„Ein Buch für Alle und Keinen“...მიმდინარე დროში წიგნისმიერი თხრობის მცდელობა ყველასთვის და ამავდროულად არავისთვისაა განკუთვნილი. წინარე ტექსტები ერთგვარი მცდელობაა მიმდინარე რეალობის იმნაირი აღქმის, სადაც, არსებული გაუცხოების მიუხედავად, ადამიანის გაცნობიერების არეალში აუცილებლად შემოდის მარადიული ღირებულებების შეგრძნება, როგორც შესაძლებლობა სამყაროსთან და ყოველ არსებულთან მიმართების ცვალებისა. ამგვარ დილემაზე პასუხში იკვეთება როგორც ადამიანის პასუხისმგებლობა, ასევე მისი ეგზისტენციალური სტატუსი.
იოსებ ახალაია ახალგაზრდა მწერალია, „ომის ათი დღე“ მისი სადებიუტო ნაშრომია. წიგნი თამამი განაცხადია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ამ პატარა რომანში აღწერილია რუსეთ-უკრაინის ომის დროს ქართველი და უკრაინელი წყვილის ისტორია... მათთან ერთად როგორ უმკლავდებიან ომის საშინელებას, აქ, საქართველოში დარჩენილი ერთ-ერთი მთავარი გმირის მშობლები... ამ წიგნის წაკითხვისას შეუძლებელია თვალზე ცრემლი არ მოადგეს ადამიანს, რადგან ნათლად გადმოსცემს ომის გამო გამოწვეულ ტკივილებს, საომარი მოქმედებებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი...
წიგნი ორ ნაწილადაა გაყოფილი, პროზად და პოეზიად. თუმცა რეალურად ეს ორი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განუყოფელია. ორივე მათგანს ერთი ადრესატი ჰყავს. მაგიური რეალიზმის ჟანრის მოთხრობაში კი მოყოლილია, სასიყვარულო ურთიერთობა. დროის, როგორც პიროვნების და ბიჭის თავგადასავალი, რომელიც დაკარგული სიყვარულის დაბრუნებას ცდილობს. სტუმრობა ზეცასა და მიწისქვეშეთის სამეფოში. შეხვედრა კიდევ სხვა მაგიურ პერსონაჟებთან და ჭიდილი სიკვდილთან, რომლისაც დროსაც კი ეშინია.
ნაშრომში დეტალურადაა განხილული ფსიქოლოგიური მიმართულებანი სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ერთად, გაშუქებულია პერსონოლოგიური პრობლემები ქართულ მწერლობაში – შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ივანე ჯავახიშვილის შემოქმედების მაგალითზე. მასალები განხილულია ევოლუციურ-დინამიკურ, ისტორიულ ასპექტში. განხილულია აგრეთვე საკითხები ადამიანის სულიერი ყოფიერების აზრის, მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. ავტორი აგრეთვე ჩერდება კაცთმცოდნეობისა და მორალური სიფაქიზის პრობლემებზე.
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.
ოშო მკითხველს მოუწოდებს, ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას, გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან, რომელიც ადამიანს აჯაჭვებს, ხელს უშლის, ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება. „მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი, - ამბობს ოშო. - მე მას ყველგან ვეძებდი და, აი, რა აღმოვაჩინე: ის არსად არ არის. მე ვეძებდი შიგნითაც და გარეთაც, მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ღმერთი არ არის. ეს უბრალო კონსტატაციაა ფაქტის, სიბრაზის, მტრობის გარეშე. რისი გაკეთება შემიძლია, თუ ის არ არსებობს?! მე არ ვარ დამნაშავე“.
ლექსებში გამღჟავნებული პოეტური ხილვები ოდნავადაც არ არის ბუნდოვანი, გამოგონილი და მოჩვენებითი. აქ ყოველივე ნამდვილია, ბუნებრივი, ეჭვშეუტანელი და დამაჯერებელი. პოეტის თითეული ლექსი ერთგვარი ავტოპორტრეტია, კეთილშობილი ქართველი კაცის სახისა და ხასიათის უტყუარი ანარეკლი.
წიგნი ლექციების კურსის ფორმითაა შედგენილი და განკუთვნილია სტუდენტებისთვის და ასევე ფსიქოლოგიით დაინტერესებული მკითხველთა წრისთვის. ცხადია წიგნს ვერ ექნება ყოვლისმომცველობის პრეტენზია, მაგრამ ავტორთა ჯგუფი ორიენტირებულია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებზე, რაც გამოყენებითი ფსიქოლოგიის შესწავლასა და მის პრაქტიკაში დანერგვას უკავშირდება. ვფიქრობთ, ნაშრომი ასევე დაეხმარება შრომით ჯგუფებში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რათა გააანალიზოს და გააკეთოს სავარაუდო დასკვნები თანამედროვე ორგანიზაციებში მიმდინარე ცვლილებებსა და მის შედეგებზე, როგორც შეუქცევად პროცესებზე.
წიგნი ეძღვნება დიდგორის ომს, რომელიც XII საუკ. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი მოვლენაა. დიდგორის ომში თურქ-სელჯუკთა ჯარის სასტიკი განადგურებით ქართველი ხალხი განთავისუფლდა თურქთა საუკუნოვანი მოძალეობისაგან და დასაბამი მიეცა საქართველოს პოლიტიკურ და სამეურნეო აღორძინებას. ნაშრომში ფართოდაა გაშუქებული საქართველოს მაშინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ქართველი ხალხის ბრძოლა გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა, მისი ბრძოლა გარეშე მტრებისაგან საქართველოს განთავისუფლებისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის.