ავტორი წიგნზე 2020 წლის ბოლოდან მუშაობდა. ეს არის ერთგვარი რომანი-წინასწარმეტყველება მომავალ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, ეკლესიისა და საპატრიარქოს ბედზე. თუმცა მთავარი აქცენტი არა სისტემაზე, არამედ ინდივიდებზე, ადამიანებზეა. მაშასადამე, ეს არის რომანი ადამიანებზე, სავსე ტანჯვითა და, ამავდროულად, ზოგი პერსონაჟის უეცარი გამოღვიძებით.
წიგნში შესულია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამოქვეყნებული წერილები. უმეტესი მათგანი (შემოკლებული ვარიანტები), გამოქვეყნდა ჟურნალ „თბილისელებში“. წერილები სამეცნიერო-პოპულარული სახისაა, სამეცნიერო, შემეცნებითი და იდეოლოგიური მიზნით გამოქვეყნებული. დავით აღმაშენებლის პიროვნება უდიდესი შთაგონების წყაროა. შემთხვევით არ უწოდებს მის ტახტზე ასვლას მისი თანამებრძოლი ისტორიკოსი „აღმოცისკრებას მზისა ყოველთა მეფობათა“.
ეს კრებული აერთიანებს პლანეტის უძველეს ლეგენდებს მინი-ფორმატში. აღმოაჩინეთ სხვადასხვა ცივილიზაციის 50 გამორჩეული მითი, გმირი და ღვთაება ერთ კომპაქტურ გზამკვლევში. ეს 50 მითი კაცობრიობის კულტურული საძირკველია. თითოეული მათგანი გვასწავლის გამბედაობას, სიყვარულს, შეცდომებზე სწავლასა და სამყაროს მოწყობის პრინციპებს.
ტირანი მამისგან დატოვებული წყევლა, საზარელი ეჭვი სისხლით ნათესაობაზე და სიყვარული, რომელიც დანაშაულად იქცა. ელენე და ლუკა მსოფლიოს გარშემო გარბიან, რათა ალექსანდრე ერისთავის აჩრდილს დაემალონ, თუმცა ნამდვილი საფრთხე მათ შვილში იღვიძებს. ეს არის ამბავი გადამწვარ წარსულსა და საბედისწერო მემკვიდრეობაზე, სადაც მთავარი ბრძოლა საკუთარ გენეტიკასთან იწყება.
წიგნში შესულია ავტორის მიერ 1996-2009 წლებში ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული კრიტიკული, ლიტერატურატმცოდნეობითი, საზოგადოებრივი პრობლემატიკისადმი მიძღვნილი წერილები. წერილებში განხილულია ქართველი და უცხოელი მწერლების – ნაირა გელაშვილის, ნატო გაგნიძის, გივი მარგველაშვილის, რეი ბრედბერის, რ. მ. რილკეს, დ. ჰ. ლორენსის და სხვათა შემოქმედება.
ძვირფასო მკითხველო! ეს წიგნი დაფუძნებულია რეალურ ისტორიებსა და იმ მიზეზების გამოძიებაზე, რასაც ჩვენ ზოგჯერ ბედისწერას ვუწოდებთ. მე მწამს ღმერთის და მისი მოსიყვარულე ძალის, რადგან ვგრძნობ ამ ყველაფერს, როგორც საკუთარ მამოძრავებელ ძალას, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ჩვენ, ადამიანები, მცენარეთა თესლებივით მიმოგვფანტეს დედამიწაზე და ზოგიერთ ჩვენგანს ხელსაყრელი პირობები შეუქმნეს, ხოლო ზოგს კი გაუსაძლისი ტანჯვა ერგო აბსოლუტურად შემთხვევით. ჩემმა სიყვარულმა და ემპათიამ ყველაფრის მიმართ, რაც ცოცხალია, გამიჩინა სურვილი, ჩავატარო გამოძიება და გავაშუქო საკუთარი გამოცდილების და შრომის შედეგები, ადამიანთა საკეთილდღეოდ, მათი რეაქციის მიუხედავად.