iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

კარმა-იოგა

ავტორი: სვამი ვივეკანანდა

2021 წელი | გამომცემელი: აქტი

მთარგმნელი: ვაჟა ნარიმანიძე

რელიგია, თარგმანი, ფილოსოფია

ფორმატები: html, epub, mobi
223
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(1 შეფასება)
ანოტაცია

წიგნი „კარმა-იოგა“ შედგენილია 1893-1896 წლებში ამერიკასა და ინგლისში სვამი ვივეკანანდას ლექციების საფუძველზე, რომელშიც საუბარია კარმის გავლენაზე, შრომის საიდუმლოებაზე, ვალის მნიშვნელობაზე, საკუთარი თავის/ქვეყნიერების დახმარებაზე, გულცივობასა და თვითაღკვეთაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. აღსანიშნავია რომ ამ ქართულ გამოცემაში შესულია როგორც ლექციები კარმა-იოგაზე, ასევე, სხვადასხვა წლებში წაკითხული თემატურად სრულიად განსხვავებული 4 ლექციაც: 1. ღვთაებრივ სიყვარულზე, 2. რელიგიის მნიშვნელობაზე, 3. ღმერთზე და ადამიანზე, 4. შიდა სამყაროთი ცხოვრებაზე. წიგნი წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ძირითად ნაშრომს.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
სვამი ვივეკანანდა
სვამი ვივეკანანდა

ვივეკანანდა, სვამი (დ. 12 იანვარი, 1863 - გ. 4 ივლისი, 1902) - XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მოძღვარი. ინდოეთის თვალსაჩინო ფიგურა და ცნობილი მოღვაწე. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე ისევე, როგორც ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე.