მახასიათებლები
- სათაური: არჩი და ქეთ
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 22
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2597
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მოქმედი პირები;
მოქმედება I;
მოქმედება II;
მოქმედება III;
გადაფურცვლა
მოქმედი პირები:
არჩი, ახალგაზრდა მამაკაცი;
ქეთ, მისი მეუღლე;
ჯონ, მათი შვილი;
დეტექტივები.
მოქმედება I
სცენა I
(მდელო. ბალახზე ზის ქეთ. მის პერპენდიკულარულად წევს არჩი. თავი ქეთის კალთაში უდევს.)
არჩი: არ მინდა შენგან წასვლა.
ქეთ: არ მინდა, რომ წახვიდე.
არჩი: შენთან მსურს, შენს გვერდით.
ქეთ: ჩემთან იყავი, ჩემს გვერდით.
არჩი: შენთან კარგად ვარ. სხვაგან არ მინდა.
ქეთ: კარგად ვარ შენთან.
არჩი: არ წავალ.
ქეთ: არ წახვიდე.
(პაუზა.)
არჩი: უსამართლოა სამყარო.
ქეთ: უსამართლო.
არჩი: არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც მინდა.
ქეთ: იყავი იქ, სადაც გინდა.
არჩი: ძალიან მიყვარხარ.
(პაუზა.)
ქეთ: მიყვარხარ ძალიან.
არჩი: მიყვარხარ. (პაუზა.) სულ.
ქეთ: მუდამ.
არჩი: სხვაგან ცუდია.
ქეთ: სხვაგან არაფერია.
არჩი: შენ არ ხარ იქ.
ქეთ: მე არ ვარ და შენ არ ხარ.
არჩი: არ მინდა სხვაგან.
ქეთ: არსად.
არჩი: შენთან მინდა. მინდა გიყურო, როცა გძინავს და გიდარაჯო, რომ არაფერმა გაგაღვიძოს.
ქეთ: მინდა, რომ მიდარაჯო.
არჩი: მინდა ვხედავდე, როგორ იწევ თმებს.
ქეთ: ხშირად ავიწევ თმებს, რომ შენ დაინახო.
არჩი: მინდა, რომ მუდამ ასე იყოს.
ქეთ: მუდამ ასე იქნება.
არჩი: კარგია ასე.
ქეთ: ძალიან.
არჩი: ძალიან კარგია.
ქეთ: კი.
არჩი: ეს ერთბაშად მოხდა.
ქეთ: უეცრად.
არჩი: როცა იქ დაგინახე, მეჯლისზე.
ქეთ: მეჯლისი იყო.
არჩი: მე შემთხვევით მოვედი. არავის ვიცნობდი.
ქეთ: მარტო იყავი.
არჩი: მერე შენ დაგინახე.
ქეთ: კედელთან იდექი, სიგარეტს ეწეოდი.
არჩი: ყველა ცეკვავდა, შენ მარტო იჯექი.
ქეთ: სკამზე.
არჩი: ზოლებიანი კაბა გეცვა, მუხლამდე.
ქეთ: მამის საჩუქარი.
არჩი: არა, მუხლს ოდნავ ქვემოთ.
ქეთ: მიყვარს ის კაბა.
არჩი: სხვას ვერავის ვხედავდი. არ მინდოდა სხვისი დანახვა.
ქეთ:...
დიმიტრი უჩანეიშვილი
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 04.06.1969) - რომანების, პიესების, მოთხრობების, ესეების ავტორი, მთარგმნელი; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, პიესებისა და მოთხრობათა კრებულები.