iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ინდივიდუალური ფსიქოლოგია

ალფრედ ადლერი

წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.

1.00ლარი

ცხოვრების მეცნიერება

ალფრედ ადლერი

"ცხოვრების მეცნიერება" იკვლევს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას და მის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან მიმართებით, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, სექსი, ბავშვთა აღზრდა და სხვა, ამ ყველაფერს კი არასრულყოფილებისა და უპირატესობის კომპლექსების ჭრილში აკეთებს. "ცხოვრების მეცნიერება" - ესაა ფუძემდებლური ტექსტი ფსიქოანალიზის ისტორიაში.

3.33ლარი

ნების თავისუფლებისთვის

ართურ შოპენჰაუერი

ამ თხზულებამ, რომელიც 1839 წელს არის შექმნილი, მის ავტორს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ნების თვისუფლების მისეული ბრწყინვალე და ელეგანტური განმარტება ამ ნაწარმოებს დასავლეთევროპული ფილოსოფიის კლასიკად აქცევს.

3.33ლარი

ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ

ალფრედ ადლერი

"ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ" - ესაა ნაკვეთი ადლერის ვრცელი ნაშრომიდან "ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა", რომელშიც ავტორი ქალების მიერ საკუთარი როლიდან გადახვევისა და "მამაკაცურის" არჩევის მიზეზებს იკვლევს,

1.99ლარი

ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ

ართურ შოპენჰაუერი

"ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ" 46-ე თავია შოპენჰაუერის მთავარი ნაშრომისა "სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა", სადაც ავტორი ყოფნასთან, არსებობასთან შედარებით არყოფნის უპირატესობის შეხედულებას აყალიბებს. ნიშანდობლივი ციტატა: "დევიდ იუმის თითოეული გვერდი იმაზე მეტს გვეუბნება, რასაც ჰეგელის, ჰერბარტისა და შლაიერმახერის ერთად აღებულ ფილოსოფიურ თხზულებათა სრული კრებულები".

1.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

როდესაც ელიტარული „ბალტიმორის საზარბაზნე კლუბის“ წევრები აღმოაჩენენ, რომ საქმის გარეშე რჩებიან სამოქალაქო ომის დასასრულს, მათი პრეზიდენტი, იმპი ბარბიკენი, სთავაზობს მათ, ააშენონ საკმარისად დიდი ზარბაზანი მთვარეზე რაკეტის გასაშვებად. მაგრამ როდესაც ბარბიკენის მოწინააღმდეგე დებს უზარმაზარ ფსონს, რომ პროექტი ჩავარდება, ხოლო გაბედული მოხალისე „პილოტირებული“  ფრენის მისიას წამოაყენებს, ერთი ადამიანის ოცნება იქცევა საერთაშორისო კოსმოსურ რბოლად.

სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ეს კლასიკური რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის "ნაუტილუსის" ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი.

ზვიგენის კუჭის შიგთავსი ბოთლს შეიცავს, რომელშიც სამ სხვადასხვა ენაზე შესრულებული დაზიანებული წერილია. ერთობლივად ისინი კაპიტან გრანტის ადგილმდებარეობის გასაღებს იძლევა, რომლის გემი "ბრიტანია" ზღვაში დაიკარგა. ლორდი გლენარვანი ცოლთან, ჰარი გრანტის ორ შვილსა და ეკიპაჟთან ერთად კაპიტნის საძებნელად მიერმართება რთულსა და თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობაში.

„საიდუმლო კუნძული“ 1874 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც წარმოადგენს გაგრძელებას წიგნებისა „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ და „კაპიტან გრანტის შვილები“. რომანში მოვლენები ვითარდება გამოგონილ კუნძულ ლინკოლნზე სამხრეთ წყნარ ოკეანეში, სადაც კაპიტანი ნემოა თავისი „ნაუტილუსით“ იძულებით გაჩერებული. ნაწარმოების ძირითად პერსონაჟებს ხუთი ამერიკელი წარმოადგენს, რომელიც რიჩმონდის, ვირჯინია ალყას საჰაერო ბურთით აღწევს თავს სამოქალაქო ომის მსვლელობისას.

სამი მამაცი მეგობარი და მეცნიერი, ბარბიკენი, ნიკოლი და მიშელ არდანი ყუმბარით მიფრინავენ მთვარისკენ და მის საიდუმლოებათა შესწავლას ცდილობენ. თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა წყნარი ოკეანის ფსკერზე სრულდება. გამოქვეყნებულია 1865 წელს.

მეცნიერული ფანტასტიკის ეს გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც 1864 წელსაა შექმნილი, გერმანელი მეცნიერის, ოტო ლიდენბროკის, მისი ძმისწულის -აქსელისა, და მეგზურ ჰანსის მოგზაურობაზე მოგვითხრობს დედამიწის ცენტრისაკენ, სადაც მიწისქვეშა სამყაროში მრავალ თავგადასავალს აწყდებიან, მათ შორის პრეისტორიულ ცხოველებსა და ბუნებრივ მოვლენებს, სანამ ლავის ძალით კვლავ დედამიწის ზედაპირზე არ იქნებიან ამოტყორცნილნი.