მახასიათებლები
- სათაური: მოგონებანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: გიორგი მაზნიაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3492
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
- თავი I - დასავლეთის ფრონტიდან ჩემი საქართველოში დაბრუნება 1917 წელს…
- თავი II - 1918 წელი: ბათუმის დაცემა 31 მარტს…
- თავი III - ომი სომხეთთან და ჩემი დანიშვნა ქართული ლაშქრის უფროსად
- თავი IV - ახალციხის აჯანყება 1919 წელში; ჩემი დანიშვნა ახალციხის და...
- თავი V - 1920 და 1921 წლები - ჩემი დანიშვნა ტფილისისა და მისი რაიონის სარდლად და...
- თავი VI - ჩემი თავაგდასავალი საზღვარგარეთ ყოფნის დროს; ჩემი დატუსაღება...
გადაფურცვლა
სარჩევი
თავი I- დასავლეთის ფრონტიდან ჩემი საქართველოში დაბრუნება 1917 წელს…
თავი II- 1918 წელი: ბათუმის დაცემა 31 მარტს…
თავი III- ომი სომხეთთან და ჩემი დანიშვნა ქართული ლაშქრის უფროსად.
თავი IV- ახალციხის აჯანყება 1919 წელში; ჩემი დანიშვნა ახალციხის და...
თავი V- 1920 და 1921 წლები - ჩემი დანიშვნა ტფილისისა და მისი რაიონის სარდლად და...
თავი VI- ჩემი თავაგდასავალი საზღვარგარეთ ყოფნის დროს; ჩემი დატუსაღება...
თავი I
დასავლეთის ფრონტიდან ჩემი საქართველოში დაბრუნება 1917 წელს.
- მეორე ქართული ქვეითი დივიზიის შედგენა.
მე ჩამოვედი ტფილისში 1917 წ. სექტემბრის 20-ს. დასავლეთის ფრონტზე, სადაც მე ვიყავი, გამოვიდა ბრძანება, რომ ვისაც სურს, შეუძლიან დაბრუნდეს სამშობლოში ეროვნულ სამხედრო ნაწილების შედგენის მიზნით. ჩემთან ერთად ჩამოვიდა 60-მდე ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი. ჩვენ თავს მხნედ და იმედიანად ვგრძნობდით, ეროვნულ სამხედრო ნაწილების შედგენაზე ვამყარებდით დიდს იმედებს. მე დარწუნებული ვიყავი, რომ ამ ნაწილების შედგენას უკვე შეუდგნენ ჩვენში და ველოდი, რომ დღე-დღეზე მიმიწვევდნენ სამსახურში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც მოველოდი.
ტფილისში ამ დროს არსებობდა ჯერ კიდევ ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი, რომელიც შესდგებოდა კომისრებისაგან, ხოლო არმიას სათავეში უდგა კავკასიის ფრონტის მთავარი სარდალი თავისი შტაბით და კავკასიის სამხედრო ოლქი.
არავითარი ეროვნული სამხედრო ნაწილი არ არსებობდა. ორი ქართული ლეგიონი, ერთი ქვეითი, ერთიც ცხენოსანი, რომლებიც შესდგა რევოლუციამდე, იმ ჟამად იმყოფებოდა ფრონტზე, ხოლო ეროვნულ ქართულ სამხედრო ნაწილების შედგენა დავალებული ჰქონდა ქართულ სამხედრო კავშირს, რომელმაც ჯერ კიდევ აგვისტოში გაგზავნა თავისი წარმომადგენელი პეტროგრადში ქართული კორპუსის შედგენის ნებართვის გამოთხოვისათვის.
ოქტომბერში ფრონტიდან დაბრუნდა დასასვენებლად ორივე ქართული ლეგიონი, ხოლო ქუთაისში შესდგა სათადარიგო ქართული ასეული. აი ეს...
გიორგი მაზნიაშვილი
გიორგი მაზნიაშვილი (1870-1937) - დაუმარცხებელი ქართველი გენერალი, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, თბილისის გენერალ-გუბერნატორი, აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი, ახალციხე-ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, წითელი ლაშქრის სარდალი თურქეთთან ომში. ორჯერ დაიბრუნა ბათუმი და საქართველოს საზღვრები გადაიტანა სოჭს იქეთ. დახვრეტილია ბოლშევიკების მიერ. 2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.