როდესაც ელიტარული „ბალტიმორის საზარბაზნე კლუბის“ წევრები აღმოაჩენენ, რომ საქმის გარეშე რჩებიან სამოქალაქო ომის დასასრულს, მათი პრეზიდენტი, იმპი ბარბიკენი, სთავაზობს მათ, ააშენონ საკმარისად დიდი ზარბაზანი მთვარეზე რაკეტის გასაშვებად. მაგრამ როდესაც ბარბიკენის მოწინააღმდეგე დებს უზარმაზარ ფსონს, რომ პროექტი ჩავარდება, ხოლო გაბედული მოხალისე „პილოტირებული“ ფრენის მისიას წამოაყენებს, ერთი ადამიანის ოცნება იქცევა საერთაშორისო კოსმოსურ რბოლად.
„დაკარგული სამყარო“, რომელიც 1912 წელს გამოქვეყნდა, არის სერ ართურ კონან დოილის კლასიკური რომანი აღმოჩენებისა და თავგადასავლების შესახებ. მთხრობელი, ცნობისმოყვარე რეპორტიორი ედვარდ მელოუნი ხვდება პროფესორ ჩელენჯერს, უცნაურ და ნიჭიერ პალეონტოლოგს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამაზონის სიღრმეში ჯერ კიდევ ცოცხალი დინოზავრები არსებობენ. მელოუნი, ჩელენჯერი, მისი ოპონენტი სამერლი და ლორდ ჯონ როქსტონი სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრებიან ფანტასტიკური მხეცების საძიებლად. ასე იწყება მათი თავგადასავალი, რომელიც არაერთ გამოწვევას სთავაზობს გაბედულ მოლაშქრეებს. ეს უკიდურესად პოპულარული და გავლენიანი წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკას წარმოადგენს და დღემდე შთააგონებს მკითხველს.
ნაწარმოებში ასახულია ახალგაზრდა წყვილის წინასწარი მომზადება ნაყოფის ჩასახვამდე, ჩასახვის პერიოდის დროს და მის შემდგომაც. სახელდობ: ბავშვის სულიერი, გონებრივი და ფიზიკური თვისებების ჰარმონიული განვითარება ბუნებრივი გზით, ეკოლოგიურად დაცულ გარემოში. მთავარი თემის გაშლა იწყება, როდესაც ტურიზმის საერთაშორისო ტურნირში ასპარეზობის დროს, თავდამტყდარმა შემთხვევამ ახალგაზრდა წყვილი მთისეულის მღვიმეში მოახვედრა. ამ ფათერაკიდან თანდათან ვლინდება მათი გამჭრიახი გონების შესაძლებლობათა მიზანმიმართული გამომჟღავნება, ოჯახის სანიმუშო შექმნის, ზრუნვის, ქვეყნის და საერთაშორისო წესრიგის, სამყაროს უსაფრთხოებისა და განვითარების კვალდაკვალ. - ვ. პაპიძე. დაწერილია წმინდა მიწაზე.
სიუჟეტი პარალელურ სამყაროებში ვითარდება. ენდიჰგრას მაცხოვრებელი სებასტიან ვინგსი, მოულოდნელი აღმოჩენის რეალურობის შემოწმების მიზნით პლანეტის დატოვებას გადაწყვეტს. მისი ხანმოკლე მოგზაურობა სივრცეში, ახალი აღმოჩენების საწინდარი გახდება. შემხვედრი ადამიანების თუ არსებების მრავალფეროვანი ბუნება მის შეხედულებებს სამუდამოდ ცვლის. გვანდალერიუმში დაბრუნების შემთხვევაში, მთავარ გმირს მმართველის წინაშე წარდგომა და ერთ დროს მიღებული გადაწყვეტილების გამო პასუხისგება მოუწევს, რაც მის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
სიუჟეტი ახლო მომავალში ვითარდება, რომელშიც მთავარი გმირი - ჰრაბი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ხვდება. გამოგონილი პერსონაჟებისა და ქალაქების აღწერის, აგრეთვე, ირონიით გაჯერებული დიალოგების მიღმა მისი მასპინძლების ნამდვილი სახე და ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით მათი დამოკიდებულება მარტივად მჟღავნდება. მიუხედავად პერსონაჟთა მრავალფეროვნებისა, კვანძი თანდათან იხსნება, საბოლოოდ კი ნათელი ხდება თუ რა კავშირი აქვს თითოეულ მათგანს ერთმანეთთან.
სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ეს კლასიკური რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის "ნაუტილუსის" ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი.
"მარსის ქრონიკა" რეი ბრედბერის მოთხრობათა კრებულია, რომელმაც საბოლოოდ ეპიზოდური რომანის სახე მიიღო და 1950 წელს გამოქვეყნდა. იგი მოგვითხრობს ატომური ომით გაუდაბურებული დედამიწიდან ადამიანების გაქცევასა და მარსის კოლონიალიზაციას, და მათ კონფლიქტს ადგილობრივ მარსელებთან. წიგნი არაერთხელ იქნა ადაპტირებული კინოს, თეატრის, ოპერის, რადიოსა და ტელევიზიისათვის.
„საიდუმლო კუნძული“ 1874 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც წარმოადგენს გაგრძელებას წიგნებისა „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ და „კაპიტან გრანტის შვილები“. რომანში მოვლენები ვითარდება გამოგონილ კუნძულ ლინკოლნზე სამხრეთ წყნარ ოკეანეში, სადაც კაპიტანი ნემოა თავისი „ნაუტილუსით“ იძულებით გაჩერებული. ნაწარმოების ძირითად პერსონაჟებს ხუთი ამერიკელი წარმოადგენს, რომელიც რიჩმონდის, ვირჯინია ალყას საჰაერო ბურთით აღწევს თავს სამოქალაქო ომის მსვლელობისას.
მეცნიერული ფანტასტიკის ეს გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც 1864 წელსაა შექმნილი, გერმანელი მეცნიერის, ოტო ლიდენბროკის, მისი ძმისწულის -აქსელისა, და მეგზურ ჰანსის მოგზაურობაზე მოგვითხრობს დედამიწის ცენტრისაკენ, სადაც მიწისქვეშა სამყაროში მრავალ თავგადასავალს აწყდებიან, მათ შორის პრეისტორიულ ცხოველებსა და ბუნებრივ მოვლენებს, სანამ ლავის ძალით კვლავ დედამიწის ზედაპირზე არ იქნებიან ამოტყორცნილნი.
ნაწარმოების მთავარი გმირი, გრიფინი, ახალგაზრდა ინგლისელი სწავლული ფიზიკოსია, რომელმაც მოიგონა მანქანა, რომელიც ადამიანს უჩინარს ხდის. მატერიალური სირთულეების გამო გრიფინი ვერ განაგრძობს სამეცნიერო სამუშაოს და იძულებულია უჩინარად იქცეს. რომანი მისი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.