iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კრიტიკა

სორტირება:

კრებულში განხილულია რუსული ლიტერატურის, ფილოსოფიის, სულიერების ზოგიერთი ასპექტი. ყურადღების ცენტრშია რუსული ლიტერატურის ის ნიმუშები, რომელთა ქართულ ენაზე თარგმანიც კრებულის ავტორმა შეასრულა. წერილები ეძღვნება კლასიკოს მწერალს მ. სალტიკოვ-შჩედრინს, ქარისტიან ავტორსა და მოძღვარს მამა ალექსანდრე მენს, ფილოსოფოს ნიკოლაი ბერდიაევს, თანამედროვე ავტორებს – ბორის აკუნინს, ლორა ბოჩაროვას, ევგენი ვოდოლაზკინს.

ფილოლოგიური წერილების კრებული ეძღვნება იმ მწერლებს, ვინც სხვადასხვა წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. წერილებში ყურადღება ამ მწერალთა იმ ნაწარმოებებზეა გამახვილებული, რომლებიც წერილების ავტორმა ქართულ ენაზე თარგმნა.

წიგნში შესულია ავტორის მიერ 1996-2009 წლებში ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული კრიტიკული, ლიტერატურატმცოდნეობითი, საზოგადოებრივი პრობლემატიკისადმი მიძღვნილი წერილები. წერილებში განხილულია ქართველი და უცხოელი მწერლების – ნაირა გელაშვილის, ნატო გაგნიძის, გივი მარგველაშვილის, რეი ბრედბერის, რ. მ. რილკეს, დ. ჰ. ლორენსის და სხვათა შემოქმედება.

მითოსის ძიებაში
4.00ლარი

მითოსის ძიებაში

თამარ კოტრიკაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში შესულია ესეები ავტორის ვრცელი ფილოსოფიურ-ესეისტური თხზულებიდან “ქრისტე და ანტიქრისტე რუსულ ლიტერატურაში: ლევ ტოლსტოი და დოსტოევსკი” (1900-1902), სადაც ორი დიდი რუსი კლასიკოსის შემოქმედების კვლევაზე დაყრდნობით ეპოქის უმნიშვნელოვანესი რელიგიური და ფილოსოფიური საკითხებია დასმული.

ვისთვისაც საინტერესოა ქართული მწერლობის ბედი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა ტოტალიტარიზმის ესთეტიკური საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესი, რთული მოვლენები ამ ეპოქის ლიტერატურასა და ხელოვნებაში, გამომცემლობა „საგა“ გთავაზობთ საბა მეტრეველის მონოგრაფიას „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“, ბატონ სოსო სიგუას რედაქტორობით.

ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი პიონერის, კიტა აბაშიძის კრიტიკულ ესსეთა კრებული მოიცავს XIX საუკუნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილის შემოქმედების ანალიზს, როგორც თვითონ უწოდებს მას, "ევოლუციის მეთოდის" საფუძველზე. მეორე ნაწილში განხილულია გ. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ვაჟას, დ. კლდიაშვილისა და სხვათა შემოქმედება.

ქართული ლიტერატურული კრიტიკის ერთ-ერთი პიონერის, კიტა აბაშიძის კრიტიკულ ესსეთა კრებული მოიცავს XIX საუკუნის ქართველი მწერლებისა და პოეტების ერთი ნაწილის შემოქმედების ანალიზს, როგორც თვითონ უწოდებს მას, "ევოლუციის მეთოდის" საფუძველზე. პირველ ნაწილში განხილულია შემოქმედება რომანტიკოსებიდან აკაკი წერეთლამდე, მისი ჩათვლით.

პოპულარობა ნიკოს კაზანძაკისს ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაწერილმა რომანებმა მოუტანა. ზუსტად, მათ შორისაა „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, რომელშიც ასახულია მცირე აზიის კატასტროფის (1922) წინა პერიოდი. აღნიშნული ისტორიული რეალია მწერალს ფონად აქვს გამოყენებული თავისი გმირების ფსიქოლოგიური სამყაროს საჩვენებლად და სიუჟეტის გადმოსაცემად. ნაწარმოებში ასევე გავლებულია პარალელები უფლის დროინდელ იუდეის ამბებთან. ქართველი მკითხველისათვის ეს ნაწარმოები იმითაც არის საინტერესო, რომ მასში საქართველოა ნახსენები. 

თქვენ წინაშეა ტაციტუსის მცირე ზომის ქმნილება რიტორიკის ხელოვნების შესახებ, რომელიც დიალოგის ფორმითაა დაწერილი. მისი შექმნის თარიღი უცნობია, სავარაუდოდ კი ჩვ.წ. 102 წელს უნდა იყოს დაწერილი.

კაპიტალისტური სისტემა უკვე სამი ასწლეულია მსოფლიოს დომინანტური ეკონომიკური მოდელია. სისტემა, რომელმაც სოციალურ-ეკონომიკურ სიკეთეებთან ერთად, უამრავი უბედურება და უთანასწორობა მოიტანა, საქართველოში უკანასკნელი 30 წელია დიდი სისწრაფით იკიდებს ფეხს; კაპიტალიზმს მოჰყვება თავისი კულტურული კოდები - კულტურის ინდუსტრია, რომელიც ეკონომიკური რეალობის გამყარებაა კულტურის სფეროში; წინამდებარე კრებულის მიზანია წარმოაჩინო და გააკრიტიკოს, როგორც კაპიტალიზმის ეკონომიკური ბაზისი, ისე მისი ზედნაშენის - კულტურის ინდუსტრიის მოქმედების პრინციპები და ალგორითმები.

წარმოდგენილ კრებულში გაიზიარებთ სარტრის თავსდატეხილ რისხვას ფრანსუა მორიაკს, დოს პასოსის განდიდებასა და მალარმეს შეფასებას - სარტრისათვის ჩვეული პრინციპულობითა და საკუთარი პოზიციის ურყევობის განცდით. სხვადასხვა წლებში დაწერილ ესსეთა კრებულს პირველად ვთავაზობთ ქართველ მკითხველს.

სამი ესსეი
2.00ლარი

სამი ესსეი

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ლორენცო ვალა პირველი იყო მათ შორის, ვინც მეცნიერული არგუმენტებით ამხილა ე.წ. "კონსტანტინეს ნაბოძვარის" სიყალბე, დოკუმენტისა, რომლის საფუძველზე პაპები საუკუნეთა განმავლობაში აცხადებდნენ პრეტენზიას ევროპის დიდ ნაწილზე. ტექსტი შეიცავს თავად "კონსტანტინეს ნაბოძვარს", ვალას მსჯელობასა და შენიშვნებს. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.

მსჯელობა
4.99ლარი

მსჯელობა

ლორენცო ვალა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სარტრის ესსეი "რისთვის ვწერთ?" აყალიბებს ავტორის შეხედულებას მწერლის დანიშნულების შესახებ, რაც უფრო ვრცელი ნაშრომის - "რა არის ლიტერატურა?" ნაწილს წარმოადგენს.

რისთვის ვწერთ?
2.00ლარი

რისთვის ვწერთ?

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star