iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფსიქოლოგია

სორტირება:

ლეონ ფესტინგერის 1957 წლის „კოგნიტური დისონანსის თეორია“ საკვანძო ტექსტია ფსიქოლოგიის ისტორიაში, რომელმაც მისი ავტორი თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სოციალურ ფსიქოლოგად აქცია. ეს ასევე იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი ისეთი სამუშაოსთვის გაერთიანდეს, რომელიც სამუდამოდ ცვლის იმას, თუ როგორ უდგებიან ადამიანები პრობლემებს. წიგნში წამოყენებულია ახალი თეორია, რომელსაც ისეთი მონაცემების განმარტება შეუძლია, რომლებსაც სხვა თეორიები ვერ უმკლავდება. ის ისეთ ემპირიულ ფენომენებს აერთიანებს, რომლებიც ადრე კავშირის არმქონედ მიიჩნეოდა, რაც იმ ექსპერიმენტების შედეგებით მყარდება, რომლებიც სპეციალურად ამ შედეგების შესამოწმებლად შექმნეს. ეს ექსპერიმენტები სრულად არის აღწერილი ტექსტში.

ეს ტექსტი რობერტ გრინის წიგნის „ძალაუფლების 48 კანონი“ შემოკლებული ვერსიაა. აქ არის თავმოყრილი მხოლოდ ყველაზე ფასეული აზრები, იდეები, მაგალითები. გრინი თვლის, რომ მმართველი ელიტა ყველა დროში დაახლოებით ერთნაირად იქცევა, ქცევის ერთი და იგივე მოდელებით. ადამიანთა უმრავლესობისთვის ძალაუფლებისკენ სწრაფვა ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს. მაკიაველის, სუნ-ძის, კარლ ფონ კლაუზევიცის მანერით დაწერილი ეს წიგნი შეიძლება გამოყენებულ იქნeს, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ადამიანთა მანიპულირების შესახებ. მეორე მხრივ, ის დაგვეხმარება იმაში, რომ თავიდან ავიცილოთ სხვების მანიპულაციები.

ეს წიგნი დაგეხმარებათ შეწყვიტოთ საკუთარი თავის „ჭამა“; მოიშოროთ შინაგანი კრიტიკოსი და შემზღუდველი მრწამსები; ისწავლოთ თქვენს ფიქრებზე დაკვირვება და მათგან საკუთარი თავის გამოყოფა; შეხვდეთ საკუთარ რთულ გრძნობებს და ისწავლოთ მათი მართვა. დადგა დრო გაერკვეთ, რა ხდება სინამდვილეში თქვენ თავში, გახდეთ უფრო მშვიდი, უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი.

წიგნში ავტორი გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორი დიდი გავლენა იქონია იესო ქრისტემ მის ცხოვრებასა და რწმენაზე. იგი აღტაცებულია იესოთი, როგორც სულიერი ლიდერით, ფილოსოფოსით. გვიზიარებს, როგორ ესმის ქრისტეს მოძღვრება და რა როლი შეასრულა ქრისტემ მისი არა-ძალადობრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

წიგნში ავტორი გვიზიარებს თავის ზედროულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ექიმებისა და წამლების გარეშე. ავტორი გვეუბნება, რომ ეს შესაძლებელია ბუნების ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორებიცაა სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ბუნებრივი საკვები. გარდა ამისა, საჭიროა დიეტის დაცვა, ვარჯიშები და ჯანსაღი ძილი. წიგნი 1942-1944 წლებში დაიწერა, როცა განდი ციხეში იჯდა ინდოეთის ქალაქ პუნაში. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ის დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.

გერმანელ-ამერიკელი ქრისტიანი მოაზროვნე და კულტურის ფილოსოფოსი პაულ ტილიხი (1886-1965) ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს თეოლოგად. მისი შემოქმედების მთავარი თემებია ქრისტიანობა და კულტურა, ქრისტიანობის ადგილი თანამედროვე კულტურასა და ადამიანის სულიერ გამოცდილებაში, ევროპელი ერების ისტორიული ბედისწერა სახარების ჭრილში. ამ პრობლემების განხილვისას მკვლევარი ონტოლოგიისა და ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიისა და ფილოსოფიის ისტორიის, ქრისტოლოგიისა და ბიბლიური ჰერმენევტიკის ტერმინებს იშველიებს. წიგნი შემდეგ კითხვებს უპასუხებს: რა კულტურულ ფორმებს იღებს ქრისტიანობა უკანასკნელ საუკუნეებში და დღეს? როგორ ახდენს ის ზეგავლენას ხელოვანთა შემოქმედებასა და აზროვნებაზე, თანამედროვე კულტურაზე?

ავტორის 33 თავისგან (ინტერვიუსგან) შემდგარი წიგნი – „სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“ – ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს ეხება როგორებიცაა: გაცნობიერება, არსებობს თუ არა ღმერთი?, შიში, როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში, ურთიერთობა, კონფლიქტი, რელიგიური ცხოვრება, მთელის დანახვა, მორალი, თვითმკვლელობა, დისციპლინა, რაც არის, მაძიებლობა, ორგანიზაცია, სიყვარული და სექსი, აღქმა, ტანჯვა, გული და გონება, სილამაზე და ხელოვანი, დამოკიდებულება, რწმენა, სიზმრები, ტრადიციები, განპირობებულობა, ბედნიერება, სწავლა, თვითგამოხატვა, ვნება, წესრიგი, ინდივიდი და საზოგადოება, მედიტაცია და ენერგია, აზრის დასასრული, ახალი ადამიანი

წიგნში განხილულია, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს წარსულ გამოცდილებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რადგან ყოველი ქმედება პირდაპირ თუ ირიბად აისახება და ილექება არაცნობიერში, რაც შემდეგში თავს იჩენს ამა თუ იმ გადაწყვეტილების განხორციელების დროს. კულტურისა თუ სხვა გარემოების მიერ დათრგუნული ლიბიდო არაერთი კომპლექსის წყაროდ გვევლინება. სანამ მოზარდის ორგანიზმში სექსუალური სურვილები აქტუალიზირდება, იქამდე გოგონასა თუ ვაჟის ცნობიერში ჩნდება და ხშირად განმსაზღვრელიც კი ხდება ოჯახისა და კულტურის მიერ შემუშავებული წარმოდგენები სექსუალობისა და სექსისადმი, რაც ამ უკანასკნელის დათრგუნვასა და ტაბუირებას განაპირობებს.

ავტორის 16 თავისგან (ლექციის ჩანაწერებისგან) შემდგარი წიგნი – „თავისუფლება ცნობილისგან“ – მიჩნეულია ავტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომად. „ამ წიგნის მთავარი ამოცანა ის არის, რომ თქვენში და შესაბამისად თქვენს ცხოვრებაში მოახდინოს რევოლუცია, რომელსაც საერთო არაფერი ექნება საზოგადოების სტრუქტურასთან როგორიც ის არის. საზოგადოება, როგორიც ის არის, შემაძრწუნებელია თავისი აგრესიითა და დაუსრულებელი ომებით, მიუხედავად იმისა, თავდაცვითია ეს ომები თუ დაპყრობითი. ჩვენ გვჭირდება რაღაც სრულიად ახალი – რევოლუცია-მუტაცია თვითონ ფსიქიკაში. მოხუც ტვინს არ შეუძლია გადაჭრას ადამიანთა ურთიერთობის პრობლემები. მოხუცი ტვინი არის აზიური, ევროპული, ამერიკული ან აფრიკული. ამიტომ, ჩვენ საკუთარ თავს ვუსვამთ შეკითხვას: შეიძლება თუ არა მუტაციის მოხდენა თვითონ ტვინის უჯრედებში?“ – ჯიდუ კრიშნამურტი.

„წიგნსაც კი თავის ბედისწერა აქვს“ . ეს ლათინური აფორიზმი სრულად შეესატყვისება „ტიბეტური თქმულება იესო ქრისტეზე“ - შუააზიურ აპოკრიფულ თქმულებას, როგორც იესო ქრისტეს შუა აღმოსავლეთში უწოდებენ, ისაზე

წიგნი შედგება ოშოს გამონათქვამებისგან სექსის შესახებ, გამონათქვამები აღებულია ოშოს შემდეგი წიგნებიდან: „სექსიდან სუპერცნობიერებამდე“; „სიყვარულის ძალა“; „რა არის მედიტაცია?“; „ფარული მისტერიები“; „ახალი ალქიმია: იმისათვის, რომ აღგაგზნოთ თქვენ“; „ეზოტერიკის ფსიქოლოგია“ და სხვ.

ევერეტ შოსტრომის ფსიქოლოგიური ბესტსელერი მაინტრიგებელი სახელწოდებით „ადამიანი – მანიპულატორი“ მილიონობით მკითხველს დაეხმარა საკუთარი თავისადმი რწმენის შეძენაში, გაუკეთესებაში, ცხოვრების შესწავლაში. ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ უფრო დიდი ჰუმანისტია – შოსტრომი, რომელიც თავის გარშემო მანიპულატორებს ხედავს, თუ კარნეგი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ადამიანებს გულახდილი ინტერესით მოვეპყრათ. „შეეცადეთ მოერიდოთ კონფლიქტებს... აკონტროლეთ საკუთარი თავი... ამას ადვილად მოეკიდეთ“, – მუდმივად გვირჩევს დეილ კარნეგი. „მოსინჯეთ და როცა თქვენს ნერვულ სისტემას გამოფი ტავთ, ჩემთან მოდით სამკურნალოდ, მე პირდაპირ საპირისპიროს გირჩევთ“, – წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ევერეტ შოსტრომი. ადვილად წარმოსადგენია ეს საპირისპირო რჩევები: „ნუ მოერიდებით კონფლიქტებს, ნუ გააკონტროლებთ თავს“. ნუთუ ასეა? დაე, თავად ქართველმა მკითხველმა განსაჯოს, თუ ვის რჩევას დაუჯეროს.

მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის, ერიხ ფრომის ეს შესანიშნავი ნაშრომი წარმოადგენს ფსიქოანალიტიკურ ესსეს ჰიტლერის შესახებ, რომლის ქართულ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს. იგი აჯამებს ავტორის მრავალწლიან ნააზრევს ამ საკითხის შესახებ. ეყრდნობა რა მრავალფეროვან ბიოგრაფიულ მასალებს, დოკუმენტებს და თანამედროვეთა ჩვენებებს, ავტორი ცდილობს ჰიტლერის პიროვნების ცნობიერი და არაცნობიერი მხარეების გამოკვლევას.

ალფრედ ადლერი (07.02.1870-28.05.1937) - ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის სკოლის ფუძემდებელი.

დიდი ინგლისელი მწერლის ჯეიმს ალენის ყველაზე ცნობილი წიგნი „როგორ აზროვნებს ადამიანი“ გამოქვეყნდა 1902 წელს და ამჟამად ითვლება კლასიკურ ნაწარმოებად ადამიანის თვითგანვითარების სფეროში. ეს მომცრო წიგნი შეყვანილია მსოფლიოს იმ 50 საუკეთესო ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს შორის, რომლებიც ადამიანს ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება. ამიტომაც ამ გამოცემას ეს სათაური მივეცით. გამოცემაში შესულია ალენის კიდევ ორი ნაწარმოები: „გახდით თქვენი გონების, ჯანმრთელობის და ცხოვრების სრულუფლებიანი ბატონი“ და „წარმატების რვა ბურჯი“.

წინამდებარე გამოცემაში მკითხველს ვთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის შინაარსობრივად ორ ერთმანეთთან ახლო მდგომ ნაწარმოებს: „ფსიქოანალიზი და რელიგია“ და „დოგმატი ქრისტეზე“. პირველ ნაწარმოებში ავტორი დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა დაპირისპირება მრავალსაუკუნოვან რელიგიასა და ათეიზმის ტენდენციებს შორის. „დოგმატი ქრისტეზე“ საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს ამოხსნას, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი. ეს ნაწარმოები მოიცავს ისტორიულ პერიოდს ქრისტეს დაბადებიდან ნიკეას პირველ კრებამდე. გაანალიზებულია, თუ როგორ იცვლებოდა იესოს რელიგიური გაგება იმ დროის სოციალურ-ეკონომიკურ რეალიებზე დამოკიდებულებით.