მახასიათებლები
- სათაური: ასა ჰელი მოგზაურის ქრონიკები
- ISBN კოდი: 978-9941-9892-3-0
- ავტორი: თამარ დეკანოიძე
- გამომცემელი: ჩემი გამომცემლობა
- გამოცემის თარიღი: 2024
- ენა: ქართული
- გვერდები: 151
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 323
- რეიტინგი: 4.7
გადაფურცვლა
უბრალო ზღაპრებსაც შეუძლიათ შეცვალონ სამყარო…
ასა ჰელი მოგზაურის ქრონიკები
ბაბუა მორზო და მარიოლის ხის ქვეშ მოყოლილი ზღაპრები
მოხუცი, ბრძენი მორზო შვილიშვილს ქართა ლეგენდებს უყვებოდა. ნარინჯისფერი ღრუბლები საღამოსკენ ოდნავ გამუქებულიყვნენ. აღმოსავლეთის ჩამავალი დედავარსკვლავი დასავლეთის ამომავალს უღიმისო თითქოს. ზეცად გამოკიდებული ეს თბილი ქვეყანა დაისს ელოდა სულგანაბული, როგორც პატარა ზელო - ამბის დასასრულს.
და ყვებოდნენ სამყაროს მბრძანებელი ქარები თავიანთ დიად გამარჯვებებზე. უხაროდათ მხრებზე შემოგდებული ტვირთის ტარება უმისამართოდ, თითქოს ყველას აჩვენებდნენ, რა მსუბუქია მათთვის ყველაზე მძიმეც კი, - აგრძელებდა თხრობას და გულში სიხარული ეღვრებოდა, შვილიშვილის ცნობისმოყვარე პატარა სახეს რომ უყურებდა.
მაინც, მაინც რას ატარებდნენ, ბაბუ? ყველაზე დიდი პლანეტის აწევაც შეეძლოთ? - კითხულობდა ზელო გაფართოებული თვალებით.
შეეძლოთო, უდასტურებდა მოხუცი. მძვინვარე ქარიშხლებს გიგანტური მიწებიც კი თან მიჰქონდათ, თუ მოისურვებდნენო.
რატომ, ბაბუ? იქ ხომ ცხოვრობენ?! - ცრემლები ერეოდა ზელოს.
მხოლოდ მათ, ვინც ბევრს აშავებდა. არ იდარდო, ჩემო ბიჭო! კარგებს კეთილი ნიავი მხრებზე შემოისვამს და გადაარჩენს!
და სად წაიყვანს?
იქ, სადაც ქარნი დაჰქრიან.
პატარა ზელო გამუდმებით ასეთ ზღაპრებს აყოლებდა ბაბუას. არ ჰბეზრდებოდა, რამდენჯერმეც კი ისმენდა თითოეულს და მთხრობელიც სიამოვნებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.
ისინი ერთ ულამაზეს პლანეტაზე ცხოვრობდნენ. ოღონდ ეგ იყო, მიწაზე არ სახლობდნენ. ზღვისპირიდან ოცდაერთი კილომეტრის სიმაღლეზე, სქელი, ნარინჯისფერი ღრუბლები იყო მათი საცხოვრებელი, რომელიც მთელს პლანეტას გარს შემოკვროდა. ცაზე ორი მზე ჩანდა. როცა ერთი აღმოსავლეთით ჩადიოდა, მეორე დასავლეთიდან ამოდიოდა. ამიტომაც შებინდებისას, მალევე, ისევ თენდებოდა.
ამ პლანეტის ბინადრები უჩვეულოდ მსუბუქები იყვნენ, მიწის...