iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

რომანი

სორტირება:

იოსებ ახალაიას „ოცნებების კვალდაკვალ“ ახალგაზრდა მწერლის მეორე რომანია. რომანში იოსები ისეთ მარადიულ გრძნობებს ეხება, როგორებიცაა მეგობრობა, სიყვარული, სიძულვილი, ეჭვიანობა... კლასიკად ქცეული სასიყვარულო სამკუთხედი ამ რომანში ტრაგიკულად სრულდება და მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.

 

„გარეული ბატები“ მტკივნეული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მეიჯის რეჟიმის დასრულებით გამოწვეული სოციალური ცვლილებების ფონზე ხდება. მთავარი გმირი, ახალგაზრდა ოტამა, სიღარიბის გამო იძულებული ხდება მევახშის საყვარელი გახდეს. მის გარშემო ოსტატურად დახატული პერსონაჟები – მისი სუსტი მამა, მისი ძლიერი და გონიერი საყვარელი (და საყვარლის ეჭვიანი ცოლი) და სიმპათიური სტუდენტი, ვინც მისი სურვილის საგანი და გადარჩენის სიმბოლოა - მეიჯის ერის ფერად პროცესიებს წარმოადგენენ – გეიშა, სტუდენტი, მსახიობები, შუამავლები, მაღაზიის მეპატრონეები და ხარბი დიასახლისები. ნაწარმოების სახელისა და მის გარშემო თავისუფალი ხალხის მსგავსად, ოტამას ფრენა სწყურია.

ოღუზ ათაის რომანი, „ხელმოცარულები“, 1997 წელს იუნესკოს მიერ თურქული ლიტერატურის რჩეულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული. ოღუზ ათაი 1977 წლის 13 დეკემბერს სრულიად ახალგაზრდა, 43 წლისა, თავის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

იოსებ ახალაია ახალგაზრდა მწერალია, „ომის ათი დღე“ მისი სადებიუტო ნაშრომია. წიგნი თამამი განაცხადია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ამ პატარა რომანში აღწერილია რუსეთ-უკრაინის ომის დროს ქართველი და უკრაინელი წყვილის ისტორია... მათთან ერთად როგორ უმკლავდებიან ომის საშინელებას, აქ, საქართველოში დარჩენილი ერთ-ერთი მთავარი გმირის მშობლები... ამ წიგნის წაკითხვისას შეუძლებელია თვალზე ცრემლი არ მოადგეს ადამიანს, რადგან ნათლად გადმოსცემს ომის გამო გამოწვეულ ტკივილებს, საომარი მოქმედებებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი...

ომის ათი დღე
5.00ლარი

ომის ათი დღე

იოსებ ახალაია

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მარკიან კამიშის წიგნი „ოფორმლიანდია ანუ ზონაში გასეირნება“ ჩორნობილის მხარის ემოციური განზომილებაა, არალეგალი „სტალკერი“ ტურისტების სამყაროში ჩაყვინთვა. ამ წიგნში თქვენ ვერ იპოვით ზონის სტანდარტულ აღწერას, ჩორნობილის ავარიის ჭეშმარიტ მიზეზებზე მოსაწყენ თხრობასა და მსჯელობებს. აქ შიგნიდანაა მიპყრობილი მზერა არალეგალურ ტურიზმზე გაუცხოების ზონაში, რომელიც თითქმის ორმოცი წელია უკრაინის პოლესიეს უნიკალური ტერიტორიაა. აქაა ზურმუხტოვანი ჭაობები, ჩასაფრებული მილიცია და დაკოჟრილ-დასისხლიანებული ფეხები. აქაა ღამეული პრიპიატის საშიში თავსხმები და მომხიბლავი განთიადები. წიგნი ილუსტრირებულია ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებით.

„სტამბოლელი ელეფთერია“ 1955 წლის 6-7 სექტემბრის მოვლენების წინ დაწყებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ამ დროს სტამბოლში ბერძნული უმცირესობის ყველაზე დაუნდობელი დარბევა განხორციელდა. თუმცა წიგნში აღწერილი სასიყვარულო თავგადასავალი ამ ტრაგიკული მოვლენების დასრულებასთან ერთად არ დამთავრებულა. ჭეშმარიტი სიყვარული მთავრდება? თუ ვინმე ამ სიყვარულის კვალს დაადგება, ადგილებს, სიმღერებს, ძველ მეგობრებსა და ძველ სტამბოლს, ნაცნობებს იპოვის, მაშინ – არა! 

აიშე ქულინის რომანი „სტამბოლის ბოლო მატარებელი“ (Nefes Nefese – თურქულად ნიშნავს სირბილისგან გამოწვეულ გახშირებულ სუნთქვას, ამიტომ თითქმის ყველა უცხო ენაზე ის ითარგმნა, როგორც „სტამბოლის ბოლო მატარებელი“), რომელმაც დაიმსახურა იტალიის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო Premio Roma. რომანს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, რომელიც ეხება ჰოლოკოსტის დროს თურქი დიპლომატების მიერ თურქი ებრაელების გადარჩენის ისტორიას. მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთში, საფრანგეთში, კაიროსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და ასახავს ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი ბოლო მინისტრის ქალიშვილისა და ებრაელი ბიჭის სიყვარულის ისტორიას.

რომანი „მისხალი ერთგულება“ მოგვითხრობს ჩაუშესკუს დიქტატურის პერიოდში სიმდიდრისკენ დაუოკებელი ლტოლვით შეპყრობილი მამაკაცის ამბავს, რომელიც საყვარელ ქალს მილიონების შოვნას ანაცვალებს. იანკუ – გაზულუქებული და ჯიბესავსე სასტიკი საქმოსანი; აკილინა, ულამაზესი ახალგაზრდა ქალი, დაუცველი, მაგრამ ამაყი და მებრძოლი, და იტალიელი ბიზნესმენი, რომელიც ნავთობისა და დოლარების მორევში ადამიანობის, სულიერების შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა ის გარემოებათა ტყვეა, იმასაც აღიარებს, რომ ეს მისი ცხოვრებაა, რომელიც განუსაზღვრელი შესაძლებლობების კარს უხსნის. ფული მისთვის ყველაფრის გასაღებია, ყველა დაბრკოლების გადალახვის, ცხოვრებით ტკბობის საშუალება და ამისთვის ბევრი რამის დათმობა უწევს, უპირველესად კი სიყვარულის. დიახ, ეს არის კომპრომისებით აღსავსე ცხოვრება, ბოროტებასა და ძალადობასთან შეგუება, მაგრამ მას სულში მაინც დარჩა სუსტად მოკიაფე წერტილი – მისხალი ერთგულება, რომელმაც მაშინ იხსნა, როცა არ ელოდა.

ჩუმად და გესლიანად წარმოთქმული წინადადება იუბილეზე გულის ინფარქტს და სისხლისღვრას იწვევს. რადგან ათეული წლების წინ, ომის ბოლოს ორი პატარა ძმის მეკლენბურგიდან გაქცევისას რაღაც მოხდა, რასაც რომანის გმირები ვერც ივიწყებენ და ვერც პატიობენ ერთმანეთს და შვეიცარიულ-გერმანულ ოჯახში, რომლის ამბავსაც გვიყვება რომანი, ერთ უბედურებას მეორე მოსდევს. რომანი „ვოდი“ მოგვითხრობს სხვადასხვა ეპოქებზე, მოქმედება გერმანიასა და შვეიცარიაში ვითარდება, მწერალი იყენებს სხვადასხვა რეგიონების დიალექტს და გვიყვება საინტერესო ამბებს მთელი სამყაროს შესახებ: სტამბის შესახებ მეკლენბურგში, საათების მანუფაქტურაზე შვეიცარიაში, საიდუმლო ლოჟებსა და ხელოვანების წრეებზე, ნაცისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებზე, ბურჟუაზიის წარმომადგენლებსა და Hell‘s Angels–ის წევრებზე, სიმხდალესა და სიმამაცეზე, ომსა და დევნაზე, საიდუმლოებზე, ტყუილებზე, სიკვდილსა და ახალ დასაწყისზე. და რომანში მუდმივად ჩნდება სათაურის პროტოტიპი ვოდი, ველური მონადირე ჩრდილოეთ გერმანული თქმულებიდან, რომელზეც დაუსჯელად ვერ იხუმრებ, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე არ დაგანებებს თავს . . .

ვოდი
6.00ლარი

ვოდი

სილვია ჩუი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ერთ-ერთი თამამი ნაშრომია ქართულ მწერლობაში. აღმოსავლეთში მას, ახალ ბუდას, ან უფრო მოკრძალებით გასხივოსნებულსაც კი უწოდებდნენ. ნაწარმოები იმდენად ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეიცავს, რომ მკითხველს დაამუნჯებს, უამრავ საფიქრალს გაუჩენს და თავიდან დააფიქრებს სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე. წაიკითხავთ ამ წიგნს და იტყვით, რომ სიცოცხლე, ისევე როგორც სიკვდილი - მშვენიერია. უბრალოდ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს მუდმივი წრებრუნვაა, სამყაროს მარადისობის კანონი.

სიცოცხლის ამბავი
15.00ლარი

სიცოცხლის ამბავი

დავით ხარატიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ჯუჯა“ (1944) ბრწყინვალე იგავია, რომელშიც ზოგადი სახით არის მოხაზული კაცობრიობის უმთავრესი მანკიერებები, ამბავს კი თვითონაც ბოროტი ჯუჯა გადმოგვცემს. ამ რომანში ყოველი პერსონაჟი სხვადასხვა მანკიერებასა და სისუსტეს უჩვენებს, ამასთან, ეს ყველაფერი ისე ხდება, რომ ჩვენ ცხადად დავინახოთ საკუთარი მიდრეკილება ამ მანკიერებებისადმი.

ჯუჯა
3.77ლარი

ჯუჯა

პერ ლაგერკვისტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ფრანსუა მორიაკის შედევრი და ერთ-ერთი უდიდესი კათოლიკური რომანი, „ტერეზა დეკეირუ“ არის უიღბლოდ გათხოვილი ახალგაზრდა ქალის შემზარავი ისტორია, რომელსაც სასოწარკვეთილება მკვლელობაზე ფიქრისკენ უბიძგებს. მორიაკი სულიერი იზოლაციისა და სასოწარკვეთის დაუვიწყარ პორტრეტს ხატავს, მაგრამ ასევე დრამატიზირებს შენდობის, წყალობისა და გამოსყიდვის რთულ რეალობას. რომანის მოქმედება ბორდოს გარეთ, გაუსაძლისი სიცხისა და მოულოდნელი ქარიშხლების რეგიონში ასახავს ტერეზას შინაგან სამყაროს, ფიგურისა, რომელიც თაობების განმავლობაში იპყრობდა მკითხველთა წარმოსახვას.

ტერეზა დეკეირუ
3.44ლარი

ტერეზა დეკეირუ

ფრანსუა მორიაკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

დავით აღმაშენებლის ეპოქაზე ყველას ბევრი გვიფიქრია. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ძნელად წარმოსადგენია, თუნდაც როგორ მოიგო გენიოსმა მეფემ დიდგორის ბრძოლა. „მსტოვარის“ ავტორმა, ალექსანდრე პაიკიძემ, ის ეპოქა გააცოცხლა და წარმოუდგენელი ემოციებით ავსებს მკითხველს. თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის ცოტა თუ მოიძებნება, ვინც გაბედა და ქართული ისტორია გააცოცხლა. ავტორმა კი ეს გენიალურად შეძლო. წიგნში გადმოცემული ამბები მოგიყვებათ, რატომ და როგორ უყვარდათ სამშობლო, რისი გაღება უწევდათ ჩვენს წინაპრებს, რომ საქართველოს დღემდე მოეღწია... ეს რომანი იმ ნაპერწკალს აგინთებთ, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ენთო ბევრი ქართველის გულში და რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუპოვა... ამ წიგნზე ასე ვიტყოდი: „წიგნი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს“.

მსტოვარი
6.00ლარი

მსტოვარი

ალექსანდრე პაიკიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„რა უნდათ ადამიანებს ჩემგან?! რატომ დამდევენ?! ასე მკაცრები რად არიან? მე ხომ ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ!“ - ამ სიტყვებით მთავრდება კლაუს მანის ცნობილი რომანი „მეფისტო“. სიტყვებს რომანის მთავარი გმირი ჰენდრიკ ჰეფგენი წარმოთქვამს სასოწარკვეთილების წუთებში. მას მართლაც ვერაფერს უსაყვედურებ. გამორჩეული ნიჭის მქონე მსახიობია, რომელიც თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს. ამis მისაღწევად ჰენდრიკ ჰეფგენს არ უწევს იმ უამრავ დანაშაულში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სჩადის. პირიქით, საუკეთესო მეგობარს საკონცენტრაციო ბანაკიდანაც კი იხსნის. მაშ რატომ სტოვებს სახელგანთქმულ მსახიობს ნელ-ნელა ყველა მისთვის ღირებული ადამიანი? კეთილი საქმეები, რომლებსაც სჩადის, სიკეთის გულწრფელი სამსახურია თუ რამე გათვლა? ვინ არის სინამდვილეში ჰენდრიკ ჰეფგენი, იგივე მეფისტო? ხელისუფლების მაამებელი ტაკიმასხარა თუ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ფარულად მოქმედი გმირი? 

მეფისტო
14.00ლარი

მეფისტო

კლაუს მანი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

«Преступление и наказание» – роман великого русского писателя, мыслителя, философа и публициста Федора Михайловича Достоевского (1821-1881). Написан в 1865-1866 годы. Впервые напечатан по частям в январе-декабре 1866 года в журнале «Русский вестник». Вскоре после окончания журнальной публикации романа Достоевский печатает его отдельным изданием, для которого сделал в тексте значительные сокращения и изменения: три части журнальной редакции были преобразованы в шесть, частично было изменено и деление на главы.

ჟურნალისტი მამაკაცი, სახელად მიკელე, ფიქრობდა, რომ ოჯახი ბედნიერი იყო, ცოლი და ქმარი ერთმანეთს ეწყობოდნენ, დროს ატარებდნენ, მოგზაურობდნენ, შვილებს ზრდიდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, მაგრამ ჯემამ ის ერთ დღეს, მოულოდნელად, სახლიდან მაინც გააძევა, რის გამოც ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მამაკაცმა თავი რედაქ­ტორის მიერ შემოთავაზებული საქმის გამოძიებას შეაფარა; მომხდარი დანაშაული პროფესიონალურად გაშიფრა და დასკვნის გამოტანაში პროკურორს თავისი კვლევები წარუდგინა. გამოძიების პარალელურად, მიკელე საყვარელ მეუღლესა და შვილებზე ფიქრს არასოდეს წყვეტდა, მათთან დაბრუნებაზე განუწყვეტლივ ოცნებობდა. საფრთხისა და ფათერაკების მოყვარულმა ჯემამ ის ამასობაში სვინგერების კლუბში მიიტყუა, სხვადასხვა შემთხვევაში გამოცადა და ერთგულება დაამტკიცებინა. ამ რომანის სახით მკითხველი სტილისტური ინტერვენციით გამორჩეულ და შეიძლება ითქვას, ერთობ უჩვეულო ნიმუშს გაეცნობა.

განუკურნებელი
6.00ლარი

განუკურნებელი

ტომაზო სოლდინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star