ამ ნაწარმოების სრული სახელწოდებაა "მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ", რომელშიც მირიან მეფის მოქცევასთან ერთად მოთხრობილია ქართლში ნინო განმანათლებლის მიერ ქრისტიანობის გავრცელების ამბავი. წარმოადგენს ქართლის ცხოვრების მე-2 წიგნს.
"ჰამლეტი" ანუ სრული სახელწოდებით "ტრაგედია დანიის უფლისწულ ჰამლეტისა" არის უილიამ შექსპირის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი პიესა, დაწერილი 1599 და 1602 წლებს შორის, რომელშიც დრამატიზებულად არის გადმოცემული დანიის უფლისწულის შურისძიება მისი ბიძის - კლაუდიუსის წინააღმდეგ, რომელმაც საკუთარი ძმა, ჰამლეტის მამა - მეფე ჰამლეტი მოაკვდინა ტახტზე ასასვლელად და ძმის ქვრივი, ჰამლეტის დედა - გერტრუდა შეირთო ცოლად.