მახასიათებლები
- სათაური: ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ (ნაწილი I)
- ISBN კოდი:
- ავტორი: კიტა აბაშიძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 178
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1056
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- წინასიტყვაობა
- თ-დი ალექსანდრე ჭავჭავაძე
- თ-დი გრიგოლ ორბელიანი
- თ-დი ნიკოლოზ ბარათაშვილი
- თ-დი ვახტანგ ვახტანგ ორბელიანი
- თ-დი გიორგი ერისთავი
- თ-დი ილია ჭავჭავაძე
- თ-დი აკაკი წერეთელი
გადაფურცვლა
კიტა აბაშიძე - ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
სარჩევი
წინასიტყვაობა
თ-დი ალექსანდრე ჭავჭავაძე
თ-დი გრიგოლ ორბელიანი
თ-დი ნიკოლოზ ბარათაშვილი
თ-დი ვახტანგ ვახტანგ ორბელიანი
თ-დი გიორგი ერისთავი
თ-დი ილია ჭავჭავაძე
თ-დი აკაკი წერეთელი
წინასიტყვაობა
1890-ში ფრანგმა კრიტიკოსმა ბრიუნეტიერმა გამოსცა „გვართა ევოლუცია ლიტერატურის ისტორიაში“. ჩვენ მაშინვე მივაქციეთ მკითხველი საზოგადოების ყურადღება ბრიუნეტიერის სრულიად ახალ მეთოდს და დავსტამბეთ რამდენიმე წერილი „ივერიაში“ (1894 წ., 165 და 166) და „მოამბეში“” (1894 წ., 12 და 1895 წ., 1 და 2). ბრიუნეტიერის სამეცნიერო-კრიტიკულმა შრომამ აღგვიძრა აზრი და სურვილი, ახალი მეთოდის მიხედვით განგვეხილა ქართული ლიტერატურა XIX საუკუნისა. მაშინვე მივჰყავით ხელი ამ ლიტერატურის კორიფეების შესახებ ეტიუდების წერას. აგერ ათი წელიწადია დრო გამოშვებით ჩვენ ამა თუ იმ მწერლის შესახებ ვსტამბავდით ეტიუდებს. დღეს, რაკი XIX საუკუნის ჩვენი ლიტერატურის უმთავრესი მიმართულებებისა და მათის მეთაურების შესახებ ეტიუდები დამთავრებულია, ჩვენ განვიზრახეთ ამ წიგნაკის ცალკე გამოცემა. ძალიან კარგად გვესმის ჩვენის შრომის სისუსტე და ვიცოდით, რომ არც ძალი და არც ღონე არ შეგვწევდა, ჩვენი ბრწყინვალე და მშვენიერი ლიტერატურის შესაფერი დახასიათება მიგვეწოდებია საზოგადოებისათვის. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ერთადერთი სისტემატური შრომაა (რა ღირსებისაც არ უნდა იყოს იგი) XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ ქართულ ენაზედ, სადაც ავტორი სცდილობდა ეს დიადი მოვლენა ჩვენი ერის აზრისა და გონების სამეუფოისა თვალწინ გადაეშალა მკითხველ საზოგადოებისათვის.
მეთოდი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, გახლავსთ მ ე თ ო დ ი ე ვ ო ლ უ ც ი ი ს ა; აი, რაში მდგომარეობს ეს მეთოდი:
როგორც ბუნებაში, ისე ლიტერატურაში...