმებს , მასონური ორდენის წევრებს, რომლებიც იყვნენ ჩვენი სამშობლოს შვილები, ქვეყნის განვითარებაში სხვადასხვა როლით, ფუნქციითა და ხედვით. წლების წინ საკმაოდ გაუბედავად დავიწყე ამ გამოცემის მომზადება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, კიდევ მრავალი ახალი გამოცემა მიეძღვნება ჩვენს ქართველ მასონ ძმებს. გაუბედავად, იმიტომ, რომ რთულია გამორჩეულ ადამიანებზე წერა, ქართული საზოგადოებისთვის იმის ახსნა, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორც მასონები, თუ რა გავლენას ახდენდა მასონობა მათ მსოფლმხედველობაზე და ზოგადად, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.