iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

წესები

1. ზოგადი პირობები

1.1 წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ურთიერთობას შპს „აიბუქს"-ის ინტერნეტ მაღაზია ibooks.ge-სა (შემდგომში „მაღაზია") და მაღაზიის მყიდველს (შემდგომში „მყიდველი“) შორის.

ღილაკის „ვეთანხმები" დაჭერა, აგრეთვე ვებ-გვერდის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებთან.

1.2 საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და ცვლილების შემთხვევაში მოახდინოს მისი განახლება.

1.3 წინამდებარე შეთანხმებაზე დასტურით თქვენ თანხმობას აცხადებთ მიიღოთ პერიოდული შეტყობინებები ინტერნეტ-მაღაზიისგან ibooks.ge.

 

2. ანგარიშსწორების პირობები

2.1 შეკვეთის ფასი მოიცავს შეძენილი პროდუქციის ღირებულებას, შეფუთვისა და მიწოდების/გადაზიდვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ღირებულების ჩათვლით. შპს „აიბუქს" თავად უზრუნველყოფს გადახდასთან დაკავშირებული საკომისიოს გადახდას.

2.2 პროდუქციის ფასი მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით.

2.3 საგადახდო ბარათების მეშვეობით გადასახდელად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული Visa და MasterCard სისტემების საგადახდო ბარათები. გადახდის უსაფრთხოება დაცულია ,,Verified by Visa" და ,,MasterCard Secure Code" ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

3. მიწოდების პირობები

3.1 პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მყიდველის მიერ ელექტრონული ტექსტის გადაწერით/წაკითხვით შემდეგ სასურველ ერთ-ერთ ან ყველა ფორმატში:  .pdf; .html;

3.2 პროდუქციის მიღების შემდგომ დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს თანხის ანაზღაურება. ამისათვის მან უნდა მიმართოს საიტის ადმინისტრაციას ელ. ფოსტის მეშვეობით პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ თანხის ანაზღაურება არ მოხდება. პრეტენზიის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხის დაბრუნება მოხდება შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა.

 

4. კონფიდენციალურობა

ვებ-გვერდი იღებს სრულ პასუხისმგებლობას დაიცვას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და არ გადასცეს ის მესამე მხარეს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საიტს არ გააჩნია წვდომა ანგარიშსწორებისას გამოყენებულ საგადახდო ბარათებზე. ბარათით ანგარიშსწორებისას ხდება გადამისამართება პარტნიორი ბანკის დაცულ გვერდზე, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის დაცვაზე.

 

მყიდველი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას არ მოახდინოს შეძენილი ტექსტის კოპირება, გაყიდვა, გამოქვეყნება, ან რაიმე სხვა ფორმით მესამე პირისათვის გადაცემა საავტორო უფლების მფლობელის წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე.

 

5. ფორს-მაჟორი

შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია ისეთი ფორს-მაჟორული მდგომარეობით, რომლის დროსაც მხარეთათვის მათი შესრულება შეუძლებელი ხდება. ფორს-მაჟორში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი, ეპიდემია). შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები შესაბამისად გადაიწევს ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის მიხედვით. ამ დროს მხარე პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება მხოლოდ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის პერიოდში. ეს ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

 

6. შეზღუდვა ვებ-გვერდის სისწორეზე

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მოწოდებულია პარტნიორი კომპანიებისგან. ეს ინფორმაცია შეძლებისდაგვარად გადის გადამოწმებას საიტზე განთავსებამდე. თუმცა ინფორმაციის მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით ვებ-გვერდი ვერ გასცემს გარანტიას მის სისრულეზე, დროულობასა და სისწორეზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით.

ადამიანური თუ მექანიკური შეცდომების დაშვების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამ ვებ-გვერდის შინაარსი მოწოდებულია არსებული ფორმით ანუ ”როგორც არის”. ვებ-გვერდი არ იძლევა სრულ გარანტიას და პირობას მის შემცველობასთან დაკავშირებით.