ბიოგრაფია ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამისა (შრილა პრაბჰუპადა), რომელმაც დააარსა კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება და მთელ მსოფლიოს გააცნო უძველესი მეცნიერება სულის, ღმერთისა და მათი მარადიული კავშირის შესახებ, რაც წარმოდგენილია ვედურ წერილებში. ეს სწავლება 500 წლის წინათ ბენგალიაში განაახლა შრი კრიშნა ჩაიტანიამ, რომელიც განსაკუთრებით ხაზს უსვამდა ჰარე კრიშნა მაჰა-მანტრის მნიშვნელობას.
მსაჯულნი (ბერძ. Κριταί, ებრ. ספר שופטים, „Sefer Shoftim“) – ებრაული ბიბლიისა და ქრისტიანული ძველი აღთქმის მეშვიდე წიგნი. ებრაული ბიბლიის გადმოცემაში ის მოიცავს დროს იესო ნავეს ძის წიგნში აღწერილ დაპყრობასა და სამუელის წიგნებში აღწერილ სამეფოს დამყარებას შორის, რომლის დროსაც ბიბლიური მსაჯულები მსახურობდნენ დროებით ლიდერებად.
ტრაქტატი აღწერს სიკვდილისთვის მზადების რამდენიმე საფეხურს. ავტორი ცდილობს გააძლიეროს, დაიცვას მომაკვდავი სიკვდილის ჟამს სასოწარკვეთილების ცდუნებისაგან. ლუთერი ურჩევს სიკვდილის წინაშე მდგარ ადამიანებს წარმოიდგინონ სამი მოელვარე სურათი – სიცოცხლის, წყალობისა და ზეცის, იმისათვის, რათა განდევნონ ცნობიერებიდან მათი სამი სრულიად საპირისპირო – სიკვდილი, ცოდვა და ჯოჯოხეთი.
ადრეულ ქრისტიანობას, ისევე, როგორც სხვა დიდ რელიგიებს, ჰქონდა საიდუმლოებები, რომელთაც მისი მიმდევრები ისე ინახავდნენ, როგორც ფასდაუდებელ საგანძურს. ქრისტეშობიდან პირველ საუკუნეებში უმაღლესმა საეკლესიო იერარქიამ ამ ჭეშმარიტებათა დამალვა დაიწყო რიგითი მორწმუნეებისაგან და მათ შესახებ მხოლოდ მცირეოდენმა განდობილმა იცოდა. ავტორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ რელიგიური ჭეშმარიტებების დონის ამაღლებით შეიძლება გზის გახსნა საიდუმლოების ცოდნის აღდგენისაკენ და მცირე მისტერიების სწავლებისაკენ, რომლებიც წინ უნდა უსწრებდეს დიადი მისტერიების სწავლებას. ნაშრომის მიზანია, მოკლედ აგიხსნათ მცირე მისტერიები, ანუ ნაწილობრივი გახსნა ღრმა ჭეშმარიტებებისა და გაჩვენოთ ამ იდუმალი მოძღვრების ბუნება. წიგნის მიზანია, გაამჟღავნოს აღნიშნული მცირე მისტერიები და გააცნოს ადამიანებს ქრისტიანობის მისტიკური მხარეები – არა გარე ქრისტეს საშუალებით ხსნა, არამედ შინაგანი ქრისტეს სრულყოფილებამდე მიყვანა – აი, რა იყო ეზოტერული ქრისტიანობის, მცირე მისტერიების მოძღვრება.
წიგნი „კარმა-იოგა“ შედგენილია 1893-1896 წლებში ამერიკასა და ინგლისში სვამი ვივეკანანდას ლექციების საფუძველზე, რომელშიც საუბარია კარმის გავლენაზე, შრომის საიდუმლოებაზე, ვალის მნიშვნელობაზე, საკუთარი თავის/ქვეყნიერების დახმარებაზე, გულცივობასა და თვითაღკვეთაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. აღსანიშნავია რომ ამ ქართულ გამოცემაში შესულია როგორც ლექციები კარმა-იოგაზე, ასევე, სხვადასხვა წლებში წაკითხული თემატურად სრულიად განსხვავებული 4 ლექციაც: 1. ღვთაებრივ სიყვარულზე, 2. რელიგიის მნიშვნელობაზე, 3. ღმერთზე და ადამიანზე, 4. შიდა სამყაროთი ცხოვრებაზე. წიგნი წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ძირითად ნაშრომს.
მეორე რჯული (ბერძ. Δευτερονόμιον, ებრ. דְּבָרִים, „Devarim“) – ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მეხუთე კანონიკური წიგნი. შედგება ხალხისადმი მიმართული მოსეს სამი დიდი საუბარი/ქადაგებისაგან, რომელთა მიზანია მათთვის წარსულის მოვლენების შეხსენება და უმთავრესად, მოწოდება, მუდამ უერთგულონ თავიანთ ღმერთთან დადებულ აღთქმას.
The Quranic revelation is the light which enables one to see. It is like the sun which casts light lavishly. Philosophical intelligence is the eye that sees this light and without this light one cannot see anything. If one closes one’s eyes, that is, if one pretends to pass by philosophical intelligence, this light itself will not be seen because there will not be any eyes to see it.