მახასიათებლები
- სათაური: მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჟიულ ვერნი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 148
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3098
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ;
შენიშვნები;
მსგავსი წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ
შენიშვნები
მსგავსი წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ჟიულ ვერნი - მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ.
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ
პირველი თავი
კვირა დღეს, 1863 წლის მაისის 24-ს, ბიძაჩემი, პროფესორი ოტო ლიდენბროკი, შინ ადრიანად დაბრუნდა. მისი პატარა სახლი ჰამბურგის ძველ უბანში, უძველესი ქუჩის, კონიგშტრასეს ცხრამეტ ნომერში მდებარეობდა.
მოახლე ქალმა მართამ ალბათ იფიქრა, სადილის მომზადება დამიგვიანდაო, რადგან ქურაზე შემოდგმული წვნიანი მხოლოდ ახლა იწყებდა თუხთუხს.
"ახლა უყურე, - ჩავილაპარაკე ჩემთვის, - რა ამბავს ასტეხს ბიძაჩემი, თუ მშიერია. ასეთი მოუთმენელი არსება სულდგმულთა შორის ალბათ არ მოიძებნება".
შეცბუნებულმა მართამ კი სადადილო ოთახის კარები შემოაღო და წამოიძახა:
- ბატონი ლიდენბროკი უკვე მობრძანებულია!
- დიახ, მართა, მაგრამ სადილზე ნუ წუხხარ, წმიდნა მიხეილის სამრეკლოზე ეს წუთია ორის ნახევარმა დაჰკრა.
- მაშ, რატომ დაბრუნდა ბატონი ლიდენბროკი?
- ამას ალბათ თვითონ გვეტყვის.
- აი ისიც! მე თავს ვუშველი, თქვენ კი, ბატონო აქსელ, დაამშვიდეთ ბიძათქვენი.
მართამ სამზარეულოს მიაშურა. დავრჩი მარტო, მაგრამ ჩემი გაუბედავი ხასიათის პატრონს, როგორ შემეძლო ამქვეყნად ყველაზე ახირებული პროფესორის დამშვიდება? ამიტომ მეც თავის შველა ვარჩიე და ზედა სართულში ჩემს საცხოვრებლად განკუთვნილ პატარა ოთახისკენ წასვლა დავაპირე. ამ დროს ჭიშკარი...