მახასიათებლები
- სათაური: საიდუმლო კუნძული
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟიულ ვერნი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 270
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3676
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
საიდუმლო კუნძული;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
საიდუმლო კუნძული
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
ჟიულ ვერნი - საიდუმლო კუნძული
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. ibooks.ge
Jules Verne - L’Île mystérieuse
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნიკო კურდღელაშვილს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
საიდუმლო კუნძული
ნაწილი პირველი
თავი პირველი. კატასტროფა ჰაერში
- ზევით მივიწევთ?
- ზევით კი არა, ძირს ვეშვებით!
- უარესი, მისტერ სმიტ, ვვარდებით.
- ღმერთო ჩემო, გადაყარეთ ბალასტი!
- უაკანასკნელი ტომარაც გადავაგდეთ.
- აეროსტატი მაღლა იწევს?
- არა!
- ტალღების ტყლაშუნი ისმის!
- ძირს ზღვა ყოფილა!
- ხუთასი ფუტით თუ ვიქნებით დაშორებული.
- გადაყარეთ მთელი მარაგი! ყველაფერი ძირს! უფალო შეგვიწყალე!
ასეთი შეძახილები ისმოდა ჰაერში, წყნარი ოკეანის თვალუწვდენელი ზვირთების მაღლა, 1865 წლის 23 მარტს, ნაშუადღევს ოთხ საათზე.
დღე-ღამის გათანაბრების დროს ჩრდილო-აღმოსავლეთის საშინელი გრიგალი ამოვარდა. ბარომეტრი შვიდას ათ მილიმეტრამდე იყო დასული. 18 მარტიდან 26 მარტამდე გრიგალმა ამერიკას, ევროპას და აზიას გადაუარა ეკვატორის გაყოლებით და საშინელი ნგრევა გამოიწვია ჩრდილოეთ განედის ოცდამეთხუთმეტე პარალელიდან სამხრეთ განედის მეორმოცე პარალელამდე.
მინგრეულ-მონგრეული ქალაქები, ძირფესვიანად ამობრუნებული ტყეები, ნაფოტებად ქცეული და ასობით გამორიყული...