იოსებ ახალაია ახალგაზრდა მწერალია, „ომის ათი დღე“ მისი სადებიუტო ნაშრომია. წიგნი თამამი განაცხადია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ამ პატარა რომანში აღწერილია რუსეთ-უკრაინის ომის დროს ქართველი და უკრაინელი წყვილის ისტორია... მათთან ერთად როგორ უმკლავდებიან ომის საშინელებას, აქ, საქართველოში დარჩენილი ერთ-ერთი მთავარი გმირის მშობლები... ამ წიგნის წაკითხვისას შეუძლებელია თვალზე ცრემლი არ მოადგეს ადამიანს, რადგან ნათლად გადმოსცემს ომის გამო გამოწვეულ ტკივილებს, საომარი მოქმედებებიდან ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი...
იოსებ ახალაია – ახალგაზრდა მწერალი. „ომის ათი დღე“ მისი პირველი რომანია.